თ ა რ გ მ ა ნ ი: ერთსა მას შაბათსა, რომელ არს კჳრიაკჱ, მოვიდა იგი; ხოლო იესუ აღდგა, იდვა რაჲ ლოდი ზედა საფლავსა, და ბეჭედნი იყვნეს მას ზედა, და ვინაჲთგან ჯერ-იყო, რაჲთამცა სხუათაცა ყოველ-თა იხილეს იგი, შემდგომად აღდგომისა მისისა აღეღო ლოდი იგი, რომლისათჳს, გარდაჴდა რაჲ შაბათი, მოვიდა მუნ მარიამ, რამეთუ ფრიადი მოსწრაფებაჲ აქუნდა უფლისათჳს, და იხილა რაჲ აღებული ლოდი, მირბიოდა თხრობად მოწაფეთა, რაჲთამცა ცნა, თუ სადა არს გუამი მისი. რამეთუ ამისთჳს თქუა, ვითარმედ: „აღიღეს უფალი ჩემი საფლავისაგან, და არა უწყი, სადა დადვეს იგი“ (20,2). ჰხედავა, რამეთუ არარაჲ იცოდა მან ჯერეთ დამტკიცებულად აღდგომისათჳს? რამეთუ ჰგონებდა იგი ცვალებასა სხუად ადგილად, ამისთჳსცა წარვიდა და ჰრქუა მოწაფეთა. ხოლო იგინი მიიწინეს მუნ მოსწრაფებით და იხილნეს ტილონი იგი და სუდარი, რომელი-იგი იყო სასწაული აღდგომისაჲ. და უკუეთუმცა ვის სხუასა ადგილსა მიეცვალა, რადმცა განეშიშულა გუამი მისი? და უკუე-თუმცა ვის მოეპარა, რადმცა დაეტევა მუნ ესე ყოველი? ანუ რადმცა ზრუნვიდა შეკეცასა და თჳსაგან დადებასა სუდარისასა? არამედ...
სახარებაჲ იოვანესი 20:1
...1 კორ. 2:16), რამეთუ მან თავადმან მოსლვითა თჳსითა მოგუცა ჩუენ ცნობაჲ ღმრთისა მამისაჲ, და ვიცანთ რაჲ მამაჲ ძისა მიერ, შევირაცხენით ჩუენ მადლით, რაჲ იგი არს ბუნებით; და მადლითა მით შვილებისაჲთა ვიწოდენით ძმა ბუნებით ძისა ღმრთისა და უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა, რომელმან თქუა: "წარვედ ძმათა ჩემთა და არქუ" (). ესრეთ უკუე ძისა მიერ მოგუეცა ჭეშმარიტი ცნობაჲ ღმრთისა მამისაჲ და მამისა მიერ მონიჭებითა სულისა წმიდისაჲთა მოვიგეთ განუშორებელობაჲ ძისა მისისაჲ, უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, რომელ-იგი არს ცხორებაჲ საუკუნოჲ და ღმერთი ჭეშმარიტი ღმრთისაგან ჭეშმარიტისა.
მოციქულისაჲ: შვილნო, დაიცვენით თავნი თჳსნი კერპთაგან. ამინ (5,21).
თარგმანი: საკჳრველ არს, ვითარ ყოველსა ეპისტოლესა შინა სისრულესა წამებს მეცნიერებისა მათისასა, რომელთა მიმართ მისწერს. ხოლო აწ დასასრულსა ამცნებს კრძალვად კერპთაგან. ცხად არს, ვითარმედ სიმრავლესა შინა ეკლესიისა შვილთასა ვერ ეგების ყოველთაჲ სრულ ყოფაჲ. ამისთჳს უსრულთა მიმართ და აწღა წარმართობისაგან მოქცეულთა იტყჳს, რაჲთა დაიცვნენ თავნი თჳსნი კერპთაგან, და არცა ერთსა რას ჩუეულებასა ჰყოფდენ უსულოთა მათ და ყრუთა პატივისასა, არამედ ჩუენდაცა ყოველთა საჴმარ არს სწავლაჲ ესე, რაჲთა დავიცვნეთ თავნი თჳსნი კერპებისაგან ვნე...
...ს, რასა ვეძიებ, ამისთჳს ჰრქუა: „უფალო, უკუეთუ შენ აღიღე იგი, მითხარ მე“ (20,15). ხოლო უფალმან იხილა რაჲ მოსწრაფებაჲ მისი, გამოუცხადა მას თავი თჳსი, რამეთუ თავადსა ოდეს ჰნებავნ, იცნიან იგი, და ოდეს ჰნებავნ, დაეფარის. და აქაცა, ოდეს ესე ჰრქუა, ვითარმედ: „მარიამ!“ და მეყსეულად იცნა მან უფალი და მიიხილა გარე. ხოლო ვითარ მიიხილა მან გარე, ვინაჲთგან მას ეტყოდა? არამედ მე ვჰგონებ, ვითარმედ ჰკითხა რაჲ: „უფალო, უკუეთუ შენ აღიღე იგი, მითხარ მე“, მეყსეულად მიიქცა ანგელოზთა კერძო, რაჲთამცა ჰკითხა მათ, თუ რად განკჳრდეს ესრეთ, და მაშინ ჰრქუა უფალმან, ვითარმედ: „მარიამ!“ ხოლო მას ესმა რაჲ და იცნა ჴმაჲ მისი, მიიქცა მისავე, რამეთუ ჴმისაგან იცნა იგი. და უკუეთუ ვინ თქუას: და სადაჲთ საცნაურ არს, თუ ანგელოზთა მიმართ მიიქცა? და ესე სადაჲთ საცნაურ არს, თუ შეეხო მას? არამედ ვითარცა ესე ამისგან საცნაურ არს, რამეთუ თქუა უფალმან: „ნუ შემომეხები მე“ (20,17), ეგრეთვე იგი მისგან საცნაურ არს, რამეთუ იტყჳს: „მიიხილა მან გარე“ (20,16). ხოლო რაჲსათჳს თქუა უფალმან, ვითარმედ: „ნუ შემომეხები მე“? ვჰგონებ, ვითარმედ ენება ესრეთ ყოფად მის თანა, ვითარცა პირველ ჯუარს-ცუმისა, და სიხარულით „მირბიოდა შემთხუევად“ (20,16) და ვერ გულისხმა-ყო, რამეთუ აწ არა ჯერ-არს ესრეთ შეხებ...
...აგან შეორგულდებიან, რამეთუ იტყჳან, თუ: ვითარ ერთისა ამის საქმისათჳს არა ერთი თხრობაჲ აღწერეს წმიდათა მახარებელთა, არამედ რეცა წინააღუდგებიან ურთიერთას? ანუ რომლისაჲ ჯერ-არს დარწმუნებაჲ, რამეთუ არა ერთ არს სიტყუაჲ მათი?
მათე იტყჳს: „მწუხრი შაბათსა“; და იოვანე იტყჳს: „ერთსა მას შაბათსა განთიად, ვიდრე ბნელღა იყო“; და ლუკა იტყჳს: „ცისკარსა მსთუად“; ხოლო მარკოზ თქუა: „და ნიად განთიად, მერმე აღმოსლვასა ოდენ მზისასა“. აწ უკუე ესევითართა ამათ სიტყუათა ჴელ-ვყოთ განმარტებად ძალითა და მადლითა ქრისტესითა.
არა თუ ესრეთ თქუეს, საყუარელნო, წმიდათა მათ მახარებელთა, თუმცა ერთსა ეთქუა, თუ მწუხრი შაბათსა აღდგა უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, და სხუასამცა ეთქუა, თუ შუაღამეს ოდენ, და სხუასამცა ეთქუა, თუ ცისკარსა მსთუად ანუ თუ აღმოსლვასა ოდენ მზისასა. უკუეთუმცა ესრეთ იყო სიტყუაჲ მათი, ჭეშმარიტად წინააღმდგომადმცა ჩნდეს ურთიერთას, გარნა არა აღდგომაჲ უფლისაჲ თქუეს სხუასა და სხუასა ჟამსა ყოფად, არამედ მოსლვისა მისთჳს დედათაჲსა იყო სიტყუაჲ იგი მათი სხუასა და სხუასა ჟამსა მოსლვად საფლავად.
რამეთუ არა ერთგზის ოდენ მოვიდეს, არამედ მრავალგზის, და თი-თოეულმან მახარებელმან სხუაჲ დ...