მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 20:23

22. და ვითარცა ესე თქუა შეჰბერა მათ და რჰქუა: მიიღეთ სული წმიდაჲ.23. უკუეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი, მიეტევნენ მათ; და უკუეთუ ვიეთნიმე შეიპყრნეთ, შეპყრობილ იყვნენ.24. ხოლო თომა, ერთი იგი ათორმეტთაგანნი, რომელსა ერქუა მარჩბივ, არა იყო მათ თანა, ოდეს-იგი მოვიდა იესუ.
სახარებაჲ იოვანესი თავი 20
23. უკუეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი, მიეტევნენ მათ; და უკუეთუ ვიეთნიმე შეიპყრნეთ, შეპყრობილ იყვნენ.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა ესე თქუა, ჰბერა მათ და ჰრქუა: მიიღეთ სული წმიდაჲ. უკუეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი, მიეტევნენ; და უკუეთუ ვიეთნიმე შეიპყრნეთ, შეპყრობილ იყვნენ“ (20,22-23).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ ვითარცა მეუფჱ ვინ წარავლენნ მთავართა თჳსთა და მისცის ჴელმწიფებაÁ შთაგდებად საპყრობილესა და განტევებად, ეგრეთვე უფალი წარავლენდა რაჲ მოწაფეთა, ესევითარი მისცა ჴელმწიფებაჲ. ხოლო ვითარ, რამეთუ ჰრქუა პირველ, ვითარმედ: უკუეთუ მე არა წარვიდე, იგი არა მოვიდეს, და აწ აქა მისცემს სულსა? რამეთუ რომელნიმე იტყჳან, ვითარმედ: არა სული წმიდაჲ მისცა, არამედ შთაბერვითა მით მზა-ყვნა და კეთილ, შეწყნარებად მისა მო-რაჲვიდეს. რამეთუ უკუეთუ ანგელოზი იხილა რაჲ დანიელ, განჰკრთა და შეშინებულ იქმნა, ვითარმცა თავს-იდვეს მათ საშინელი იგი მადლი, არა თუმცა პირველვე განმზადებულ იყვნეს იგინი? ამისთჳსცა არა ჰრქუა, თუ: მიგიღებიეს სული წმიდაჲ, არამედ: „მიიღეთ სული წმიდაჲ“. და კუალად ესეცა არა უჴმარ არს, რაჲთა ვთქუათ, ვითარმედ: მაშინცა მიიღეს ძალი და ჴელმწიფებაჲ სულიერი, და არა ესრეთ, რაჲთა მკუდარ-თა აღადგინებდენ და ძალთა იქმოდიან, არამედ რაჲთა ცოდვათა შეუნდობდენ მათ, რომელნი მოიქცეოდიან ღმრთისა და ინანდენ ცოდვა-თა თჳსთა; რამეთუ მრავალ არიან მადლნი სულისა წმიდისანი, და აქა ამის ერთისა...

სრულად ნახვა
სიტყვა პირველსა დიდმარხვის კვირიაკესა, მართლ-მადიდებლობისა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

შეჰბერა მათ და რქუა: მიიღეთ სული წმიდაი, უკუეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი, მიუტევნენ მათ, და უკუეთუ ვიეთნიმე შეიპყრნეთ, შეპყრობილ იყვნენ; (იოანნე 20: 22-23).

დღეს ძმანო მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო, წმინდა ეკლესია ჩვენი მიიღებს უჩვეულოსა სახესა და აღასრულებს განსხვავებულსა, შესანიშნავსა წესსა. აქამომდე იგი იყო დედა ჩვენი, და ვითარცა ჭეშმარიტი დედა, იგი ჩვენ მხოლოდ გვლოცავდა, გვაკურთხებდა, გვასწავლიდა. დღეს იგი გარდაიქცევა მსაჯულად ჩვენდა და აღასრულებს მოვალეობასა მართლ-მსაჯულებისასა. აქამომდე ამ წმინდა ტაძარში თქვენ შემოდიოდით ვითარცა სახლსა შინა სალოცველსა, დაესწრებოდით ლოცვასა, მსხვერპლის შეწირვასა და ღვთის ვედრებასა, დღეს კი ეს სახლი გარდაიქცა სასამართლოდ, დღეს თქვენ აქ მოისმენთ საღმრთოსა მართალის განჩინებასა.

ვინ დააყენა ეკლესია მოსამართლედ? ვინ ჰქნა იგი მსაჯულად? უთუოდ ესრედ იკითხავ შენ გულში. თვით ეკლესიის გამჩენმან და დამამყარებელმან. უფალმან იესო ქრისტემან. აღსდგა იგი მკვდრეთით და გამოეცხადა მოციქულთა და მოწაფეთა შეკრებილთა, შებერა მათ და რქვა: მიიღეთ სული წმინდა, უკუეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი - მათ, და უკუეთუ...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის