მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 20:19

18. მოვიდა მარიამ მაგდალენელი თხრობად მოწაფეთა მისთა, რამეთუ იხილა უფალი და ესრეთ ჰრქუა მას.19. და ვითარცა შემწუხრდა დღე იგი ერთშაბათისაჲ მის, და კარნი იგი დაჴშულ იყვნეს, სადა-იგი იყვნეს მოწაფენი შეკრებულ შიშისათჳს ჰურიათაჲსა, მოვიდა იესუ და დადგა შორის მათსა და ჰრქუა მათ: მშჳდობაჲ თქუენ თანა!20. და ვითარცა ესე თქუა, უჩუენა მათ ჴელნი თჳსნი და გუერდი მისი. და განიხარეს მოწაფეთა, იხილეს რაჲ უფალი.
სახარებაჲ იოვანესი თავი 20
19. და ვითარცა შემწუხრდა დღე იგი ერთშაბათისაჲ მის, და კარნი იგი დაჴშულ იყვნეს, სადა-იგი იყვნეს მოწაფენი შეკრებულ შიშისათჳს ჰურიათაჲსა, მოვიდა იესუ და დადგა შორის მათსა და ჰრქუა მათ: მშჳდობაჲ თქუენ თანა!
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პვ
წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „წარვიდეს კუალად თჳსაგან მოწაფენი იგი. ხოლო მარიამ დგა გარეშე საფლავსა მას თანა და ტიროდა“ (20,10-11).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ბუნებაჲ დედათაჲ ლმობიერ არს და გლოვად ადვილად მომავალი. ხოლო ესე ვთქუ, რაჲთა არა გიკჳრდეს, ვითარ მარიამ დგა და ტიროდა, ხოლო მოწაფენი წარვიდეს თჳსაგან, რამეთუ ბუნებითცა მგლოვარე იყო და აღდგომისაცა სიტყუაჲ არა იცოდა ესრეთ, ვითარ მათ, რომელთა ეხილვნეს ტილონი და წარვიდეს საკჳრველებით. ხოლო იგი დგა მუნ და ტიროდა, და შთაჰხედა საფლავსა, სადა იყო გუამი უფლისაჲ. ამისთჳს სასყიდელი მიიღო მისისა მის მოსწრაფებისაჲ არამცირედი, რამეთუ რაჲ-იგი მოწაფეთა არა ეხილვა, იხილა დედაკაცმან - „ანგელოზნი სპეტაკითა მოსილნი, ერთი თავით და ერთი ფერჴით, სადა-იგი იდვა გუამი უფლისაჲ“ (20,12). რამეთუ ვინაჲთგან გონებაჲ დედაკაცისაჲ მის არა იყო ესრეთ მაღალი, რაჲთამცა ტილოთაგან და სუდარისა ჰრწმენა აღდგომაჲ, ამისთჳს ანგელოზნი იხილნა ბრწყინვალენი, რაჲთა ნუგეშინის-ეცეს. არამედ არარაჲ ჰრქუეს მათ აღდგომისათჳს, გარნა თჳთ მოვიდა გულისხმის-ყოფად, რამეთუ მათ ესე ოდენ ჰრქუეს, ვითარმედ: „დედაკაცო, რაჲსა სტირ?“ (20,13), და ესრეთ განუღეს...

სრულად ნახვა
სიტყვა კვირა-ცხოვლობასა ზედა, ანუ თომა მოციქულისა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

მოვიდა იესო და დასდგა შორის მათსა (მოწაფეთა) და ჰრქვა მათ: მშვიდობა თქვენთანა! (იოანე 20,19)

ორმოცი დღის განმავლობაში შემდგომად აღდგომისა გამოეცხადებოდა უფალი იესო ქრისტე მრავალ გზის მოწაფეთა თვისთა, ზოგჯერ თვითოეულს, ცალ ცალკე, ვითარცა მაგალითებრ, პეტრესა და იაკობს, ზოგჯერ ორ-ორს, მაგალითად, ორთა მოწაფეთა, გზასა ზედა მიმავალთა სოფელს, ანუ ყოველთა ათერთმეტთა მოწაფეთა ერთად, ვითარცა მოისმინეთ დღეს წაკითხულის სახარებასა შინა; ერთხელ გამოეცხადა უმეტეს ხუთასთა მოწაფეთა და მორწმუნეთა შეკრებილთა მთასა ზედა გალილიისა. ყოველთა ამათ გამოცხადებათა შინა პირველი სიტყვა იესო ქრისტესი იყო: მშვიდობა თქვენთანა! მერმე გაამხნევებდა მათ, დაამშვიდებდა, უჩვენებდა ხელთა და ფერხთა თვისსა და გვერდსა თვისსა, რომელთა ზედა იყვნენ კვალნი ლურსმებისა და ლახვარისა, მოწაფენი მისნი აღივსებოდენ სიხარულითა, ვითარცა თქმულ არს დღეს წაკითხულს სახარებასა შინა: და განიხარეს მოწაფეთა, იხილეს რა უფალი. მაცხოვარი გაახსენებდა მათ იმ სწავლასა, რომელსა აძლევდა უწინარეს თვისის ჯვარცმისა და სიკვდილისა: ვითარცა მომავლინა მე მამამან, მეცა წარგავლინებ თქვენ. ბოლოს, რათა კეთილად...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჟ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო იგინი შეუვრდეს ფერჴთა მისთა და თაყუანისსცეს მას. მაშინ ჰრქუა მათ იესუ: ნუ გეშინინ; წარვედით და უთხართ ძმათა ჩემთა, რაჲთა წარვიდენ გალილეას და მუნ მიხილონ მე“ (28,9-10).:

...ედ ანგელოზი გარდამოჴდა ზეცით და გარდააგორვა ლოდი იგი კარისა მისგან საფლავისა და პოვა უფალი აღდგომილი; და მცველნი იგი შეაძრწუნნა, ხოლო დედათა ახარა აღდგომაჲ და აუწყა, ვითარმედ პირველ ზეცით გარდამოსლვისა ანგელოზისა მის აღდგა უფალი საფლავისა მისგან დაბეჭდულისა, ვითარცა-იგი მოწაფეთაცა წარმოუდგა ბჭეთა ჴშულთა. ამისთჳსცა ეტყოდა ანგელოზი: „ვიცი, რამეთუ იესუს ჯუარცუმულსა ეძიებთ. არა არს აქა, რამეთუ აღდგა, ვითარცა თქუა“. რომელ-ესე პირველ მისისა მოსლვისა აუწყებდა ყოფად აღდგომასა.

ხოლო „მწუხრი შაბათსა“ არა მიმწუხრსა მოასწავებს შემდგომად დასლვისა მზისა, არამედ გარდასლვასა ფრიადისა ღამისასა, რამეთუ ყოველსავე ღამესა მწუხრ ეწოდების წერილთა შინა. ამისთჳსცა შესძინა, ვითარმედ: „რომელი განთენებოდა ერთშაბათად“, რომელ არს კჳრიაკე, რამეთუ მას ეწოდების ერთშაბათ, და მის გამო მეორესა დღესა - ორშაფათ, და სამშაფათ, და ესრეთ შემდგომითი შემდგომად; ჩანს უკუე, ვითარმედ არა მწუხრისა ჟამსა იტყჳს, არამედ განზოგებასა ღამისასა, გინა თუ უმეტესცა, იტყჳს „მწუხრი შაბათსა“.

და კუალად ესეცა უწყოდეთ, ვითარმედ უმეტესად ესრეთ პოვნილ არს აღწერილი სახარებათა შინა პირველთა: არა „მწუხრი შაბათსა“, არამედ „მწუხრი შაბათთა“, ე...

სრულად ნახვა