მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 21:1

1. ამისა შემდგომად კუალად გამოუცხადა თავი თჳსი იესუ მოწაფეთა თჳსთა ზღუასა მას ზედა ტიბერიისასა. ხოლო გამოუცხადა ესრეთ:2. იყვნეს ზოგად სიმონ-პეტრე და თომა, რომელსა ერქუა მარჩბივ, და ნათანაელ, რომელი იყო კანაჲთ გალილეაჲსაჲთ, და ძენი ზებედესნი და სხუანი მოწაფეთაგანნი ორნი.
სახარებაჲ იოვანესი თავი 21
1. ამისა შემდგომად კუალად გამოუცხადა თავი თჳსი იესუ მოწაფეთა თჳსთა ზღუასა მას ზედა ტიბერიისასა. ხოლო გამოუცხადა ესრეთ:

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვითარცა ისადილნეს, ჰრქუა იესუ სიმონპეტრეს: სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა უფროჲს ამათსა? ჰრქუა მას პეტრე: ჰე, უფალო, შენ იცი, რამეთუ მიყუარ შენ“ (21,15).:

...დ რამეთუ თავი იყო ყოველთა მოწაფეთაჲ, და რამეთუ ენებაცა გულსავსე-ყოფად, ვითარმედ აჴოცილ არს ბიწი იგი უვარისყოფისაჲ. ვინაჲთგან უკუე ერთ და ორგზის ჰკითხა, და მან იგი თავადი, განმკითხველი გონებათაჲ, მოიყვანა მოწამედ, და კუალად ჰკითხა მესამედცა, მაშინ შეშინდა, ნუუკუე სხუაჲცა განსაცდელი მოიწევის მის ზედა. ჰხედავა, ვითარ ისწავა არღარა მინდობაჲ თავსა თჳსსა?

ხოლო უფალმან მესამედ ჰკითხა და სამგზის იგივე ჰრქუა, რაჲთა უჩუენოს, ვითარ პატივოსნად აქუს ზრუნვაჲ ცხოვართა თჳსთაჲ, ვითარმედ მას იქმოდა სასწაულად თჳსისა სიყუარულისა. ხოლო ვითარცა ესე ჰრქუა, მერმე ეტყჳს წამებასა მისსა, რაჲთამცა უჩუენა, ვითარმედ არა ურწმუნო არს სიტყუათა მისთა. ამისთჳსცა ეტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამენ, ამენ გეტყჳ შენ: ოდეს იყავ ჭაბუკ, შეირტყ თავით თჳსით და ხჳდოდი, ვიდრეცა გნებავნ. ხოლო რაჟამს დაჰბერდე, განგიპყრნენ ჴელნი და სხუანი შეგარტყმიდენ, და იყო, სადა არა გენებოს“ (21,18).

თ ა რ გ მ ა ნ ი: იგიცა ამისთჳს სურვიელ იყო, რამეთუ იტყოდა: „სული ჩემი შენთჳს დავდვა“, და ამისთჳს აქა აღუსრულა სურვილი მისი. ხოლო რაჲ არს: „სადა არა გინდეს“? ბუნებისა საქმესა იტყჳს და ჴორცთა ჭირსა, ვითარმედ იძულებით განიყოფვის სული ჴორცთა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამისა შემდგომად კუალად გამოუცხადა თავი თჳსი მოწაფეთა თჳსთა ტბასა ზედა ტიბერიისასა“ (21,1).:

...ჳს. ხოლო ვითარცა განვიდეს, თქუა უფალმან: „მოვედით და ვისადილნეთ. და არავინ იკადრა კითხვად მისა“ (21,12), რამეთუ არღარა აქუნდა ესევითარი კადნიერებაჲ, არცა ეტყოდეს მას, არამედ დუმილით სხდეს და შიშით და ჰხედვიდეს, ვინაჲთგან იცოდეს, ვითარმედ უფალი არს. რამეთუ ესე იცოდეს, ვითარმედ იგი არს, არამედ სახესა მას სხუასა ხედვიდეს და ფერსა საშინელსა, და ენება კითხვად მისთჳს და ვერ იკადრებდეს, არამედ ჭამდეს, რაჲ-იგი მას საკჳრველებით მოეცა. რამეთუ აქა არა აღიხილავს ზეცად, არცა იქმს კაცობრივთა საქმეთა, რაჲთამცა გულისხმა-უყო, ვითარმედ იგიცა ყოველი განგებულებით იყო. ხოლო ბრძანა მოღებაჲ მათცა თევზთაგან, რომელ შეეპყრა, რაჲთამცა გამოაჩინა, ვითარმედ არა უცნებაჲ იყო საქმჱ იგი. აქა უკუე არა იტყჳს, ვითარმედ: ჭამა მათ თანა, გარნა ლუკა იტყჳს, ვი-თარმედ: „ჭამა მათ თანა“, ხოლო თუ ვითარ ჭამა, არა ჩუენი არს ამისი თქუმაჲ, რამეთუ უცხოჲთა რაჲთმე საქმითა იქმნებოდა; არა თუ ბუნებასაღა უჴმდა ჭამადი, არამედ განგებულებით იქმოდა მათთჳს.

სწავლაჲ პზ მოთმინებისათჳს და ვნებათათჳს

აწ, ოდეს გესმოდიან ესე, ნუუკუედა ლმობიერ იქმნებით და ჰნატრით მათ, რომელნი მის თანა იყ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჲსა ვერ ძალ-მიც მიდევნებად შენდა? აწ სული ჩემი შენთჳს დავდვა“ (13,37).:

...ედ რაჲთა მოიჴსენებდეს მის ზედა მოწევნულთა მათ საქმეთა და უწყოდის უძლურებაჲ თჳსი. და არა თუ ერთგზის მოიწია მის ზედა საქმჱ იგი, არამედ ერთსა მცირედსა ჟამსა სამგზის უარ-ყო, რაჲთა სცნა, ვითარმედ არა ესეოდენ შეიყუარა, რაოდენ შეყუარებულ იქმნა. და შემდგომად მის დაცემისა ჰრქუა მას, ვითარმედ: „გიყუარა ამათსა უფროჲსად?“ რაჲთა სცნა, ვითარმედ არა თუ მისი სიყუარული განმჴმარ იყო, არამედ მიშუებითა ღმრთისაჲთა იქმნა, რამეთუ სიყუარულსა პეტრესსა შეიწირავს, ხოლო წინააღდგომაჲ არა ჰნებავს, რამეთუ უკუეთუ გიყუარს, თანაგაც შეყუარებულისა მის სიტყუათა სმენად; რამეთუ გრქუა შენ და შენთანათა, ვითარმედ: „ვერ ძალ-გიც“, და შენ რადღა აცილობ? არა უწყია, თუ რაჲ არს სიტყუაჲ ღმრთისაჲ?

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „სული ჩემი შენთჳს დავდვა“ (13,37).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ ვინაჲთგან ესმა, ვითარმედ ამისა უმეტესი სიყუარული არავის აქუს, მეყსეულად, ვითარცა სისრულისა მეძიებელმან, ჴელ-ყო მიწდომად საზომსა მას, ხოლო ქრისტე უჩუენებს, ვი-თარმედ მის მხოლოჲსაჲ არს ესრეთ ჴელმწიფებით აღთქუმაჲ საქმისაჲ. ამისთჳს ჰრქუა მას:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არღა ეყივლოს ქათამსა, ვიდრე უარ-მყო მე სამგზის“ (13,38).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ აწვე, რამეთუ არა ფრიადი ჟამი იყო ვიდრე ქათმისა ყივილ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ობ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესე თქუა იესუ და შეძრწუნდა სულითა და წამა და თქუა: ერთმან თქუენგანმან მიმცეს მე“ (13,21).:

...ა სახლად იგი ოდენ შეიყვანა. და რაჟამს წარვიდა ლოცვად, იგინი განიყვანნა მის თანა. ; ანუ ამან მცირედი შესხმაჲ წარმოთქუა პეტრესი, რომელსა იტყჳს, ვითარმედ: „ჰრქუა ქრისტემან, ვითარმედ: პეტრე, გიყუარა?“ და ყოველსა ადგილსა აჩუენებს ფრიადსა სიმჴურვალესა მისსა, და ვითარ თჳსებით იყო იოვანეს მიმართ, რაჟამს თქუა, ვითარმედ: „უფალო, ამისთჳს რაჲ სთქუ?“ ფრიადისა სიყუარულისაგან იტყოდა. ხოლო უკუეთუმცა არა ჯერ-იყო და არამცა ამას ადგილსა მოსრულ იყო, არცამცა ამას ეთქუა ესე, რამეთუ თქუა რაჲ, ვითარმედ: „პეტრე წამ-უყვნა იოვანეს“, უკუეთუმცა სხუაჲ არარაჲ ეთქუა, ფრიადსა საძიებელსა მოგუცემდა, რაჲთა ვეძიებდეთ მიზეზსა. ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: „მიყრდნობილ იყო წიაღთა იესუჲსთა“. ანუ სიტყჳსა ამის მიერ მცირედსა საქმესა გულისხმა-ჰყოფა, რაჟამს გესმეს, ვითარმედ ესევითარსა კადნიერებასა მისცემდა იესუ მოწაფეთა თჳსთა? ხოლო უკუეთუ მიზეზსა ეძიებდე ამის საქმისასა, - საყუარელ იყო, რამეთუ იტყჳს: „რომელი უყუარდა იესუს“. ხოლო მე ვჰგონებ, ვითარმედ სხჳსაცა მიზეზისათჳს იქმს...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მიუგო პეტრე და ჰრქუა: დაღათუ სხუანი ყოველნი დაბრკოლდენ შენდა მიმართ, ხოლო მე არასადა დავბრკოლდე შენდა მიმართ. ჰრქუა მას იესუ: ამენ გეტყჳ შენ, რამეთუ ამას ღამესა, ვიდრე ქათმისა ჴმობადმდე, სამგზის უარ-მყო მე. ჰრქუა მას პეტრე: დაღაცათუ იყოს სიკუდილი ჩემი შენ თანა, არასადა უვარ-გყო შენ. და ეგრევე მსგავსად ყოველნი მოწაფენი იტყოდეს“ (26,33-35).:

...მან უარის-ყოფად. ნუ იყოფინ! არამედ განაშიშულა ოდენ თჳსისა შეწევნისაგან და მერმე ემხილა კაცობრივსა უძლურებასა.

იხილეთ უკუე, ამისა შემდგომად ვითარ განისწავლა. და შემდგომად აღდგომისა ჰკითხა რაჲ უფალმან: „სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა?“ მოწიწებით მიუგო: „უფალო, ყოველი შენ იცი, და შენ ყოველი უწყი, რამეთუ მიყუარ შენ“.

კუალად, ოდეს ჰკითხა საყუარელისა მისთჳს მოწფისა: „უფალო, ამისთჳს რაჲ სთქუ?“ და ჰრქუა უფალმან: „შენდა რაჲ არს?“ დადუმნა მეყსეულად.

კუალად, ჟამსა მას ამაღლებისასა ჰრქუა რაჲ: „არა თქუენი არს ცნობაჲ ჟამთაჲ და წელთაჲ“, დადუმნა და არა სიტყუა-უგო.

კუალად, ერდოთა მათ ზედა ოდეს იხილა ტილოჲ იგი და ესმა: „რომელი-იგი ღმერთმან წმიდა-ყო, შენ ნუ შეგინებულად გიჩნ“, დუმნა და არ-ღარა სიტყუა-უგო. ესე ყოველი მიშუებითა მით ისწავა.

კუალად, ოდეს მკელობელი იგი განკურნეს, იტყოდა: „რაჲსა გუხედავთ ჩუენ, ვითარმცა თჳსითა ძალითა გინა ღმრთისმსახურებითა გუექმნა სლვაჲ მაგისი?“

აწ უკუე ამის საქმისაგან ვისწავლით ჩუენ საქმესა დიდსა. ესე იგი არს, ვითარმედ: არა კმა არს...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოზ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ოზ მოწყალებისათჳს და ძმათმოყუარებისა:

...და პატივ-სცა აღშენებასა მოყუასთასა უფროჲს ქრისტეს მიმართ მოსლვისა, რამეთუ ესე არს უმეტესად ქრისტეს თანა ყოფაჲ - აღსრულებაჲ ნებისა მისისაჲ. ხოლო ნებაჲ მისი არარასა ზედა არს ესრეთ განსუენებულ, ვითარ ამას, რაჲთა უმჯობესსა მოყუსისასა ვიქმოდით. და ესე აუწყა პეტრეს, რაჟამს ჰრქუა: „პეტრე, გიყუარ მეა?“ და სამგზისვე სიყუარულისა მისისა სასწაულად მწყსაჲ ცხოვართა მისთაჲ უბრძანა. ხოლო ესე არა მღდელთა მიმართ ხოლო თქუმულ არს, არამედ კაცად-კაცადისა, რომლისადაცა რწმუნებულ იყოს გინა თუ დიდი, გინა თუ მცირე სამწყსო. ნუ მცირისათჳს უგულებელს-ჰყოფ, რამეთუ მამამან ზეცათამან სათნო-იყო მცირეცა იგი სამწყსოჲ. ერთიცა თუ ვის ჰყვეს მოწაფჱ ანუ შვილი, ყოვლითა მოსწრაფებითა იღუწიდინ, რაჲთა სარგებელ ეყოს მას სულიერითა წესითა. ესრეთ ვიქმნეთ სათნო უფლისა და მონა სარწმუნო. უკუეთუ მოვიგოთ სიყუარული, მოწყალებაჲ, სახიერებაჲ, სიტკბოებაჲ, ამათ მიერ მარხვაჲცა ჩუენი და ლოცვაჲ შეწირულ იყოს ღმრთისა. რამე-თუ ჭეშმარიტად რომელსა ჰქონდეს სიყუარული და მოწყალებაჲ, ყოველნივე სათნოვებანი მის თანა არიან: არა იპარავს, არა იტაცებს, არა ცილსა სწამებს, მტერთა ულოცავს, მწყევართა აკურთხევს, მოძულეთა კეთილსა უყოფს. ვინაჲთგან უკუე გულისხმა-გჳყოფიეს, ვითარმედ სიყუარული ძმა-თაჲ და სა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი მვ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ მვ ვითარმედ სათნოებაჲ უაღრეს არს სასწაულთა, რამეთუ უმეტესად მისგან განბრწყინდეს წმიდანი:

...ვენით სასწაულნი, რაჲთა იხილონ კაცთა, არამედ: „ეგრეთ ბრწყინევდინო ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაჲთა იხილნენ კეთილნი საქმენი თქუენნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცა-თასა“. და პეტრეს არა ჰრქუა: უკუეთუ გიყუარ მე, იქმოდე სასწაულთა, არამედ: „მწყსიდიო ცხოვართა ჩემთა“. და კუალად, რაჲსათჳს ყოვლადვე უფროჲს სხუათასა მას პატივ-სცემს და იაკობს და იოვანეს? სასწაულ-თათჳს-მე ესრეთ იქმოდაა? არამედ სხუანიცა მსგავსად მათავე იქმოდეს სასწაულთა, რამეთუ ყოველთა ზოგად მოსცა ჴელმწიფებაჲ. ვინაჲ უკუე აქუნდა სამთა მათ უმეტესობაჲ? საზომისაგან სათნოებისა სულიერისა. რამეთუ მხედველმან მან დაფარულთამან იცოდა, ვითარმედ მათი საზომი სათნოებისაჲ უმეტეს იყო.

ჰხედავა, რამეთუ ყოვლადვე სათნოებაჲ საჴმარ არს ჩუენდა, და იგი არს განმაბრწყინვებელი ცხორებისა ჩუენისაჲ, და მისგან არს მიზეზიცა სასწაულთაჲ? რამეთუ რომელსა საქმენი კეთილნი აქუნდეს, მოიღებს ღმრთისაგან ამასცა მადლსა; და რომელმან მოიღოს მადლი ესე, ამის-თჳს მოიღებს, რაჲთა სხუათა ცხორებაჲ განჰმართოს. და უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან ამისთჳს აჩუენა სასწაულთა საქმე, რაჲთა ჰრწმენეს კაცთა მოძღურებაჲ მისი და მოვიდენ კეთილისა საქმედ. ამისთჳსცა არა კმა-ყო სასწაულთა საქმე ხოლო, არა...

სრულად ნახვა