თ ა რ გ მ ა ნ ი: ფრიად ისწრაფის ეშმაკი მარადის წარწყმედად ჩუენდა. ამისთჳს ფრიადი მოსწრაფებაჲ გჳჴმს, რაჲთა არა პოვოს ჩუენ თანა ყოვლადვე ადგილი, რაჲთა არა მცირედ-მცირედ ყოველივე ძალი თჳსი ჩუენ შორის დაამკჳდროს; რამეთუ ბოროტ არს და უგუნურება, უკუეთუ იგი ესრეთ ისწრაფდეს წარწყმედად ჩუენდა, და ჩუენ არა ვიღუწიდეთ ცხორებისათჳს სულთა ჩუენთაჲსა. ხოლო ესე სიტყუანი ამისთჳს ვთქუენი, რამეთუ მეშინის, ნუუკუე შორის სამწყსოსა აღიტაცოს მგელმან ცხოვარი და წარიღოს უდბებითა ჩუენითა, რამეთუ უხილავ არს წყლულებაჲ სულისაჲ, და არავინ იცის კაცისაჲ, გარნა სულმან მისმან. და ამისთჳს სიტყუაჲ ჩემი ყოველთა მიმართ არს, ხოლო თითოეულმან, ვითარცა ენებოს, მიიღენ. რამეთუ მე არა უწყი, რომელი არს სნეულ, ანუ რომელი არს მრთელ, ამისთჳს ვიტყჳ მრავალსახეთა სიტყუათა: ოდესმე ანგაჰრებისათჳს, და კუალად ნაყროვანებისათჳს, და მერმე სიძვისათჳს, და კუალად მოწყალებისათჳს, რაჲთა ესრეთ თითოეულმან, რომელიცა ენებოს წამალი, მიიღოს, რამეთუ მეშინის, ნუუკუე ერთისა რაჲსმე ვნებისა კურნებასა ვიქმოდი მარადის, და უცნაურად სხუამან ვნებამან მოაკუდინოს ვინმე. ამისთჳს თჳთოსახეთა სიტყუათა ვიტყჳ, რაჲთა...
სახარებაჲ იოვანესი 2:11
10. და ჰრქუა მას: ყოველმან კაცმან კეთილი ღჳნოჲ პირველად წარმოდგის, და ოდეს დაითრვნიან, მაშინ უჯერესიცა. ხოლო შენ დაჰმარხე ღჳნოჲ კეთილი აქამომდე.11. ესე ქმნა დასაბამად სასწაულთა იესუ კანას გალილეაჲსასა და გამოუცხადა დიდებაჲ თჳსი, და ჰრწმენა მისი მოწაფეთა მისთა.12. ამისა შემდგომად შთავიდა იესუ კაპერნაუმდ, იგი და დედაჲ მისი და ძმანი მისნი და მოწაფენი მისნი მის თანა, და მუნ დაადგრა არა მრავალ დღე.
სახარებაჲ იოვანესი თავი 2