..., არამედ —"ნათელ-იღოთო". გარნა ესე მოციქულთა წინაჲთვე ესწავა იოვანესგან, ვითარმედ: "მე ნათელ-გცემ წყლითა, ხოლო მან, ესე იგი არს —ქრისტემან, ნათელ გცეს სულითა წმიდითა და ცეცხლითა" () და უკუეთუ არღა მიეღო მოციქულთა სული წმიდაჲ, ვითარ ეტყოდა უფალი: "მიიღეთ სული წმიდაჲ" ()? — ცხად არს, ვითარმედ პირველი იგი წინა-განმზადებაჲ იყო შთაბერვით, რაჲთა არა დაიჴსნნენ უსრულესად მიფენასა მას სულისა წმიდისასა, რამეთუ უკუეთუ მანოე ვერ იტჳრთა ხილვაჲ ანგელოზისაჲ, რაჲმცა ექმნა მოციქულთა, არათუმცა წინა-განმზადებულ ყოფილ იყვნეს შთაბერვისა მის მიერ, მიღებისათჳს მდიდრად მოფენილსა მას მადლსა სულისასა, რამეთუ მრავალ-სახე და მრავალ-ნაწილ არს მიფენაჲ სულისაჲ; რომელიმე — წმიდა-მყოფელ და რომელიმე — სრულ-მყოფელ, რომელიმე — განმწმედელ და რომელიმე — სხუათა განმწმედელმყოფელ; სხუაჲ ენათა მისცემს და სხუაჲ — წინაისწარმეტყუელებათა, სხუაჲ, სასწაულთმოქმედებასა და სხუაჲ — ენათა თარგმანებასა. ყოველივე ესე მისვე და ერთისა სულისაგან, რომელმან-იგი მეერგასისესა დღესა ყოველი სრულებაჲ და სრულ-მყოფელობაჲ მოქმედებისაჲ მიჰმადლა მოციქულთა. ვინაჲცა იხილე: რამეთუ ქრისტესთა მათ საქმეთა და სიტყუათა წიგნი — თხრობისაჲ...
სახარებაჲ იოვანესი 20:2
განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის
...ა მისისამან თჳსაგან მატათიასცა უჩუენა თავი თჳსი, რაჲთა არცა ამით რაჲმე დაკლებულ იყოს ათორმეტთაგან, ანუ თჳთ ჩუეულებისაებრ ათორმეტთა რიცხჳსა ათორმეტ უწოდს მოციქული ათერთმეტთა მათ, ვითარ-იგი ღმრთისმეტყუელი იოვანე შემდგომად იუდაჲს განვრდომისა იტყჳს. "ხოლო თომა იყო ერთი ათორმეტთაგანი" ().
მოციქულისაჲ: და მერმე ეჩუენა უმრავლეს ხუთასისა ძმათა ერთგზის (15,6).
თარგმანი: ვინაჲთგან სიტყუაჲ ესე ესრეთ უსაკუთრეს არს — და მერმე ეჩუენა ზეშთა ხუთასისა ძმათა ერთგზის — ამისთჳსცა ვიეთმე ესრეთ გულისჴმა-ყვეს ვითარმედ არა ქუეყანასა ზედა სლვით, არამედ ზედა კერძო თავთა მათთა ჰაერსა შინა ეჩუენა მათ უფალი, რაჲთა არა ხოლო აღდგომაჲ დაუმტკიცოს, არამედ ამაღლებაჲცა წინა-მოასწავოს; ხოლო ვიეთმე — ესრეთ, ვითარმედ: ერთბამად შეკრებულთაჲ მათ რიცხჳ ზეშთა აღვიდოდა ხუთასისა. და ერთგზის ჩუენებითა ამას ცხად ჰყოფს, ვითარმედ არღარა თჳს-თჳს, არამედ ერთად შეკრებულთა ზოგად ეჩუენა ხუთასთა მათ.
მოციქულისაჲ: რომელთაგანნი უმრავლესნი ცოცხალ არიან აქამომდე (15,6).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ არა წარსრულნი და მიცვალებულნი, არამედ ჯერეთ ცოცხალნი და ჴორცთა შინა მყოფნი მქონან მოწამედ უცილობელისა ამისთჳს ქრისტეს აღდგომისა.
მოციქულისაჲ: და რომელთ...
...ხოლო თომა, ერთი იგი ათორმეტთაგანი, რომელსა ერქუა მარჩბივ, არა იყო მათ თანა, ოდეს-იგი მოვიდა უფალი“ (20,24).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარცა ესრეთ ამაოდ და მსწრაფლ სარწმუნოებაჲ არა კეთილ არს, ეგრეთვე უფროჲს ზომისა გამოძიებაჲ ჭეშმარიტებისაჲ უჯერო არს. ამისთჳსცა თომა საბრალობელ იქმნა, რამეთუ არა ჰრწმენა მოწაფეთაჲ. არა თუ იგინი მტყუვრად შეერაცხნეს, არამედ საქმჱ იგი მკუდრეთით აღდგომისაჲ შეუძლებელ-უჩნდა. ხოლო ვითარ, იყვნეს რაჲ ყოველნი ერთბამად, და თომა არა იყო? გარნა განბნევასა მას, რომელ იქმნა შეპყრობასა უფლისასა, მიერითგან არღარა მოსრულ იყო მათ თანა. ხოლო შენ იხილე უფლისა კაცთმოყუარებაჲ, ვითარ ერთისა მისთჳს სულისა ისწრაფა, რაჲთა აცხოვნოს, და უჩუენნა თჳსნი წყლულებანი, რაჲთა გონებითა ზრქელი იგი გულისხმისმყოფელ-ყოს. ხოლო რაჲსათჳს შემდგომად რვისა დღისა გამოჩნდა? რაჲთა შორის გამოსრულთა მათ დღეთა ესმოდის მოწაფეთაგან და სურვიელ იქმნას. და ვინაჲ იცოდა, ვითარმედ გუერდი მისი განეპო? გარნა მოყუასთა მისთაგანვე ასმიოდა. და ვითარ, რამეთუ იგი ჰრწმენა და ესე - არა? რამეთუ ესე ფრიად საშინელი საქმჱ იყო. იხილე უკუე ჭეშმარიტებაჲ მოციქულთაჲ, ვითარ ყოველსავე ნაკლულევანებასა თჳსსა და მოყუასთასა ჭეშმარიტებით...
...აჩუენა ბუნებისა ერთობაჲ. ხოლო რაჲსათჳს თქუა, ვითარმედ: „ვჰკითხო მამასა“? ამისთჳს, რამეთუ უკუეთუმცა ეთქუა, ვითარმედ: მე მოგივლინო, არამცა დაერწმუნა მათ ესრეთ, ვითარ აწ, ხოლო მისი მოსწრაფებაჲ იყო ამისთჳს, რაჲთამცა დაირწმუნეს; და უკუანაჲსკნელ უკუე თჳთ მოუვლენს მას, რაჟამს ეტყოდის, ვითარმედ: „მიიღეთ სული წმიდაჲ“, ხოლო აქა თქუა, ვითარმედ: „ვჰკითხო მამასა“, რაჲთა სარწმუნო-ყოს სიტყუაჲ თჳსი. რამეთუ იოვანე იტყჳს, ვითარმედ: „სავსებისაგან მისისა ყოველთა მოვიღეთ“, ხოლო აქუნდა სხჳსა მიერ, რაჲთამცა მოიღო; და კუალად იტყოდა იოვანე, ვითარმედ: „მან ნათელ-გცესო სულითა წმიდითა და ცეცხლითა“. ; ; ანუ რაჲმცა აქუნდა უმეტესი მოციქულთასა, უკუეთუმცა მამასა სთხოვდა მიცემად სხუათა, ვინაჲთგან მოციქულნი მრავალგზის იქმოდეს ამას თჳნიერ თხოვისა? ანუ უკუეთუ თხოვით მამისა მიერ მოივლინების, ვითარ თავით თჳსით მოიწია, ანუ ვითარ მოივლინების სხჳსა მიერ, რომელი-იგი ყოველგან არს და განუყოფს თითოეულსა, ვითარცა ენებოს? და იტყოდა უფლებით: „განაჩინენით პავლე და ბარნაბა“,...
...(მათ. 12,27); ხოლო ესე თქუა, რაჲთამცა მოასწავა, ვითარმედ არა სულისა მიერ განასხმიდეს უწინარეს ჯუარცუმისა, არამედ მისმიერითა მით ჴელმწიფებითა; და რაჟამს-იგი ეგულებოდა წარვლინებაჲ მათი ქადაგებად, მაშინ ეტყოდა მათ: „მიიღეთ სული წმიდაჲ“; და კუალად: „მოვიდა მათ ზედა სული წმიდაჲ, მაშინ იქმოდეს სასწაულთა“.
ხოლო პირველ რაჟამს წარავლენდა მათ, არა წერილ არს, თუ: მისცა მათ სული წმიდაჲ, არამედ: „მისცა მათ ჴელმწიფებაჲო“ ; და ჰრქუა: „კეთროვანთა განსწმედდით, ეშმაკთა განასხემდით, მკუდართა აღადგინებდით; უსასყიდლოდ მიგიღებიეს, უსასყიდლოდ მისცემდით“. ხოლო წინაჲსწარმეტყუელთა ზედა ყოველთა მიერ აღსაარებულ არს, ვითარმედ სულისა წმიდისა მოცემაჲ იყო. და რაჲ არს უკუე ესე სიტყუაჲ? ისმინეთ უკუე, რამეთუ წინაჲსწარმეტყუელთა მიეცა სული წმიდაჲ, არამედ მადლი იგი სულისა წმიდისაჲ მოკლებულ იყო ქუეყანით მიერ დღითგან, ვინაჲთგან თქუა, ვითარმედ: „აჰა ესერა დატევებულ იყოს სახლი თქუენი ოჴრად“,...
...ომელნი არა სასწაულთაგან, არამედ სწავლისა მიერ მოიქცეოდეს და შეუდგეს მას; ხოლო ზრქელთარე სასწაულნი მოაქცევენ, და გულისხმისმყოფელთარე - სწავლანი; და რომელნიცა სწავლისა მიერ მოიქცეს, იგინი სასწაულთა მიერ უმეტესად განმტკიცნებოდეს, რომელთაცა ჰნატრიდა ქრისტე, ვი-თარმედ: „ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავ და ვჰრწმენე“. ხოლო იგინი, რომელთა აწ ჰრწმენა, არა ფრიად ჭეშმარიტნი იყვნეს. ამისთჳსცა უფალმან, რომელმანცა ყოველივე იცოდა, არა არწმუნა მათ თავი თჳსი, რამეთუ არა უჴმდა მას წამებაჲ კაცისაგან, არამედ ყოველივე თჳთ იცოდა3 და გულთა მათთა ჰხედვიდა. ამისთჳსცა არა ჰრწმენნეს სიტყუანი მათნი და ამისთჳს არა მიანდობდა თავსა თჳსსა, ვითარცა მტკიცე-თა ვიეთმე, რამეთუ რწმუნებაჲ სიტყუათაჲ კაცისაჲ არს, ხოლო ხედვაჲ გულთაჲ მხოლოჲსა ღმრთისაჲ არს, „რომელმან დაჰბადნა გულნი“; რამეთუ იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი: „შენ უწყნი გულნი მხოლომან“. არა უჴმდეს უკუე მას მოწამენი, რაჲთამცა ცნნა გულნი მის მიერ დაბადებულთანი, რომელმან-იგი იცნის ყოველნი მომავალნი და უხილავნი, და მათიცა ადვილად შეცვალებაჲ ბოროტისა მიმართ იცოდა და ამისთჳს „არა არწმუნებდა მათ თავსა თჳსსა“.
ს ა ხ ა რ...
...საფლავად „ერთსა მას შაბათსა განთიად, ვიდრე ბნელღა იყო“; და ამას მოსლვასა იტყჳს იოვანე.
რამეთუ ვითარცა-იგი შეუნდო უფალმან თომას თქუმად ურწმუნო ებით, ვითარმედ: „უკუეთუ არა ვიხილო ჴელთა მისთა სახე იგი სამსჭუალთაჲ და დავდვა ჴელი ჩემი გუერდსა მისსა, არასადა მრწმენეს“, რაჲთა მისითა გამოძიებითა ჩუენ სარწმუნოებით დავემტკიცნეთ და ვცნათ, ვითარმედ ჴორცითა მით, რომლითა ივნო, აღდგა; ეგრეთვესახედ მაგდანელსაცა შეუნდო განკჳრვებისაგან შეორგულებად, რაჲთა უმეტესითა გამოძიებითა მისითა უმეტესად გამოცხადნეს აღდგომისა იგი საკჳრველებაჲ. ამით უკუე ესევითარითა გულისსიტყჳთა მოიქცა მაგდანელი საფლავად და იხილა ლოდი იგი აღებული კარისა მისგან საფლავისა, ხოლო ანგელოზი არღარა იხილა მჯდომარე მას ზედა, ვითარცა პირველ. მაშინ უმეტესად დაამტკიცა გულისსიტყუაჲ თჳსი და შეჰრაცხა პირველი იგი ხილვაჲ უცნებად. ამისთჳსცა „რბიოდა და მოვიდა სიმონ-პეტრესა და სხჳსა მის მოწფისა, რომელი უყუარდა იესუს, და ჰრქუა მათ: აღიღეს უფალი ჩემი საფლავით, და არა ვიცით, სადა დადვეს იგი“. რამეთუ ამას შევიდა იჭუსა, ნუუკუე ჰურიათა მიცვალეს იგი ადგილისა მისაგან.
ხოლო პეტრე და იოვანე მირბიოდეს საფლავად, ვიდრე...