მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 2:18

17. და მოეჴსენა მოწაფეთა მისთა, რამეთუ წერილ არს: შურმან სახლისა შენისამან შემჭამა მე.18. მიუგეს ჰურიათა და ჰრქუეს მას: რასა სასწაულსა მიჩუენებ ჩუენ, რამეთუ ამას იქმ?19. მიუგო იესუ და ჰრქუა: დაჰჴსენით ტაძარი ესე, და მესამესა დღესა აღვადგინო ეგე.
სახარებაჲ იოვანესი თავი 2
18. მიუგეს ჰურიათა და ჰრქუეს მას: რასა სასწაულსა მიჩუენებ ჩუენ, რამეთუ ამას იქმ?
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კგ
წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ესე ქმნა დასაბამად სასწაულთა იესუ კანას გალილეაჲსასა“ (2,11).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ფრიად ისწრაფის ეშმაკი მარადის წარწყმედად ჩუენდა. ამისთჳს ფრიადი მოსწრაფებაჲ გჳჴმს, რაჲთა არა პოვოს ჩუენ თანა ყოვლადვე ადგილი, რაჲთა არა მცირედ-მცირედ ყოველივე ძალი თჳსი ჩუენ შორის დაამკჳდროს; რამეთუ ბოროტ არს და უგუნურება, უკუეთუ იგი ესრეთ ისწრაფდეს წარწყმედად ჩუენდა, და ჩუენ არა ვიღუწიდეთ ცხორებისათჳს სულთა ჩუენთაჲსა. ხოლო ესე სიტყუანი ამისთჳს ვთქუენი, რამეთუ მეშინის, ნუუკუე შორის სამწყსოსა აღიტაცოს მგელმან ცხოვარი და წარიღოს უდბებითა ჩუენითა, რამეთუ უხილავ არს წყლულებაჲ სულისაჲ, და არავინ იცის კაცისაჲ, გარნა სულმან მისმან. და ამისთჳს სიტყუაჲ ჩემი ყოველთა მიმართ არს, ხოლო თითოეულმან, ვითარცა ენებოს, მიიღენ. რამეთუ მე არა უწყი, რომელი არს სნეულ, ანუ რომელი არს მრთელ, ამისთჳს ვიტყჳ მრავალსახეთა სიტყუათა: ოდესმე ანგაჰრებისათჳს, და კუალად ნაყროვანებისათჳს, და მერმე სიძვისათჳს, და კუალად მოწყალებისათჳს, რაჲთა ესრეთ თითოეულმან, რომელიცა ენებოს წამალი, მიიღოს, რამეთუ მეშინის, ნუუკუე ერთისა რაჲსმე ვნებისა კურნებასა ვიქმოდი მარადის, და...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „გარემოადგეს მას ჰურიანი იგი და ეტყოდეს: ვიდრემდის სულთა ჩუენთა წარგუჴდი? უკუეთუ შენ ხარ ქრისტე, მითხარ ჩუენ განცხადებულად“ (10,24).:

...ეთქუა, არამედ სხუათა სიტყუათა მიერ. რამეთუ უკუეთუმცა მათ თანა გონებაჲ მართალი იყო, საქმენი იგი მისნი არა კმა-ეყოფვოდესა ჩუენებად, თუ ვინ არს, რაჲთამცა სიტყჳთა მით აღეარა, და არღარამცა მისსა თქუმასა მოელოდეს? ხოლო აწ იხილე მათი იგი განდრეკილებაჲ, რამეთუ რაჟამს სიტყჳთ ასწავებნ, ეტყოდიან: „რასა სასწაულსა გჳჩუენებ?“ ; (6,30) და რაჟამს საქმით უჩუენებნ, მაშინ თქჳან: „უკუეთუ შენ ხარ ქრისტე, მითხარ ჩუენ განცხადებულად“. ეჰა სიბრმჱ! საქმენი ღაღადებდეს, და იგინი სიტყუათა ეძიებდეს, და რაჟამს სიტყუათა ასწავლინ მათ, საქმეთა სთხოვდიან, რამეთუ არა ჭეშმარიტებისათჳს ჰკითხვიდეს. ამისთჳსცა მცირედი რაჲ თქუა თავისა თჳსისათჳს, მეყსეულად ინებეს ქვისა დაკრებაჲ და გარემოდგომაჲცა, და კითხვაჲ მათი უკეთურებითა სავსე იყო: „გჳთხარო განცხადებულად“. და იგი მარადის განცხადებულად იტყოდა დღესასწაულთა შინა და ერსა შორის ტაძარსა შინა, არამედ მათ ამისთჳს წინაუყვეს სიტყუაჲ ესე ზაკუვისაჲ, ვითარმედ: „ვიდრემდის სულთა ჩუენთა წარგუჴდიო?“ რაჲთამცა პოვეს სიტყუათა შინა მისთა ბიწი, რამეთუ ყოლადვე რასაცა ჰკითხვიდეს, არა ამისთჳს ჰკითხვიდეს, რაჲთამცა ჭეშმარიტი ცნეს, არამედ რაჲთამცა მიზეზი პოვეს, ვითარცა-იგი რაჟამს ჰკითხეს, თუ: „ჯერარსა ხარკისა მიცემაჲ კეისრისაჲ ანუ არა?“...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და შევიდა იესუ ტაძარსა მას და გამოასხა ყოველი განმსყიდელი და ყოველი, რომელი იყიდდა ტაძარსა მას შინა, და ტაბლები იგი მეკერმეთაჲ მათ დაამჴუა. და ჰრქუა მათ: წერილ არს: სახლსა ჩემსა სახლ სალოცველ ეწოდოს; ხოლო თქუენ გიყოფიეს იგი ქუაბ ავაზაკთა“ (21,12-13).:

...ყებასა მას სახარებისასასა იტყჳს, ხოლო მათე - აღსასრულსა. ამისთჳს საცნაურ არს, ვითარმედ ორგზის ქმნა ესე უფალმან სხუასა და სხუასა ჟამსა.

რამეთუ რომელსა იოვანე იტყჳს, დღეთა მათ პასექისათა იყო, ხოლო ესე, რომელსა მათე გჳთხრობს, უწინარეს პასექისა. მაშინ ჰრქუეს ჰურიათა: „რასა სასწაულსა მიჩუენებ ჩუენ, რამეთუ ამას იქმ?“ ხოლო აქა არარას ეტყჳან ესევითარსა. ესე უკუე უმეტესისა მის ჰურიათა გულფიცხელობისა სასწაული არს, რომელ ორგზის ამხილა, და არა დასცხრესვე ცუდთა მათ ვაჭრობათაგან. ხედვიდეს სასწაულთა მათ ურიცხუთა და წინააღმდგომად ღმრთისა ეტყოდეს წინააღმდგომნი იგი ჭეშმარიტებისანი; ესმოდეს სიტყუანი წინაჲსწარმეტყუელთანი და ყრმათა ღაღადებაჲ, და უფიცხეს ქვათა იყვნეს გულნი მათნი.

ამისთჳს უფალმან სიტყუანი ესაიაჲსნი აღუჴსენნა: „წერილ არსო: სახლსა ჩემსა სახლ სალოცველ ეწოდოს; ხოლო თქუენ გიყოფიეს იგი ქუაბ ავაზაკთა“ .

და არა ამათ ხოლო სიტყუათა მიერ აჩუენა ჴელმწიფებაჲ თჳსი, არამედ კურნებითაცა თითოფერთა სენთაჲთა, ვითარცა იტყჳს მახარებელი:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და მოუჴდეს მას ბრმანი და მკელობელნი ტაძარსა მას შინა, და განკურნნა იგინი“ (21,14).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ძალი და ჴელმწიფებაჲ თჳსი უჩუენა, რაჲთა ყოვლით კერძო უ...

სრულად ნახვა