მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 3:12

11. ამენ, ამენ გეტყჳ შენ, რამეთუ: რომელი ვიცით, ვიტყჳთ, და რომელი ვიხილეთ, ვწამებთ, და წამებასა ჩუენსა არა შეიწყნარებთ.12. უკუეთუ ქუეყანისაჲ გითხარ თქუენ, და არა გრწამს, ვითარ უკუე ზეცისაჲ გითხრა თქუენ, და გრწმენეს?13. და არავინ აღჴდა ზეცად, გარნა რომელი-იგი გარდამოჴდა ზეცით – ძე კაცისაჲ, რომელი არს ზეცათა შინა.
სახარებაჲ იოვანესი თავი 3
12. უკუეთუ ქუეყანისაჲ გითხარ თქუენ, და არა გრწამს, ვითარ უკუე ზეცისაჲ გითხრა თქუენ, და გრწმენეს?
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „უკუეთუ ქუეყანისაჲ გითხარ თქუენ, და არა გრწამს, ვითარ უკუე ზეცისაჲ გითხრა თქუენ, და გრწმენეს? და არავინ აღჴდა ზეცად, გარნა რომელი გარდამოჴდა ზეცით, ძჱ კაცისაჲ, რომელი არს ცათა შინა“ (3,12-13).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარცა მრავალგზის მითქუამს, აწცა მასვე ვიტყჳ, ვითარმედ ენება იესუს, რაჲთამცა მაღალნი იგი სიტყუანი ღმრთეებისა თჳსისათჳს გამოთქუნა, გარნა უძლურებისათჳს მსმენელთაჲსა მრავალგზის არა იქმს ამას, და მრავალგზის იტყჳს სიტყუათა სიმდაბლითა სავსეთა, - რამეთუ ფრიად სარგებელ ეყოფვოდა მათგან უძლურთა გონებითა, - ვიდრეღა მაღალთა მათ სიტყუათა, რომელთაჲ ვერ ძალ-ედვა გულისხმის-ყოფად; არამედ მაღალნი იგი კმა-იყვნეს თქუმად ერთგზის გინა ორგზის, რაჲთამცა გულისხმა-ვყავთ მათგან სიმაღლჱ მისი და დიდებაჲ ძალისაებრ ჩუენისა, ხოლო მდაბალთა სიტყუათა უკუეთუმცა არა ზედაჲსზედა იტყოდა, არამცა მოდრეკილ იყვნეს მრავალნი. არამედ რაჲთა არა კუალად სიმდაბლისა სიტყუათაგან სხუაჲ რაჲმე ვნებაჲ მოიწიოს და მისნი მსმენელნი სრულიად ქუე დაამდაბლნეს, ამისთჳს მიზეზსა იტყჳს მისისა მის სიმდაბლით სიტყჳსათჳს, რამეთუ თქუა რაჲ ნათლის-ღებისათჳს, რაჲ-იგი თქუა, და შობისათჳს სულიერისა, რომელი იქმნების ქუეყანასა ზედა, და ენება, რაჲთამცა თქუა თჳსისა მის გამოუთქუმელისა და მიუწდომელისა შობისათჳსცა, გარნა არა თქუა, და მიზეზიცა თქუა, თუ რაჲსათჳს არა იტყჳს, რომელ არს სიზრქჱ და უძლურებაჲ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ზეგარდამო მომავალი იგი ყოველთა ზედა არს. და რომელი არს ქუეყანით, ქუეყანისაგანი არს და ქუეყანისასა იტყჳს“ (3,31).:

...ვებს, ვითარმედ არა უჴმს მას სხჳსა წამებაჲ, არამედ კმა არს იგი თავისა თჳსისა მოწამედ, რამეთუ უზეშთაეს არს ყოველთასა. ხოლო „ქუეყანისად“ და „ქუეყანისასა მეტყუელად“ თავსა თჳსსა იტყჳს, არა თუ, რამეთუ იგი თჳსით თავით რასმე იტყოდა, არამედ ვითარცა ქრისტემან თქუა, ვითარმედ: „უკუეთუ ქუეყანისაჲ გრქუა თქუენ, და არა გრწამს“, და ნათლის-ღებასა იტყოდა „ქუეყანისად“, არა თუ, რამეთუ ქუეყანისაჲ არს, არამედ მიუწდომელსა მას შობასა მისსა თანა ქუეყანისაჲ არს; ეგრეთვე აქა იოვანე ქრისტეს სწავლასა თანა „ქუეყანისასა მეტყუელად“ უწოდა თავსა თჳსსა, ესე იგი არს, ვითარმედ: ჩემნი სიტყუანიო მისთა თანა მდაბალ და უნდო არიან, რამეთუ „ყოველნი საუნჯენი სიბრძნისანი მის თანა არიან დაფარულნი“, ხოლო მე ქუეყანასა ზედა მყოფი ვარ და უღირსი მის თანა, რამეთუ იგი ზეცით მოსრულ არს. ესრეთ უკუე დაჰჴსნა ვნებაჲ მათი და მერმეღა იწყო უმაღლესთა სიტყუათა თქუმად ქრისტესთჳს კადნიერებით, რამეთუ პირველ ეკალნი აღმოჰფხურნა და ესრეთ დასთესა თესლი კეთილი და ჰრქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ზეცით მომავალი იგი ყოველთა ზედა არს. და რომელი იხილა და ესმა, ამას წამებს, და წამებასა მისსა არავინ მიიღებს“ (3,31-32).

თ ა რ გ მ ა ნ ი: დიდი და მაღალი სიტყუაჲ თ...

სრულად ნახვა