მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 21:5

4. და ვითარცა განთენდებოდა, დგა იესუ კიდესა ზედა, და არა უწყოდეს მოწაფეთა, ვითარმედ უფალი არს.5. ჰრქუა მათ იესუ: ყრმანო, საჭმელი ნუ გაქუს რაჲა? მიუგეს და ჰრქუეს: არა.6. ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: სდევით ბადე ეგე მარჯუენით კერძო ნავისა მაგის და ჰპოოთ. ხოლო მათ სდევს ბადე იგი და ვერღარა ეძლო გამოთრევად სიმრავლისა მისგან თევზთაჲსა.
სახარებაჲ იოვანესი თავი 21
5. ჰრქუა მათ იესუ: ყრმანო, საჭმელი ნუ გაქუს რაჲა? მიუგეს და ჰრქუეს: არა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამისა შემდგომად კუალად გამოუცხადა თავი თჳსი მოწაფეთა თჳსთა ტბასა ზედა ტიბერიისასა“ (21,1).:

...დგეს და იჭირვოდეს. და მაშინ მოვიდა უფალი და ჰრქუა მათ: „ნუუკუე საჭმელი რაჲ გაქუსა?“ (21,5). არა კაცობრივსა სიტყუასა ეტყჳს? და ვითარცა თქუეს რაჲ, ვითარმედ: არარაჲ გუაქუს, უბრძანა მარჯუენით კერძო შთაგდებაჲ ბადისაჲ, და შთააგდეს რაჲ, მიემთხჳნეს თევზსა. მაშინ იცნეს იგი და მაშინ კუალად თჳსნი გონებანი გამოაჩინნეს მოწაფეთა, პეტრე და იოვანე, რამეთუ პეტრე უმჴურვალჱსი იყო, ხოლო იოვანე - უმაღლჱს, და პეტრე - უმალჱს, ხოლო იოვანე - უგულისხმისმყოფელჱს. ამისთჳს იოვანე პირველ იცნა უფალი, და პეტრე პირველად მივიდა მისა, რამეთუ არამცირედნი იყვნეს საკჳრველნი - შეპყრობაჲ იგი თევზისა ფრიადისაჲ და არაგანპებაჲ ბადისაჲ და პოვნაჲ ნაკუერცხალისა და თევზისაჲ ზღჳსკიდესა, რამეთუ არღარა შეშაჲ ეჴმარებოდა ცეცხლისათჳს. ხოლო ვითარცა განვიდეს, თქუა უფალმან: „მოვედით და ვისადილნეთ. და არავინ იკადრა კითხვად მისა“ (21,12), რამეთუ არღარა აქუნდა ესევითარი კადნიერებაჲ, არცა ეტყოდეს მას, არამედ დუმილით სხდეს და შიშით და ჰხედვიდეს, ვინაჲთგან იცოდეს, ვითარმედ უფალი არს. რამეთუ ესე იცოდეს, ვითარმედ იგი არს, არ...

სრულად ნახვა