მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 2:24

23. და ოდეს იყო იგი იერუსალჱმს პასქასა მას დღესასწაულსა, მრავალთა ჰრწმენა სახელისა მისისაჲ, რამეთუ ხედვიდეს სასწაულთა მისთა, რომელთა იქმოდა.24. ხოლო თჳთ იესუ არა არწმუნებდა მათ თავით თჳსით, რამეთუ ყოველთა იცოდეს იგი.25. და რამეთუ არა უჴმდა, რაჲთა წამოს ვინმე კაცისა მისთჳს, რამეთუ მან თჳთ იცოდა, რაჲ იყო კაცისა მის თანა.
სახარებაჲ იოვანესი თავი 2
24. ხოლო თჳთ იესუ არა არწმუნებდა მათ თავით თჳსით, რამეთუ ყოველთა იცოდეს იგი.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კდ
წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვითარცა იყო იერუსალჱმს პასექსა მას დღესასწაულსა, მრავალთა ჰრწმენა მისი“ (2,23).

თ ა რ გ მ ა ნ ი: მაშინდელნი იგი კაცნი რომელნიმე საცთურსა მიქცეულ იყვნეს, და რომელნიმე ჭეშმარიტებასა უსმენდეს, და მათგანნი რომელნიმე მოიქცეოდეს და კუალად დაეცემოდეს, რომელნიცა ქრისტემან თჳთოსახესა ქუეყანასა მიამსგავსნა: რომელნიმე - კლდოვანსა, და რო მელნიმე - ეკლოვანსა, და რომელნიმე - კეთილსა ქუეყანასა. (შდრ. მათ. 13,5-8, 20-23); (მარკ. 4,5-8,16-20); (ლუკ. 8,6-8,13-15) და ამას მოასწავებს მახარებელი და იტყჳს, ვითარმედ: „რაჟამს იყო იერუსალჱმს, მრავალთა ჰრწმენა მისი, ჰხედვიდეს რაჲ სასწაულთა მისთა, რომელთა იქმოდა. ხოლო თჳთ იესუ არა არწმუნებდა მათ თავსა თჳსსა“ (2,23-24), რამეთუ მოწაფენი ჭეშმარიტნი იგინი იყვნეს, რომელნი არა სასწაულთაგან, არამედ სწავლისა მიერ მოიქცეოდეს და შეუდგეს მას; ხოლო ზრქელთარე სასწაულნი მოაქცევენ, და გულისხმისმყოფელთარე - სწავლანი; და რომელნიცა სწავლისა მიერ მოიქცეს, იგინი სასწაულთა მიერ უმეტესად განმტკიცნებოდეს, რომელთაცა ჰნატრიდა ქრისტე, ვი-თარმედ: „ნეტარ არიან, რომელთა...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის