...რავალნი სხუანიცა სასწაულნი ქმნნა იესუ“ (20,30).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ ვინაჲთგან სხუათა მათ მახარებელთასა ამან უმცრო თქუა, იტყჳს აწ, ვითარმედ სხუათაცა არა უთქუამს ყოველი, არამედ მცირედი თქუეს, რაოდენი ოდენ კმა იყო სარწმუნოებისა მოყვანებად კაცთა, უკუეთუ არა, არცამცა სოფელსა შინა დაეტია წიგნები იგი; ; (21,25) არამედ ესე ვთქუთ, და უკუეთუ ვინ ესე ყოველი ირწმუნოს, სხუაჲ არად საჴმარ არს მისა; უკუეთუ ესე არა ირწმუნოს, მას დაღაცათუ სხუაჲ ესმეს, არავე ჰრწმენეს. ხოლო აქა ამათ სასწაულთა იტყჳს აღდგომისა შემდგომად ქმნილთა, რამეთუ თქუა, ვითარმედ: „წინაშე მოწაფეთა მისთა“ (20,30). და ვითარცა პირველ ჯუარს-ცუმისა ჯერ-იყვნეს სასწაულნი, რაჲთამცა ჰრწმენა, ვითარმედ ძჱ ღმრთისაჲ არს, ეგრეთვე შემდგომად აღდგომისა ჯერ-იყო ქმნაჲ სასწაულთაჲ, რაჲთა ჰრწმენეს, ვითარმედ აღდგა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამისა შემდგომად კუალად გამოუცხადა თავი თჳსი მოწაფეთა თჳსთა ტბასა ზედა ტიბერიისასა“ (21,1).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, რამეთუ არა ზედაჲსზედა იქცეოდა მათ თანა, ვითარ-იგი პირველ, რამეთუ ეჩუენა მწუხრსა და მიეფარა, და კუალად შემდგომად რვისა დღისა, და კუალად ზღუასა ზედა. ხოლო რაჲ არს, ვითარმედ: „გამოუცხადა“? ამისგან საცნაურ არს, ვითარმედ უხილავი იყო უ...