მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 20:6

5. და შთახედა საფლავსა მას და იხილნა ტილონი იგი ხოლო მდებარენი და შინა არა შევიდა.6. მოვიდა სიმონ-პეტრეცა შემდგომად მისა და შევიდა საფლავად და იხილნა ტილონი იგი მდებარენი.7. და სუდარი იგი, რომელი იყო თავსა მისსა არა ტილოთა თანა მდებარე, არამედ თჳსაგან შეკეცილი ერთსა ადგილსა.
სახარებაჲ იოვანესი თავი 20
6. მოვიდა სიმონ-პეტრეცა შემდგომად მისა და შევიდა საფლავად და იხილნა ტილონი იგი მდებარენი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ერთსა მას შაბათსა მარიამ მაგდანელი მოვიდა გან-თიად, ვიდრე ბნელღა იყო, საფლავსა მას და იხილა ლოდი იგი აღებული კარისა მისგან საფლავისა“ (20,1).:

...ედ პირველ მივიდა და არა გამოიძია, არცა შევიდა შინა. ხოლო პეტრე უმჴურვალესად შევიდა და ყოველი გამოიძია, და მერმეღა შევიდა იგიცა, და იხილნეს თჳსაგან განყოფილნი სახუეველნი იგი, რომლისაგან ცნეს, ვითარმედ არა სწრაფით, არცა შიშით ვის უქმნიეს, და ჰრწმენა.

სწავლაჲ პე: ვითარმედ არა ჯერ-არს მრავალსასყიდლისა სახუეველითა დაფლვაჲ მკუდართაჲ, არამედ მოწყალებისა ქმნაჲ მათთჳს

ხოლო შენ რაჟამს გესმეს, ვითარმედ უფალი შიშუელი აღდგა, დასცხერ სახუეველთა მათგან მრავალსასყიდლისათა. რამეთუ რაჲ არს ფრიადი ეგე და ამაოჲ წარსაგებელი, რომელი არარას ერგების წარსრულსა მას? არამედ უკუეთუ ჯერ-გიჩნს, ვთქუა, ვითარმედ ავნებსცა, რამეთუ მრავალსასყიდლობაჲ სახუეველთაჲ მრავალგზის სამარისა დათხრისა მიზეზ ექმნა მპარავთა, რომელთა დააგდიან გუამი იგი შიშულად. არამედ ჵ ცუდადმზუაობრობაჲ! რამეთუ გლოვისაცა ჟამსა თჳსსა მძლავრებასა გამოაჩინებს, რამეთუ მრავალნი ნელსაცხებელსაცა სულნელსა შთაასხმენ სახუეველთა შინა და ესრეთ დაჰმარხვენ. ესე უკუე საქმენი არა ცოფთანი არიანა? და უკუეთუ ვინ თქუას: და ქრისტე რად ესრეთ დაჰმარხესო? მე ვიტყჳ, ვითარმედ: მისთა საქმეთა ნუ შეასწორებ კაცთა თანა. რამეთუ ნელსაცხებელიცა დაასხა მეძავმან ფერჴთ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარცა ესმა ესე ათთა მათ, განრისხნეს ორთა მათ ძმათათჳს“ (20,24).:

...და ერთგულებისა ქებაჲ დააკნინა მახარებელმან და ღმრთისმეტყუელმან, ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: „მისდევდა იესუს პეტრე და სხუაჲ იგი მოწაფე. ხოლო მოწაფე იგი მეცნიერ იყო მღდელთმოძღურისა“. და კუალად, აღდგომასა რაჲ აღსწერდა, თქუა, ვითარმედ: პეტრე პირველ შევიდა საფლავად. ესრეთ ყოვლით კერძო პატივ-სცემდა მას.

ხოლო იაკობ მრავალი ჟამი არა დაყო სოფელსა შინა, არამედ პირველითგანვე, მო-რაჲ-იღო მადლი სულისაჲ, ესოდენ განჴურდა გული მისი, და ყოველივე კაცობრივი დაუტევა და სიმაღლედ გამოუთქუმელად აღვიდა და ფრიადითა ახოვნებითა ცეცხლებრ ეკუეთა ერსა მას ჰურიათასა, ვიდრეღა ენება რაჲ ჰეროდეს მომადლებაჲ ჰურიათაჲ, მოკლა იგი მახჳლი-თა და ვითარცა დიდი რაჲმე მადლი დაჰმადლა ჰურიათა; და აღესრულა მის ზედა ბრძანებაჲ უფლისაჲ, ვითარმედ: „სასუმელი ჩემი შესუათ და ნათლის-ღებაჲ ჩემი ნათელ-იღოთ“.

ხოლო იოვანეცა მრავალთა სიკუდილთა მისცა თავი თჳსი ქრისტესთჳს და მრავალგზის დასთხია მისთჳს სისხლი თჳსი და დიდნი შრომანი და ღუაწლნი თავს-ისხნა და აღასრულა საქმით, რაჲ-იგი აღუთქუა უფალსა, რაჟამს ჰკითხა მან: „ძალ-გიცა შესუმად სასუმელი, რომელი ჩემდა შესუმად არს, ანუ ნათლის-ღებაჲ, რომელი მე ნათელ-ვიღო, ნათლის-ღებად? ხოლო მათ ჰრქუეს: ძალ-გჳც“....

სრულად ნახვა