თ ა რ გ მ ა ნ ი: მიუთხრა მათ სახჱ და სიტყუანი მისნი და ვითარ იხილა, ხოლო ვინაჲთგან ესმა მოწაფეთა, ანუ ურწმუნოებაჲ ეგულებოდა მისი, ანუ შეწუხებაჲ, რამეთუ არა ღირს-ყვნა იგინი ხილვასა თჳსსა, რომელთადა აღეთქუა ხილვაჲ შემდგომად აღდგომისა. ამისთჳს, რაჲთა არა წუხდენ, ვითარცა შემწუხრდა, ეჩუენა მათ დიდითა საკჳრველებითა კართა ჴშულთა, და მწუხრი ამისთჳს, რამეთუ უფროჲსად მწუხრსა იყო საკჳრველ, და რამეთუ მწუხარებაჲცა მწუხარეთაჲ ღამით უფროჲსად განმრავლდების, ხოლო დღისი კარნი ღია იყვნეს, და ამისთჳს მწუხრსა წარმოუდგა კართა ჴშულთა შინა მსხდომარეთა. და არა კარსა დაჰრეკა, არცა ამბოხებაჲ ქმნა, არამედ მეყსა შინა წარმოუდგა და უჩუენნა ჴელნი და გუერდი და სიტყჳთაცა დააწყნარა შეშფოთებული გონებაჲ მათი, ჰრქუა რაჲ, ვითარმედ: „მშჳდობაჲ თქუენ თანა!“ ; ესე იგი არს, ვი-თარმედ: ნუ შეშფოთნებით, და მოაჴსენა სიტყუაჲ იგი, რომელი ჰრქუა მათ პირველ ჯუარს-ცუმისა, ვითარმედ: „მშჳდობასა ჩემსა დაგიტევებ“, <span...
სახარებაჲ იოვანესი 20:18
17. რქუა მას იესუ: ნუ შემომეხები მე, რამეთუ არღა აღსრულ ვარ მამისა ჩემისა; წარვედ ძმათა ჩემთა და არქუ მათ: აღვალ მამისა ჩემისა და მამისა თქუენისა, ღმრთისა ჩემისა და ღმრთისა თქუენისა.18. მოვიდა მარიამ მაგდალენელი თხრობად მოწაფეთა მისთა, რამეთუ იხილა უფალი და ესრეთ ჰრქუა მას.19. და ვითარცა შემწუხრდა დღე იგი ერთშაბათისაჲ მის, და კარნი იგი დაჴშულ იყვნეს, სადა-იგი იყვნეს მოწაფენი შეკრებულ შიშისათჳს ჰურიათაჲსა, მოვიდა იესუ და დადგა შორის მათსა და ჰრქუა მათ: მშჳდობაჲ თქუენ თანა!
სახარებაჲ იოვანესი თავი 20