თ ა რ გ მ ა ნ ი: და რაჲსათჳს ქმნა ესე, რამეთუ ჰკითხა მათ, და ვიდრეღა მათ არა მიეგო, გარემიიქცა? არამედ მე ვჰგონებ, ვითარმედ იტყოდა რაჲ იგი ამას, მეყსეულად უკუანა კერძო მისა გამოჩნდა ქრისტე, და შეშინდეს ანგელოზნი, იხილეს რაჲ მეუფჱ, შეშინდეს სახითაცა და პირითა. და ვითარცა იხილნა იგინი მარიამ ესრეთ, მიიქცა გარე, რამეთუ უფალი ანგელოზთა საშინელად ეჩუენა, ხოლო მას - არა ესრეთ, რაჲ-თამცა არა შეეშინა, რამეთუ რომელი ესრეთ მდაბალი იყო, ვერ თავსიდებდა ჯერეთ საქმესა მას. ამისთჳს სხჳთა სახითა ეჩუენა, ვიდრეღა მას მემტილჱ იგი ეგონა, ხოლო უფალმან ჰკითხა მას: „დედაკაცო, ვის ეძიებ?“ (20,15). და მან ცნა რაჲ, ვითარმედ: იცის, რასა ვეძიებ, ამისთჳს ჰრქუა: „უფალო, უკუეთუ შენ აღიღე იგი, მითხარ მე“ (20,15). ხოლო უფალმან იხილა რაჲ მოსწრაფებაჲ მისი, გამოუცხადა მას თავი თჳსი, რამეთუ თავადსა ოდეს ჰნებავნ, იცნიან იგი, და ოდეს ჰნებავნ, დაეფარის. და აქაცა, ოდეს ესე ჰრქუა, ვითარმედ: „მარიამ!“ და მეყსეულად იცნა მან უფალი და მიიხილა გარე. ხოლო ვითარ მიიხილა მან გარე, ვინაჲთგან მას ეტყოდა? არამედ მე ვჰგონებ, ვითარმედ...
სახარებაჲ იოვანესი 20:14
13. და ჰრქუეს მას ანგელოზთა მათ: დედაკაცო, რაჲსა სტირ? ხოლო მან ჰრქუა მათ, რამეთუ აღიღეს უფალი ჩემი საფლავით და არა უწყი, სადა დადვეს იგი.14. ესე რაჲ თქუა, მიიქცა გარე და იხილა იესუ მდგომარე და არა უწყოდა, რამეთუ იესუ არს.15. ჰრქუა მას იესუ: დედაკაცო, რაჲსა სტირ? ვის ეძიებ? მას ეგონა, ვითარმედ მემტილე იგი არს, და ჰრქუა მას: უფალო, უკუეთუ შენ აღიღე იგი, მითხარ მე, სადა დასდევ, და მე წარმოვიღო იგი.
სახარებაჲ იოვანესი თავი 20