თ ა რ გ მ ა ნ ი: იგიცა ამისთჳს სურვიელ იყო, რამეთუ იტყოდა: „სული ჩემი შენთჳს დავდვა“, და ამისთჳს აქა აღუსრულა სურვილი მისი. ხოლო რაჲ არს: „სადა არა გინდეს“? ბუნებისა საქმესა იტყჳს და ჴორცთა ჭირსა, ვითარმედ იძულებით განიყოფვის სული ჴორცთაგან, რამეთუ გონებაჲ მისი მოსწრაფე იყო, არამედ ეგრეცა ბუნებით ემხილებოდა, რამეთუ არავინ დაუტეობს ულმობელად ჴორცთა, ვინაჲთგან ესრეთ განუგიეს ღმერთსა. და აქაცა სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „სადა არა გინდეს“, ბუნებითსა საქმესა მოასწავებს, ხოლო სიტყუაჲ იგი, ვითარმედ: „ოდეს იყავ ჭაბუკ“, მოასწავებდა პირველსა ცხორებასა, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: სოფლისა საქმეთა შინა ჭაბუკი არს ახოვან, ხოლო ჩემნი საქმენი არა ესრეთ არიან, არამედ ოდეს მოვიდეს სიბერჱ, მაშინ უფროჲსად გამოჩნდეს ახოვანებაჲ შენი და სიკეთჱ, რომლისაჲ არა იქმნას ჰასაკისაგან დაყენებაჲ. ხოლო ამას იტყოდა არა რაჲთამცა შეაშინა, არამედ განაძლიერებდა, რამეთუ იცოდა სურვილი მისი, ვითარმედ პირველითგან ესე კეთილი გულად-ეღო, და სახესაცა მოასწავებდა მისისა სიკუდილისასა. ხოლო ესე რაჲ თქუა მახარებელმან, მეყსეულად იტყჳს,...
სახარებაჲ იოვანესი 21:18
17. კუალად ჰრქუა მას იესუ მესამედ: სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა? შეწუხნა პეტრე, რამეთუ ჰრქუა მას მესამედ: გიყუარ მე? და ჰრქუა მას: უფალო, შენ ყოველი უწყი და ყოველი იცი, რამეთუ მიყუარ შენ. ჰრქუა მას იესუ: დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი.18. ამენ, ამენ გეტყჳ შენ: ოდეს იყავ ჭაბუკ, შეირტყი თავით თჳსით და ხჳდოდი, ვიდრეცა გნებავნ. ხოლო რაჟამს დაჰბერდე, განიპყრნე ჴელნი შენნი, და სხუამან შეგარტყას შენ და წარგიყვანოს, ვიდრეცა შენ არა გინდეს.19. ხოლო ესე თქუა და აუწყებდა, რომლითა სიკუდილითა ადიდოს ღმერთი. და ვითარცა ესე თქუა, ჰრქუა მას: შემომიდეგ მე.
სახარებაჲ იოვანესი თავი 21