მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 2:21

20. ჰრქუეს მას ჰურიათა: ორმეოცდაექუსსა წელსა აღეშენა ტაძარი ესე, და შენ სამთა დღეთა აღადგინო იგი?21. ხოლო იგი იტყოდა ტაძრისათჳს გუამისა თჳსისა.22. და ოდეს აღდგა მკუდრეთით, მოეჴსენა მოწაფეთა მისთა, რამეთუ ამისთჳს იტყოდა, და ჰრწმენა წიგნისაჲ და სიტყუაჲ იგი, რომელი ჰრქუა მათ იესუ.
სახარებაჲ იოვანესი თავი 2
21. ხოლო იგი იტყოდა ტაძრისათჳს გუამისა თჳსისა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამისთჳს უფროჲს ეძიებდეს მოკლვად იესუს, რამეთუ არა ხოლო შაბათსა დაჰჴსნიდა, არამედ ღმერთსაცა მამად თჳსა იტყოდა და თავსა თჳსსა სწორ-ჰყოფდა ღმრთისა. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: არა ძალ-უც ძესა თავით თჳსით საქმედ არცა ერთი რაჲ“ (5,18-19).:

...ათა ადგილთა იქმს, რაჟამს სხუასა იტყჳნ უფალი, და იგინი სხუასა ეჭუდიან, ვითარცა-იგი თქუა რაჲ, ვითარმედ: „დაჰჴსენით ტაძარი ესე, და მესამესა დღესა აღვაშენო“, და მათ ტაძრისა მისთჳს გულისხმა-ყვეს, ხოლო მახარებელმან თქუა, ვითარმედ: „იესუ ტაძრისათჳს ჴორცთა მისთაჲსა იტყოდა“. და აქაცა უკუეთუმცა ესრეთ იყო, არამცა ეთქუაა, თუ ჰურიანი ამას გულისხმა-ჰყოფდეს, ხოლო ქრისტე არა ესრეთ იტყოდა? გარნა არასადა არს ესე ესრეთ.

ხოლო სიტყუაჲ ესე, რომელ თქუა უფალმან, ვითარმედ: „არა ძალუც ძესა თავით თჳსით საქმჱ არცა ერთი რაჲ“, არა თუ სწორებისა დამჴსნელი არს, ჵ კაცო, არამედ უფროჲსად დამამტკიცებელი. გარნა ისმინეთ განკრძალულად, რამეთუ არა მცირე საძიებელ არს სიტყუაჲ ესე, თუ: „თავით თჳსით ვერ ძალ-უც“, მრავალსა ადგილსა არს ძისათჳსცა და სულისა წმიდისა, და ჯერ-არს, რაჲთა კეთილად ვისწავოთ სიტყჳსა ამის ძალი, რაჲთა არავინ შთავარდებოდის ამის მიერ ცოდვასა. რამეთუ ვი-თარცა არს, და ესრეთ ვინ გულისხმა-ყოს იგი ლიტონად, იხილე, რაბამი ბოროტი იქმნას, რამეთუ არა თუ ესრეთ თქუა, თუ: რომელიმე ძალ-მიც ქმნად თავით თჳსით და რომელიმე არა, არამედ: „არცა ერთი რაჲ ძალუცო“. ვჰკითხავ უკუე წინააღმდგომსა მას ჩემსა, რაჲთა მითხრას, ვი-თარმედ: და არარაჲსა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ორმეოცდაექუსსა წელსა აღეშენა ტაძარი ესე, და შენ სამსა დღესა შინა აღაშენოა ეგე?“ (2,20).:

...მეოცდაექუსსა წელსა აღეშენა ტაძარი ესე, და შენ სამსა დღესა შინა აღაშენოა ეგე?“ (2,20).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ორმეოცდაექუსსა წელსა უკუანაჲსკნელისა მის აღშენებისათჳს იტყოდეს, რამეთუ პირველი ოც წელ სრულ იქმნა. ხოლო უფალმან რაჲსათჳს არა გამოაცხადა იგავი იგი და თქუა, ვითარმედ: ჴორცთა ჩემთათჳს ვიტყჳ და არა ტაძრისათჳს, არამედ დაიდუმა? რამე-თუ იცოდა, ვითარმედ არა შეიწყნარებდეს სიტყუასა მას ურწმუნოებისა მათისაგან, რამეთუ, ერთად, აღდგომაჲ ურწმუნოდ აქუნდა, და მერმე, ესეცა არავე ჰრწმენა, თუ ღმერთ არს იგი, რომელ-ესე ორივე მოასწავა უფალმან ერთითა მით სიტყჳთა, რომელ თქუა, ვითარმედ: „დაჰჴსენით ტაძარი ესე, და მესამე დღესა აღვაშენო ესე”. რამეთუ ითხოვეს რაჲ მათ სასწაული, ესე ჰრქუა მათ უფალმან ამისთჳს, რამეთუ არარაჲ იყო სხუაჲ ესრეთ გამომაჩინებელ, ვითარმედ არა ლიტონი კაცი არს, ვითარ ესე, რომელ სიკუდილსა ესრეთ მძლე ექმნა და მძლავრებაჲ მისი და მძიმე იგი ბრძოლაჲ მისი ესრეთ კეთილად დაჰჴსნა. ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: „რაჟამს აღამაღლოთ ძჱ კაცისაჲ, მაშინ სცნათ, ვითარმედ მე ვარ“; რა-ჟამს-იგი აღვდგე და ყოველი სოფელი ჩემდა მოვიზიდო, მაშინ სცნათ, ვითარმედ ამას ყოველსა ვითარცა ღმერთი და ძჱ ღმრთისაჲ მხოლოდ-შობილი ვიქმოდე. ხ...

სრულად ნახვა