მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 20:22

21. რქუა მათ იესუ კუალად: მშჳდობაჲ თქუენ თანა! ვითარცა მომავლინა მე მამამან, მეცა წარგავლინებ თქუენ.22. და ვითარცა ესე თქუა შეჰბერა მათ და რჰქუა: მიიღეთ სული წმიდაჲ.23. უკუეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი, მიეტევნენ მათ; და უკუეთუ ვიეთნიმე შეიპყრნეთ, შეპყრობილ იყვნენ.
სახარებაჲ იოვანესი თავი 20
22. და ვითარცა ესე თქუა შეჰბერა მათ და რჰქუა: მიიღეთ სული წმიდაჲ.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა ესე თქუა, ჰბერა მათ და ჰრქუა: მიიღეთ სული წმიდაჲ. უკუეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი, მიეტევნენ; და უკუეთუ ვიეთნიმე შეიპყრნეთ, შეპყრობილ იყვნენ“ (20,22-23).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ ვითარცა მეუფჱ ვინ წარავლენნ მთავართა თჳსთა და მისცის ჴელმწიფებაÁ შთაგდებად საპყრობილესა და განტევებად, ეგრეთვე უფალი წარავლენდა რაჲ მოწაფეთა, ესევითარი მისცა ჴელმწიფებაჲ. ხოლო ვითარ, რამეთუ ჰრქუა პირველ, ვითარმედ: უკუეთუ მე არა წარვიდე, იგი არა მოვიდეს, და აწ აქა მისცემს სულსა? რამეთუ რომელნიმე იტყჳან, ვითარმედ: არა სული წმიდაჲ მისცა, არამედ შთაბერვითა მით მზა-ყვნა და კეთილ, შეწყნარებად მისა მო-რაჲვიდეს. რამეთუ უკუეთუ ანგელოზი იხილა რაჲ დანიელ, განჰკრთა და შეშინებულ იქმნა, ვითარმცა თავს-იდვეს მათ საშინელი იგი მადლი, არა თუმცა პირველვე განმზადებულ იყვნეს იგინი? ამისთჳსცა არა ჰრქუა, თუ: მიგიღებიეს სული წმიდაჲ, არამედ: „მიიღეთ სული წმიდაჲ“. და კუალად ესეცა არა უჴმარ არს, რაჲთა ვთქუათ, ვითარმედ: მაშინცა მიიღეს ძალი და ჴელმწიფებაჲ სულიერი, და არა ესრეთ, რაჲთა მკუდარ-თა აღადგინებდენ და ძალთა იქმოდიან, არამედ რაჲთა ცოდვათა შეუნდობდენ მათ, რომელნი მოიქცეოდიან ღმრთისა და ინანდენ ცოდვა-თა თჳსთა; რამეთუ მრავალ არიან მადლნი სულისა წმიდისანი, და აქა ამის ერთისა...

სრულად ნახვა
სიტყვა პირველსა დიდმარხვის კვირიაკესა, მართლ-მადიდებლობისა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

შეჰბერა მათ და რქუა: მიიღეთ სული წმიდაი, უკუეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი, მიუტევნენ მათ, და უკუეთუ ვიეთნიმე შეიპყრნეთ, შეპყრობილ იყვნენ; (იოანნე 20: 22-23).

დღეს ძმანო მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო, წმინდა ეკლესია ჩვენი მიიღებს უჩვეულოსა სახესა და აღასრულებს განსხვავებულსა, შესანიშნავსა წესსა. აქამომდე იგი იყო დედა ჩვენი, და ვითარცა ჭეშმარიტი დედა, იგი ჩვენ მხოლოდ გვლოცავდა, გვაკურთხებდა, გვასწავლიდა. დღეს იგი გარდაიქცევა მსაჯულად ჩვენდა და აღასრულებს მოვალეობასა მართლ-მსაჯულებისასა. აქამომდე ამ წმინდა ტაძარში თქვენ შემოდიოდით ვითარცა სახლსა შინა სალოცველსა, დაესწრებოდით ლოცვასა, მსხვერპლის შეწირვასა და ღვთის ვედრებასა, დღეს კი ეს სახლი გარდაიქცა სასამართლოდ, დღეს თქვენ აქ მოისმენთ საღმრთოსა მართალის განჩინებასა.

ვინ დააყენა ეკლესია მოსამართლედ? ვინ ჰქნა იგი მსაჯულად? უთუოდ ესრედ იკითხავ შენ გულში. თვით ეკლესიის გამჩენმან და დამამყარებელმან. უფალმან იესო ქრისტემან. აღსდგა იგი მკვდრეთით და გამოეცხადა მოციქულთა და მოწაფეთა შეკრებილთა, შებერა მათ და რქვა: მიიღეთ სული წმინდა, უკუეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი - მათ, და უკუეთუ...

სრულად ნახვა
თავი ა̂. აღდგომისა შემდგომად ორმეოცთა დღეთა შინა ჩუენებისათჳს მოწაფეთაჲსა და დიდებით ამაღლებისათჳს უფლისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
რამეთუ იოვანე ნათელ-სცემდა წყლითა, ხოლო თქუენ ნათელიღოთ სულითა წმიდითა, არა მრავალთა ამათ დღეთა შემდგომად (1,5).:

..., არამედ —"ნათელ-იღოთო". გარნა ესე მოციქულთა წინაჲთვე ესწავა იოვანესგან, ვითარმედ: "მე ნათელ-გცემ წყლითა, ხოლო მან, ესე იგი არს —ქრისტემან, ნათელ გცეს სულითა წმიდითა და ცეცხლითა" () და უკუეთუ არღა მიეღო მოციქულთა სული წმიდაჲ, ვითარ ეტყოდა უფალი: "მიიღეთ სული წმიდაჲ" ()? — ცხად არს, ვითარმედ პირველი იგი წინა-განმზადებაჲ იყო შთაბერვით, რაჲთა არა დაიჴსნნენ უსრულესად მიფენასა მას სულისა წმიდისასა, რამეთუ უკუეთუ ვერ იტჳრთა ხილვაჲ ანგელოზისაჲ, რაჲმცა ექმნა მოციქულთა, არათუმცა წინა-განმზადებულ ყოფილ იყვნეს შთაბერვისა მის მიერ, მიღებისათჳს მდიდრად მოფენილსა მას მადლსა სულისასა, რამეთუ მრავალ-სახე და მრავალ-ნაწილ არს მიფენაჲ სულისაჲ; რომელიმე — წმიდა-მყოფელ და რომელიმე — სრულ-მყოფელ, რომელიმე — განმწმედელ და რომელიმე — სხუათა განმწმედელმყოფელ; სხუაჲ ენათა მისცემს და სხუაჲ — წინაისწარმეტყუელებათა, სხუაჲ, სასწაულთმოქმედებასა და სხუაჲ — ენათა თარგმანებასა. ყოველივე ესე მისვე და ერთისა სულისაგან, რომელმან-იგი მეერგასისესა დღესა ყოველი სრულებაჲ და სრულ-მყოფელობაჲ მოქმედებისაჲ მიჰმადლა მოციქულთა. ვინაჲცა იხილე: რამეთუ ქრისტესთა მათ საქმეთა და სიტყუათა წიგნი — თხრობისაჲ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მე ვჰკითხო მამასა, და სხუაჲ ნუგეშინისმცემელი მოგივლინოს თქუენ“ (14,16).:

...აჩუენა ბუნებისა ერთობაჲ. ხოლო რაჲსათჳს თქუა, ვითარმედ: „ვჰკითხო მამასა“? ამისთჳს, რამეთუ უკუეთუმცა ეთქუა, ვითარმედ: მე მოგივლინო, არამცა დაერწმუნა მათ ესრეთ, ვითარ აწ, ხოლო მისი მოსწრაფებაჲ იყო ამისთჳს, რაჲთამცა დაირწმუნეს; და უკუანაჲსკნელ უკუე თჳთ მოუვლენს მას, რაჟამს ეტყოდის, ვითარმედ: „მიიღეთ სული წმიდაჲ“, ხოლო აქა თქუა, ვითარმედ: „ვჰკითხო მამასა“, რაჲთა სარწმუნო-ყოს სიტყუაჲ თჳსი. რამეთუ იოვანე იტყჳს, ვითარმედ: „სავსებისაგან მისისა ყოველთა მოვიღეთ“, ხოლო აქუნდა სხჳსა მიერ, რაჲთამცა მოიღო; და კუალად იტყოდა იოვანე, ვითარმედ: „მან ნათელ-გცესო სულითა წმიდითა და ცეცხლითა“. ; ; ანუ რაჲმცა აქუნდა უმეტესი მოციქულთასა, უკუეთუმცა მამასა სთხოვდა მიცემად სხუათა, ვინაჲთგან მოციქულნი მრავალგზის იქმოდეს ამას თჳნიერ თხოვისა? ანუ უკუეთუ თხოვით მამისა მიერ მოივლინების, ვითარ თავით თჳსით მოიწია, ანუ ვითარ მოივლინების სხჳსა მიერ, რომელი-იგი ყოველგან არს და განუყოფს თითოეულსა, ვითარცა ენებოს? და იტყოდა უფლებით: „განაჩინენით პავლე და ბარნაბა“,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო ესე თქუა სულისა მისთჳს, რომელი მოცემად იყო მორწმუნეთა მათ მისთა, რამეთუ არღა იყო სული წმიდაჲ მოცემულ“ (7,39).:

...(მათ. 12,27); ხოლო ესე თქუა, რაჲთამცა მოასწავა, ვითარმედ არა სულისა მიერ განასხმიდეს უწინარეს ჯუარცუმისა, არამედ მისმიერითა მით ჴელმწიფებითა; და რაჟამს-იგი ეგულებოდა წარვლინებაჲ მათი ქადაგებად, მაშინ ეტყოდა მათ: „მიიღეთ სული წმიდაჲ“; და კუალად: „მოვიდა მათ ზედა სული წმიდაჲ, მაშინ იქმოდეს სასწაულთა“.

ხოლო პირველ რაჟამს წარავლენდა მათ, არა წერილ არს, თუ: მისცა მათ სული წმიდაჲ, არამედ: „მისცა მათ ჴელმწიფებაჲო“ ; და ჰრქუა: „კეთროვანთა განსწმედდით, ეშმაკთა განასხემდით, მკუდართა აღადგინებდით; უსასყიდლოდ მიგიღებიეს, უსასყიდლოდ მისცემდით“. ხოლო წინაჲსწარმეტყუელთა ზედა ყოველთა მიერ აღსაარებულ არს, ვითარმედ სულისა წმიდისა მოცემაჲ იყო. და რაჲ არს უკუე ესე სიტყუაჲ? ისმინეთ უკუე, რამეთუ წინაჲსწარმეტყუელთა მიეცა სული წმიდაჲ, არამედ მადლი იგი სულისა წმიდისაჲ მოკლებულ იყო ქუეყანით მიერ დღითგან, ვინაჲთგან თქუა, ვითარმედ: „აჰა ესერა დატევებულ იყოს სახლი თქუენი ოჴრად“,...

სრულად ნახვა