...გზის ქმნის ესე: ოდეს ვერ გულისჴმა-ყვიან სიტყუაჲ მისი, თანაწარჰჴდის, რაჲთა საქმემან გულისჴმა-უყოს. ვითარცა-იგი ოდეს თქუა: „დაჰჴსენით ტაძარი ესე, და მესამესა დღესა აღვაშენო“, და მაშინ ვერ გულისჴმა-ყვეს, ხოლო ოდეს იგი აღდგა მკუდრეთით, მოეჴსენა, ვითარმედ ამისთჳს იტყოდა, ეგრეთვე აწ ზედამოსლვასა მას იუდაჲსსა და ჰურიათასა მოასწავებდა მახჳლისა ჴსენებითა, და მათ ვერ გულისჴმა-ყვეს.
ხოლო ვინაჲ აქუნდა მახჳლი მათ, ანუ რაჲ იყო მახჳლი იგი? დანაკები იყო, რომელ-იგი აქუნდა კრავისა მისთჳს პასექისა, რომელსა აღასრულებდეს წესისა მისებრ შჯულისა; და ესმა რაჲ ზედამოსლვაჲ იგი, აღიღეს ესე დანაკები, რაჲთა ჰბრძოდინ მოძღურისა თჳსისათჳს, სიყუარულისა მისთჳს, რომელ აქუნდა მისა მიმართ. იგი იჴადა პეტრე და სცა მონასა მას, ხოლო უფალმან აბრალა ფრიად და არა შეუნდო ვნებად მისა, არამედ მყის განკურნა საკჳრველად და გამოაჩინა ძალიცა თჳსი და სახიერებაჲ.
ეგრეთვე პეტრე აჩუენა სიყუარულიცა თჳსი და მორჩილებაჲცა, რამეთუ ჰბრძოდა მჴურვალედ უფლისათჳს, ხოლო უბრძანა რაჲ უფალმან მიქცევად მახჳლი ადგილსავე თჳსსა, ქმნა ბრძანებაჲ მისი.
„რამეთუ ყოველთა რომელთა აღიღეს მახჳლი, მახჳლითა მოსწყდენო“. ესე მათთჳს თქუა, რომელნი მოვიდეს მას ზედა მახჳლითა....