თ ა რ გ მ ა ნ ი: შთავიდა დედისა თჳსისა თანა კაფარნაუმდ და და ადგრა მუნ მცირედ ჟამ პატივისათჳს მისისა და ესრეთ აღვიდა იერუსალჱმდ და ქმნა მუნ საქმჱ იგი საკჳრველი და სავსე ფრიადითა ჴელმწიფებითა, რამეთუ მოფარდულნი იგი ზროხათა და ცხოვართანი და მეკერმენი ყოველნი განასხნა და ჰრქუა მათ: „ნუ ჰყოფთ სახლსა მამისა ჩემისასა სახლ სავაჭრო“ (2,16); ხოლო სხუაჲ მახარებელი იტყჳს, ვი-თარმედ: „განასხმიდა და ეტყოდა: ნუ ჰყოფთ სახლსა მამისა ჩემისასა ქუაბ ავაზაკთა“. ; ; ხოლო არა თუ ურთიერთას წინააღუდგებიან მახარებელნი, - ნუ იყოფინ! - არამედ გამოაჩინებენ, ვითარმედ ორგზის ქმნა საქმჱ იგი და არა ერთსა ჟამსა, არამედ ესე შემდგომად ნათლის-ღებისა იყო მცირედითა ჟამითა, ხოლო იგი - ჟამსა ვნებისასა მიახლებულად. ხოლო რაჲსათჳს ქმნა ესე ქრისტემან, რომელ ესრეთ რისხვით მოუჴდა მათ და შოლტითა განასხნა, რომელ-ესე არაოდეს უქმნიეს, რაჟამს-იგი აგინებდიან და ჰგმობდიან? გარნა ვინაჲთგან შაბათსა შინა ეგულებოდა სასწაულისა ქმნაჲ და...
სახარებაჲ იოვანესი 2:12
11. ესე ქმნა დასაბამად სასწაულთა იესუ კანას გალილეაჲსასა და გამოუცხადა დიდებაჲ თჳსი, და ჰრწმენა მისი მოწაფეთა მისთა.12. ამისა შემდგომად შთავიდა იესუ კაპერნაუმდ, იგი და დედაჲ მისი და ძმანი მისნი და მოწაფენი მისნი მის თანა, და მუნ დაადგრა არა მრავალ დღე.13. და მოახლებულ იყო პასექი იგი ჰურიათაჲ, და აღვიდა იესუ იერუსალჱმდ.
სახარებაჲ იოვანესი თავი 2