მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 3:13

12. უკუეთუ ქუეყანისაჲ გითხარ თქუენ, და არა გრწამს, ვითარ უკუე ზეცისაჲ გითხრა თქუენ, და გრწმენეს?13. და არავინ აღჴდა ზეცად, გარნა რომელი-იგი გარდამოჴდა ზეცით – ძე კაცისაჲ, რომელი არს ზეცათა შინა.14. და ვითარცა-იგი მოსე აღამაღლა გუელი უდაბნოს, ეგრეთ ჯერ-არს ამაღლებაჲ ძისა კაცისაჲ.
სახარებაჲ იოვანესი თავი 3
13. და არავინ აღჴდა ზეცად, გარნა რომელი-იგი გარდამოჴდა ზეცით – ძე კაცისაჲ, რომელი არს ზეცათა შინა.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „უკუეთუ ქუეყანისაჲ გითხარ თქუენ, და არა გრწამს, ვითარ უკუე ზეცისაჲ გითხრა თქუენ, და გრწმენეს? და არავინ აღჴდა ზეცად, გარნა რომელი გარდამოჴდა ზეცით, ძჱ კაცისაჲ, რომელი არს ცათა შინა“ (3,12-13).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარცა მრავალგზის მითქუამს, აწცა მასვე ვიტყჳ, ვითარმედ ენება იესუს, რაჲთამცა მაღალნი იგი სიტყუანი ღმრთეებისა თჳსისათჳს გამოთქუნა, გარნა უძლურებისათჳს მსმენელთაჲსა მრავალგზის არა იქმს ამას, და მრავალგზის იტყჳს სიტყუათა სიმდაბლითა სავსეთა, - რამეთუ ფრიად სარგებელ ეყოფვოდა მათგან უძლურთა გონებითა, - ვიდრეღა მაღალთა მათ სიტყუათა, რომელთაჲ ვერ ძალ-ედვა გულისხმის-ყოფად; არამედ მაღალნი იგი კმა-იყვნეს თქუმად ერთგზის გინა ორგზის, რაჲთამცა გულისხმა-ვყავთ მათგან სიმაღლჱ მისი და დიდებაჲ ძალისაებრ ჩუენისა, ხოლო მდაბალთა სიტყუათა უკუეთუმცა არა ზედაჲსზედა იტყოდა, არამცა მოდრეკილ იყვნეს მრავალნი. არამედ რაჲთა არა კუალად სიმდაბლისა სიტყუათაგან სხუაჲ რაჲმე ვნებაჲ მოიწიოს და მისნი მსმენელნი სრულიად ქუე დაამდაბლნეს, ამისთჳს მიზეზსა იტყჳს მისისა მის სიმდაბლით სიტყჳსათჳს, რამეთუ თქუა რაჲ ნათლის-ღებისათჳს, რაჲ-იგი თქუა, და შობისათჳს სულიერისა, რომელი იქმნების ქუეყანასა ზედა, და ენება, რაჲთამცა თქუა თჳსისა მის გამოუთქუმელისა და მიუწდომელისა შობისათჳსცა, გარნა არა თქუა, და მიზეზიცა თქუა, თუ რაჲსათჳს არა იტყჳს, რომელ არს სიზრქჱ და უძლურებაჲ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესე დაგაბრკოლებსა, უკუეთუ იხილოთ ძჱ კაცისაჲ აღმავალი, სადაცა იყო პირველ?“ (6,61-62).:

...(იოან. 1,50) და აქაცა აწ ეგრეთვე ეტყჳს, ვითარმედ:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესე დაგაბრკოლებსა, უკუეთუ იხილოთ ძჱ კაცისაჲ აღმავალი, სადაცა იყო პირველ?“ (6,61-62).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესრეთ ნიკოდემოსსცა ეტყოდა, ვითარმედ: „არავინ აღვიდა ზეცად, გარნა ზეცით მოსრული იგი ძჱ კაცისაჲ, რომელი იყო ზეცას“. რაჲ არს? ნუუკუე დაფარულებასა დაფარულთა ზედა დაჰრთავსა? გარნა არა, - ნუ იყოფინ! - არამედ სიმაღლითა მით და სიმრავლითა სწავლათა მისთაჲთა ენება მოქცევაჲ მათი. რამეთუ რომელმან თქუას ესე ლიტონად, თუ: „გარდამოვჴედ ზეცით“, და სხუაჲ არარაჲ შესძინოს, უფროჲსად დააბრკოლებს, ხოლო მისნი იგი სიტყუანი, რომელ იტყოდა, თუ: „ჴორცი ჩემი ჭეშმარიტი ცხორებაჲ არს სოფლისაჲ“, და ვითარმედ: „ვითარცა მომავლინა მე ცხოველმან მამამან, მეცა ცხოველ ვარ მამისათჳს“, და ვითარმედ: „ზეცით გარდამოვჴედ“, - ესე ყოველი დამჴსნელი იყო ურწმუნოებისაჲ. რამეთუ რომელმან ერთგზის თქუას რაჲმე, ნუუკუედა საეჭუელცა იქმნას, თუ არა ჭეშმარიტ არს, ხოლო რომელი ესრეთ მრავალგზის და მრავალთა მოწამეთა წამებითა და საქმითა ესეოდენითა გამოაჩინებდეს სიტყჳსა თჳსისა ჭეშმარიტებასა, იგი ყოველსავე იჭუსა უჩინო-ჰყოფს. ეგრეთ უკუე უფალი იქმოდა, ხოლო ყოველსავე იქმოდა და იტყოდა, რაჲთამცა განარინნა იგინი გულ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მო-რაჲ-ვიდა იესუ ადგილთა მათ კესარია ფილიპესთა, ჰკითხვიდა მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა: რაჲ თქჳან კაცთა ძისა კაცისა ყოფად?“ (16,13).:

...თ ესეცა, თუ რაჲზომ სათნო იყო მისდა განგებულებასა მას განკაცებისა მისისასა აღსაარებად ყოველთა მიერ. ამისთჳს აქაცა ღმრთეებისა მისისა აღსაარებასა ასწავებდა და ესრეთ თქუა: „რაჲ თქჳან ჩემთჳს კაცთა ძისა კაცისა ყოფად?“ ვითარცა სხუასა ადგილსა იტყოდა: „არავინ აღვიდა ზეცას, გარნა რომელი-იგი ზეცით გარდამოჴდა - ძე კაცისაჲ“, გუამოვნებით შეერთებასა მას ღმრთეებისა და კაცებისასა მოასწავებდა, რომელი ორთა მათგან ბუნებათა ერთი გუამი იქმნა, შეურევნელობითა ორთა მათ ბუნებათაჲთა, ეგრეთვე აქა ძედ კაცისა თავსა თჳსსა უწოდა ამის ესევითარისა ჯერისათჳს.

ხოლო მიუგეს რაჲ მოწაფეთა და ჰრქუეს, ვითარმედ: „რომელთამე იოვანე ნათლისმცემელი, რომელთამე ელია, და სხუათა იერემია გინა ერ-თი წინაჲსწარმეტყუელთაგანი“, და ცთომილნი იგი გულისსიტყუანი მათნი გამოაცხადნეს (რომელნი-იგი ხედვიდეს რაჲ სასწაულთა მათ უაღრეს ბუნებისათა, კაცსავე ჰგონებდეს ყოფად, აღდგომილსა მკუდრეთით, ვითარცა ოდესმე ჰეროდეცა იტყოდა), მაშინ უკუე უფალმან ესევითარნი იგი სიტყუანი არაღირსად იჩინნა; ამისთჳსცა ჰრქუა მოწაფეთა: „თქუენ ვინ გგონიე მე?“ რომელნი-ეგე მარადის ჩემ თანა ხართ და საქმეთა ჩემთა ხედავთ და სიტყუანი ჩე...

სრულად ნახვა