...ა მისისამან თჳსაგან მატათიასცა უჩუენა თავი თჳსი, რაჲთა არცა ამით რაჲმე დაკლებულ იყოს ათორმეტთაგან, ანუ თჳთ ჩუეულებისაებრ ათორმეტთა რიცხჳსა ათორმეტ უწოდს მოციქული ათერთმეტთა მათ, ვითარ-იგი ღმრთისმეტყუელი იოვანე შემდგომად იუდაჲს განვრდომისა იტყჳს. "ხოლო თომა იყო ერთი ათორმეტთაგანი" ().
მოციქულისაჲ: და მერმე ეჩუენა უმრავლეს ხუთასისა ძმათა ერთგზის (15,6).
თარგმანი: ვინაჲთგან სიტყუაჲ ესე ესრეთ უსაკუთრეს არს — და მერმე ეჩუენა ზეშთა ხუთასისა ძმათა ერთგზის — ამისთჳსცა ვიეთმე ესრეთ გულისჴმა-ყვეს ვითარმედ არა ქუეყანასა ზედა სლვით, არამედ ზედა კერძო თავთა მათთა ჰაერსა შინა ეჩუენა მათ უფალი, რაჲთა არა ხოლო აღდგომაჲ დაუმტკიცოს, არამედ ამაღლებაჲცა წინა-მოასწავოს; ხოლო ვიეთმე — ესრეთ, ვითარმედ: ერთბამად შეკრებულთაჲ მათ რიცხჳ ზეშთა აღვიდოდა ხუთასისა. და ერთგზის ჩუენებითა ამას ცხად ჰყოფს, ვითარმედ არღარა თჳს-თჳს, არამედ ერთად შეკრებულთა ზოგად ეჩუენა ხუთასთა მათ.
მოციქულისაჲ: რომელთაგანნი უმრავლესნი ცოცხალ არიან აქამომდე (15,6).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ არა წარსრულნი და მიცვალებულნი, არამედ ჯერეთ ცოცხალნი და ჴორცთა შინა მყოფნი მქონან მოწამედ უცილობელისა ამისთჳს ქრისტეს აღდგომისა.