თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო სიტყუაჲ ესე ესევითარი არს, ვითარმედ: ნუ გიკჳრს, რომელ მეგულების ამაღლებაჲ ჯუარსა ზედა, რაჲთამცა თქუენ სცხოვნდით, რამეთუ მამასაცა ესე სათნო-უჩნს; რამეთუ ესრეთ შეიყუარნა მან კაცნი, ვიდრეღა მონათათჳს ძე მოსცა, და მონათა უმადლო-თათჳს, რომელ-ესე მოყუარისათჳსცა არავინ იქმს.
ეჰა საკჳრველი! ვითარ უკუდავმან მან დაუსაბამომან მიწისა და ნაცრისაგანნი ესრეთ შეიყუარნა, სავსენი იგი მრავლითა ცოდვითა, განმარისხებელნი იგი მისნი, რომელ ძე თჳსი მოსცა მხოლოდშობილი! არა ანგელოზი, არცა მთავარანგელოზი, არამედ ძე თჳსი, „რაჲთა ყოველსა რომელსა ჰრწმენეს მისი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს მას ცხორებაჲ საუკუნოჲ“. რამეთუ ვინაჲთგან სიკუდილი და ჯუარ-ცუმაჲ აჴსენა, რაჲ-თა არა თქუას, რომელსა-იგი ესმოდა, თუ სიკუდილი ეუფლების მას და ევნების რაჲ, ამისთჳს თქუა, ვითარმედ: „ყოველთა, რომელთა ჰრწმენეს მისი, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ“.
ხოლო ესე საცნაურ არს, რაჲთა რომელი სხუათა ცხორებასა მიანი-ჭებს, მასმცა ვითარ ეუფლა სიკუდილი? და უკუეთუ რომელთა ჯუარცუმულისაჲ ჰრწმენეს, ცხოვნდებიან, ჯუარცუმულსამცა ვითარ-რაჲ ევნებოდა, რომელ-იგი წყაროჲ არს ცხორებისაჲ?...