...თ ა რ გ მ ა ნ ი: ესრეთვე იოვანეცა ქმნა, პირველ იტყოდა რაჲ, ვი-თარმედ: „რომელი იცის, იტყჳს, და რომელი იხილა, წამებს, და წამებასა მისსა არავინ მიიღებს“. და კუალად იგი თავადი იტყჳს, ვითარმედ: „რომელი ვიცით, ვიტყჳთ, და რომელი ვიხილეთ, ვწამებთ, და არა გრწამს ჩემი“. ხოლო ამას იქმოდა, რაჲთამცა უჩუენა პირველვე, ვითარმედ ვერარაჲ საქმჱ შემძლებელ არს აღშფოთებად მისა, არცა ჰსურის დიდებისათჳს კაცობრივისა, არცა უმეცარ არს დაფარულთა გონებისათა, არცა ყოფადთა და მომავალთა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მე ვარ პური ცხორებისაჲ“ (6,35).
თ ა რ გ მ ა ნ ი: აჰა ესერა საიდუმლოთა მაღალთა ეგულების, რაჲ-თამცა გულისხმის-ყოფად მოიყვანნა, და პირველ ღმრთეებისა მისისათჳს იტყჳს, ვითარმედ: „მე ვარ პური ცხორებისაჲ“. რამეთუ ესე არა უხრწნელისა მის ჴორცისა მისისათჳს თქუმულ არს, რამეთუ მისთჳს ქუემორე იტყჳს, ვითარმედ: „პური, რომელი მე მოგცე, ჴორცი ჩემი არს“. გარნა აწ ჯერეთ ღმრთეებისათჳს იტყჳს. რამეთუ იგი სიტყჳსა მისთჳს ღმრთისა პურ არს, ვითარცა პური ესე შესაწირავისაჲ სულისა მისთჳს მის ზედა მომავალისა პურ ზეცისა იქმნების. ხოლო აქა არა იჴმარებს მოწამეთა, ვითარ-იგი პირველსა მას სწავლასა...