მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 2:3

2. მიჰხადეს იესუს და მოწაფეთა მისთა ქორწილსა მას.3. და ვითარ მოაკლდა ღჳნოჲ, ჰრქუა იესუს დედამან მისმან: ღჳნოჲ არა აქუს.4. ჰრქუა მას იესუ: რაჲ არს ჩემდა და შენდა, დედაკაცო? არღა მოწევნულ არს ჟამი ჩემი.
სახარებაჲ იოვანესი თავი 2
3. და ვითარ მოაკლდა ღჳნოჲ, ჰრქუა იესუს დედამან მისმან: ღჳნოჲ არა აქუს.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა მოაკლდა ღჳნოჲ, ჰრქუა იესუს დედამან მისმან: ღჳნოჲ არა არს აქა“ (2,3).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვიდრე ნათლის-ღებადმდე უფალსა სასწაული არარაჲ უქმნიეს, არამედ მიერითგან იწყო ქმნად სასწაულთა, რამეთუ სიყრმესა მისსა სხუაჲ არარაჲ ექმნა საკჳრველი, გარნა, ვითარცა ლუკა იტყჳს, ოდეს-იგი ჯდა შორის მოძღუართა ათორმეტისა წლისაჲ და ასწავლიდა და ისმენდა სწავლასა, თუ არა, სხუაჲ არცა ერთი რაჲ უქმნიეს; ამისთჳსცა უცნაურ იყო ყოველთა მიერ. ხოლო უკუეთუმცა პირველითგან სასწაულთა იქმოდა, არამცა უცნაურ იყო, ვითარცა-იგი რაჟამს იწყო ქმნად სასწაულთა, განჴდა სახელი მისი მცირედსა ჟამსა მას შინა ყოველსა ასურეთსა. არამედ უჯერო იყო მრავლითა სახითა პირველითგან ქმნაჲ სასწაულთაჲ, რამეთუ ურწმუნოცა მრავალნი იქმნებოდეს, ვითარცა-იგი უკუანაჲსკნელ იქმნნეს; არამცა უფროჲსად სიყრმისა მისისათჳს ურწმუნო იქმნნესა? და ჯუარ-ცუმაჲ ადრე ქმნულ იყო, რომელი-იგი არა ჯერიყო, არამედ უფალმან სიბრძნითვე ნათლის-ღებადმდე არცა ერთი რაჲ ქმნა სასწაული; ამისთჳს უცნაურ იყო.

ხოლო დედასა მისსა აქუნდა მეცნიერებაჲ დიდებულებისა მისისაჲ მუცლად-ღებისა მიერ დიდისა მის და...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი მდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვიდრე იგი ეტყოდაღა ერსა მას, აჰა ესერა დედაჲ მისი და ძმანი მისნი დგეს გარე და ეძიებდეს მას სიტყუად. მაშინ ჰრქუა ვინმე მას: აჰა დედაჲ შენი და ძმანი შენნი დგანან გარეშე და უნებს რაჲმე სიტყუად შენდა. ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მეტყუელსა მას: ვინ არს დედაჲ ჩემი, ანუ ვინ არიან ძმანი ჩემნი? და მიყო ჴელი მისი მოწაფეთა მიმართ და თქუა: აჰა დედაჲ ჩემი და ძმანი ჩემნი! რამეთუ რომელმან ყოს ნებაჲ მამისა ჩემისა ზეცათაჲსაჲ, იგი არს ძმაჲ და დაჲ და დედაჲ ჩემი“ (12,46-50).:

...დაჲ ჩემი“. ხოლო ესე რაჲ თქუა, გამოვიდა სახლისა მისგანო. ჰხედავა, ვითარ სიტყუათა მათ მიერ მოიყვანნა იგინი გულისჴმის-ყოფად? და მერმე განვიდავე სიტყჳსაებრ დედისა, ვითარცა-იგი ქმნა ქორწილსა მას კანაჲსსა, რაჟამს ღჳნისა მისთჳს ჰრქუა დედამან მისმანო: „ღჳნოჲ არა აქუს. ჰრქუა მას იესუ: რაჲ არს ჩემდა და შენდა, დედაკაცო?“ რამეთუ აბრალა მას უჟამოდ თხოისათჳს სასწაულისა მის და მერმე აღასრულავე თხოაჲ მისი, რაჲთა ბრალობითა მით უძლურებაჲ იგი კაცობრივი განჰმარ-თოს, ხოლო მორჩილებითა პატივი იგი დედისაჲ აჩუენოს. ეგრეთვე აქა, რაჲ-იგი ჯერ-იყო თქუმად, აღმოთქუა, და მერმე სიტყუასა მას დედისასა პატივ-სცა და განვიდა ხილვად მისა.

ხოლო გან-რაჲ-ვიდა და ეზრახა დედასა თჳსსა და ძმად წოდებულთა მათ, კუალად იწყო ერისა მისცა სწავლად; რამეთუ სასწაულნი მრავალნი აჩუენნა და აწ კუალად სარგებელსა მას მოძღურებისასა წინაუყოფს. ამის-თჳსცა იტყჳს მახარებელი:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მას დღესა შინა გამოვიდა იესუ სახლისა მისგან და დაჯდა ზღჳსკიდესა. შეკრბა მისა ერი მრავალი, ვიდრე შესლვადმდე მისა ნავად და დაჯდომად. და ყოველი იგი ერი ზღჳსკიდესა დგა. და ეტყოდა მათ მრავალსა იგავით“ (13,1-3).

თ ა რ გ მ ა ნ ი: დაჯდა ზღჳსკიდესა, რამეთუ ენება მონადირებაჲ კაც-თაჲ, ვითარცა მოასწავებს მახარებელი...

სრულად ნახვა