...დ რამეთუ თავი იყო ყოველთა მოწაფეთაჲ, და რამეთუ ენებაცა გულსავსე-ყოფად, ვითარმედ აჴოცილ არს ბიწი იგი უვარისყოფისაჲ. ვინაჲთგან უკუე ერთ და ორგზის ჰკითხა, და მან იგი თავადი, განმკითხველი გონებათაჲ, მოიყვანა მოწამედ, და კუალად ჰკითხა მესამედცა, მაშინ შეშინდა, ნუუკუე სხუაჲცა განსაცდელი მოიწევის მის ზედა. ჰხედავა, ვითარ ისწავა არღარა მინდობაჲ თავსა თჳსსა?
ხოლო უფალმან მესამედ ჰკითხა და სამგზის იგივე ჰრქუა, რაჲთა უჩუენოს, ვითარ პატივოსნად აქუს ზრუნვაჲ ცხოვართა თჳსთაჲ, ვითარმედ მას იქმოდა სასწაულად თჳსისა სიყუარულისა. ხოლო ვითარცა ესე ჰრქუა, მერმე ეტყჳს წამებასა მისსა, რაჲთამცა უჩუენა, ვითარმედ არა ურწმუნო არს სიტყუათა მისთა. ამისთჳსცა ეტყჳს:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამენ, ამენ გეტყჳ შენ: ოდეს იყავ ჭაბუკ, შეირტყ თავით თჳსით და ხჳდოდი, ვიდრეცა გნებავნ. ხოლო რაჟამს დაჰბერდე, განგიპყრნენ ჴელნი და სხუანი შეგარტყმიდენ, და იყო, სადა არა გენებოს“ (21,18).
თ ა რ გ მ ა ნ ი: იგიცა ამისთჳს სურვიელ იყო, რამეთუ იტყოდა: „სული ჩემი შენთჳს დავდვა“, და ამისთჳს აქა აღუსრულა სურვილი მისი. ხოლო რაჲ არს: „სადა არა გინდეს“? ბუნებისა საქმესა იტყჳს და ჴორცთა ჭირსა, ვითარმედ იძულებით განიყოფვის სული ჴორცთა...