მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 2:1

1. და მესამესა დღესა ქორწილი იყო კანას გალილეაჲსასა, და მუნ იყო დედაჲ იესუჲსი.2. მიჰხადეს იესუს და მოწაფეთა მისთა ქორწილსა მას.
სახარებაჲ იოვანესი თავი 2
1. და მესამესა დღესა ქორწილი იყო კანას გალილეაჲსასა, და მუნ იყო დედაჲ იესუჲსი.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო მესამესა დღესა ქორწილი იყო კანას გალილეაჲსასა, და იყო დედაჲ იესუჲსი მუნ. და მიჰხადეს იესუს და მოწაფეთა მისთა ქორწილსა მას“ (2,1-2).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: სხუასა ჟამსა მითქუამს, ვითარმედ გალილეას შინა მეცნიერ იყო იგი, ამისთჳსცა მიჰხადეს იგი ქორწილსა მას. ხოლო არა თუ რაჲმე მაღლით გულისსიტყუაჲ აქუნდა მისთჳს, არამედ ვითარცა ერ-თი მრავალთაგანი და ვითარცა მეცნიერი მიჰხადეს, ხოლო მან არარაჲ უღირს-იჩინა, რომელმან-იგი ხატი მონებისაჲ შეიმოსა და მეზუერეთა და ცოდვილთა თანა ჯდის, რამეთუ მარადის ჩუენსა უმჯობჱსსა განაგებდა.

მათეს სახარების განმარტება - თავი XXVI
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
26:57-68 — სამსჯავრო კაიაფას წინაშე:

...გება, რასა-ეგე შეგწამებენ შენ? ხოლო იესუ დუმნა. მაშინ მღდელთ-მოძღუარმან მან ჰრქუა მას: გაფუცებ შენ ღმრთისა ცხოველისა, რაჲთა მითხრა ჩუენ, უკუეთუ შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისაჲ? ჰრქუა მას იესუ: შენ სთქუ:** - ჭეშმარიტად ცრუ მოწამენი იყვნენ ისინი, რადგანაც ქრისტეს არ უთქვამს: მე შემიძლია დავარღვიო, არამედ დაარღვიეთო (). არც ის უთქვამს: ტაძარი ღმრთისა, არამედ ტაძარი ესე, ანუ სხეული ჩემი, და არც ის: აღვაშენებო. არამედ: აღვადგენო. ამჯერად, ცხადია, რომ ისინი ცრუმოწმენი იყვნენ და ხმაზე ამტკიცებდნენ ქრისტემ თქვაო, რაც არ უთქვამს. ამიტომაც დუმდა ქრისტე, რომელმაც მათი უკანონო სამსჯავრო იხილა. ისინი, რომელნიც სასწაულებმა ვერ დაარწმუნეს, თავის მართლება როგორღა დაარწმუნებდათ? მღვდელმთავარმა ეს კითხვა იმიტომ მისცა, რომ მისი მკრეხელობაში ჩათრევა სურდა. თუ იგი ეტყოდა, რომ მე ვარო ძე ღმრთისა, ვითარცა მკრეხელს, განსჯიდა, ხოლო თუ უარყოფდა, საკუთარი თავის წინააღმდეგ მოწმედ ეყოლებოდა. მაგრამ უფალმა, ვინც ბრძენთ მათ ვერაგობაში იჭერდა ხოლმე, უპასუხა: შენ სთქუ, ან, რაც იგივეა: შენმა პირმა აღიარა, რომ მე ძე ღმრთისა ვარ.

64. ხოლო გეტყჳ თქუენ: ამიერითგან იხილოთ ძე კაცისაჲ მჯდომარე მარჯუენით ძლიერებასა და მომავალი ღრუბელთა თანა ცისათა. - უფალ...

სრულად ნახვა
თავი გ̂. რაჲთა არა საჴმარ იყვნენ სამართლობანი და სარჩელნი. და უფროჲსღა ურწმუნოთა წინაშე; რომელსა შინა იტყჳს, რაჲთა არავინ ისიძვიდეს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო ღმერთმან უფალიცა აღადგინა და ჩუენცა აღმადგინნეს ძალითა თჳსითა (6,14).:

...და ჰსუ უზომოდ; რაჲ არს აღსასრული მისი, თჳნიერ სიკუდილი და ხრწნილებაჲ!

ხოლო შენ რაჟამს გესმას ღმრთისა მამისა მიერ აღდგინებაჲ ძისაჲ, ნუ შეშფოთნები, ვითარმცა ქრისტე ვერ შემძლებელ იყო აღდგინებად თავისა თჳსისა, რამეთუ მისი არს სიტყუაჲ ესე ჴელმწიფებითი, ვითარმედ: "დაჰჴსენით ტაძარი ესე და მესამესა დღესა აღვადგინო ესე" () და "ჴელ-მეწიფების დადებად სულისა ჩემისაჲ, და მერმე კუალად მოღებად მისსა" (). და საქმესა შინა მოციქულთასა იტყჳს, ვითარმედ: "წარუდგინა თავი თჳსი ცხოველი" (). არამედ მოციქული ღმრთეებით ქმნილსა ყოველსა — ერთად და ზოგადად შეჰრაცხს მამისა და ძისად, რამეთუ, რასა-იგი მამაჲ იქმს, მას მე ეგრეთვე იქმს. ამისთჳს ერთ არს მოქმედებაჲ მათი. და ვითარცა-იგი მამაჲ, ეგრეთვე ძე ღმრთეებისა ბუნებითა თჳთ აღადგინებს კაცობრივსა მას გუამსა თჳსსა, რომელი-იგი, ვინაჲთგან მისსა, ცხად არს, ვითარმედ თავი რაჲ] აღდგეს, მის თანა აღდგომად არს ყოველი გუამი. გარნა, ვინაჲთაგან ქრისტეს აღდგომაჲ ქმნილ იყო და არღარა საეჭუელ იყო, ხოლო ჩუენი არღა ქმნილად ჯერეთ საეჭუელ არს, ამისთჳს მოციქულმან მისსა აღდგომასა არღარაჲ სიტ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ობ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა განვიდა იუდა, თქუა იესუ: აწ იდიდა ძჱ კაცისაჲ, და ღმერთიცა იდიდა მის თანა“ (13,31).:

...შეჰრისხნა, რამე-თუ შესლვაჲ სიკუდილსა შინა და სიკუდილისა მიერ ძლევაჲ სიკუდილისაჲ დიდებაჲ არს დიდი. და ესე არს, რომლისათჳს იტყოდა, ვითარმედ: „რაჟამს აღვმაღლდე, მაშინ სცნათ, რამეთუ მე ვარ“; და კუალად იტყჳს: „დაჰჴსენით ტაძარი ესე, და მესამესა დღესა აღვადგინო ეგე“; და კუალად თქუა: „სასწაული არა გეცეს თქუენ, გარნა სასწაული იგი იონაჲსი“. ; (16,4); რამეთუ ვითარ არა დიდი დიდებაჲ არს, რაჟამს შემდგომად სიკუდილისა შეუძლოს უმეტესი, ვიდრეღა უწინარეს სიკუდილისა? რამეთუ მოწაფეთა ქმნნეს უმეტესნი სასწაულნი, რაჲთა სარწმუნო იქმნას აღდგომაჲ.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ღმერთმანცა ადიდოს იგი თავისა თჳსისა თანა“ (13,32).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ არა თუ სხჳსა მიერ, არამედ თავისა თჳსისა მიერ.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და მეყსეულად ადიდოს იგი“ (13,32).

თ ა რ გ მ ა ნ ი: მეყსეულად ჯუარს-ცუმასა თანა, რამეთუ არა თუ შემდგომად მრავლისა ჟამისა, არცა ჟამსა მას აღდგომისასა მოელოდის, არა მაშინ გამოაჩინოს ბრწყინვალედ, არამედ მეყსეულად ჯუარსცუმასავე მისსა გამოჩნდეს დიდებულებაჲ მისი, რამეთუ მზჱ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესე ვერ გულისხმა-ყვეს მოწაფეთა მისთა, თუ მის-თჳს წერილ იყო“ (12,16).:

...რამეთუ ესე არა ეგევითარი არს, არამედ მშჳდი და სახიერი.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესე ვერ გულისხმა-ყვეს მოწაფეთა მისთა, თუ მის-თჳს წერილ იყო“ (12,16).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, ვითარ მრავალსა უმეცარ იყვნეს, რამეთუ იგი არა გამოუცხადებდა? და ოდეს-იგი თქუა, თუ: „დაჰჴსენით ტაძარი ესე, და მესამესა დღესა აღვაშენო იგი“, ვერ გულისხმა-ყვეს. და კუალად სხუაჲ მახარებელი იტყჳს, ვითარმედ: „იყო მათგან დაფარული სიტყუაჲ იგი“, ; (18,34) და არა იცოდეს, ვითარმედ ჯერ-არს მისი მკუდრეთით აღდგომაჲ, არამედ ესე სამართლად დაფარულ იყო, რამეთუ უზეშთაეს იყო საზომსა მათსა, ვითარცა სხუაჲ მახარებელი იტყჳს, ვითარმედ: „ესმა რაჲ თითოეულსა, შეწუხნეს და შეურვებულ იყვნეს“. ; (26,22) არამედ სიტყუაჲ ესე, კარაულისათჳს თქუმული, რად არა გამოეცხადა? რამე-თუ ესეცა დიდ იყო და უზეშთაეს მათისა საზომისა. ხოლო იხილე სიბრძნისმოყუარებაჲ ესე მახარებელთაჲ, ვითარ ყოლადვე არა ჰრცხუენის მათისა მის პირველისა უმეცრებისა გამოცხადებად, რამეთუ იცოდეს, ვითარმედ წერილ იყო, ხოლო ესე არა იცოდეს, „თუ მისთჳს იყო წერილ“, რამეთუ უკუეთუმცა პირველითგან ეცნა ყოველივე, ვითარ მიეცემოდა დ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „გარემოადგეს მას ჰურიანი იგი და ეტყოდეს: ვიდრემდის სულთა ჩუენთა წარგუჴდი? უკუეთუ შენ ხარ ქრისტე, მითხარ ჩუენ განცხადებულად“ (10,24).:

...ეთქუა, არამედ სხუათა სიტყუათა მიერ. რამეთუ უკუეთუმცა მათ თანა გონებაჲ მართალი იყო, საქმენი იგი მისნი არა კმა-ეყოფვოდესა ჩუენებად, თუ ვინ არს, რაჲთამცა სიტყჳთა მით აღეარა, და არღარამცა მისსა თქუმასა მოელოდეს? ხოლო აწ იხილე მათი იგი განდრეკილებაჲ, რამეთუ რაჟამს სიტყჳთ ასწავებნ, ეტყოდიან: „რასა სასწაულსა გჳჩუენებ?“ ; (6,30) და რაჟამს საქმით უჩუენებნ, მაშინ თქჳან: „უკუეთუ შენ ხარ ქრისტე, მითხარ ჩუენ განცხადებულად“. ეჰა სიბრმჱ! საქმენი ღაღადებდეს, და იგინი სიტყუათა ეძიებდეს, და რაჟამს სიტყუათა ასწავლინ მათ, საქმეთა სთხოვდიან, რამეთუ არა ჭეშმარიტებისათჳს ჰკითხვიდეს. ამისთჳსცა მცირედი რაჲ თქუა თავისა თჳსისათჳს, მეყსეულად ინებეს ქვისა დაკრებაჲ და გარემოდგომაჲცა, და კითხვაჲ მათი უკეთურებითა სავსე იყო: „გჳთხარო განცხადებულად“. და იგი მარადის განცხადებულად იტყოდა დღესასწაულთა შინა და ერსა შორის ტაძარსა შინა, არამედ მათ ამისთჳს წინაუყვეს სიტყუაჲ ესე ზაკუვისაჲ, ვითარმედ: „ვიდრემდის სულთა ჩუენთა წარგუჴდიო?“ რაჲთამცა პოვეს სიტყუათა შინა მისთა ბიწი, რამეთუ ყოლადვე რასაცა ჰკითხვიდეს, არა ამისთჳს ჰკითხვიდეს, რაჲთამცა ჭეშმარიტი ცნეს, არამედ რაჲთამცა მიზეზი პოვეს, ვითარცა-იგი რაჟამს ჰკითხეს, თუ: „ჯერარსა ხარკისა მიცემაჲ კეისრისაჲ ანუ არა?“...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მამათა თქუენთა ჭამეს მანანაჲ უდაბნოსა და მოკუდეს. ხოლო რომელი ჭამდეს ამის პურისაგან, არა მოკუდეს, არამედ ცხოვნდეს უკუნისამდე“ (6,49,51).:

...რიგად რაჲ სახელ-სდვა მას. და უკუეთუ ვინ იტყჳს, თუ: დაღაცათუ იოვანე ესე თქუა, გარნა ვერვე გულისხმა-ეყო მათ, - ხოლო ესე მეცა უწყი, გარნა არცა მოწაფეთა უწყოდეს, რამეთუ უკუეთუ აღდგომისათჳს ჯერეთ არარაჲ უწყოდეს, ამისთჳსცა ვერ გულისხმა-ყვეს სიტყუაჲ იგი, ვითარმედ: „დაჰჴსენით ტაძარი ესე, და მესამესა დღესა აღვაშჱნო იგი“. და ვინაჲთგან იგი ვერ გულისხმაყვეს, ესემცა არა უფროჲსად ვერ გულისხმა-ყვესა? რამეთუ ესენი ფრიად უძნელეს იყვნეს, ვიდრეღა იგინი; და კუალად ამისთჳსცა, რომელ-ესე იცოდეს, თუ წინაჲსწარმეტყუელნი სხუანიცა აღდგომილ არიან, გარნა ესე, ვის თუ ჴორცი ძისა კაცისაჲ უჭამიეს, არღასადა ასმიოდა, რამეთუ არცა ვის სადა უთქუამს ესე წინაჲსწარმეტყუელთაგანსა; არამედ ამას ყოველსა ზედა დაღაცათუ ვერ გულისხმა-ჰყოფდეს, შე-ვე-უდგეს მას და აღიარებდეს, ვითარმედ სიტყუანი ცხორებისა საუკუნოჲსანი ჰქონან. რამეთუ ესე არს საქმჱ მოწფისაჲ, რაჲთა არა გამოეძიებდეს საქმეთა მოძღურისა თჳსისათა, არამედ ოდენ ისმენდეს და ირწმუნებდეს მისსა და ჟამსა მარჯუესა მოელოდის, ოდეს შეუძლოს გულისხმის-ყოფად სიტყუათა მათ. ხოლო რომელთა-იგი წინააღმდგომი ქმნეს და წარვიდეს მისგან მართლუკუნ, ესე მათისა მის ბოროტებისა და უგულისხმოებისაგან იქმნა, რამეთუ რაჟამს ძიებაჲ შემოვიდეს, თუ: ესე ვითარ არს, და ი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამისთჳს უფროჲს ეძიებდეს მოკლვად იესუს, რამეთუ არა ხოლო შაბათსა დაჰჴსნიდა, არამედ ღმერთსაცა მამად თჳსა იტყოდა და თავსა თჳსსა სწორ-ჰყოფდა ღმრთისა. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: არა ძალ-უც ძესა თავით თჳსით საქმედ არცა ერთი რაჲ“ (5,18-19).:

...რამედ უფროჲსად დაამტკიცებდა.

ანუ მახარებელსამცა არა ეთქუაა, თუმცა ესრეთ იყო, ვითარმედ ქრისტე არა იტყოდა ამას ესრეთ, არამედ ჰურიანი ეჭუდეს ამას? ვითარცა-იგი სხუათა ადგილთა იქმს, რაჟამს სხუასა იტყჳნ უფალი, და იგინი სხუასა ეჭუდიან, ვითარცა-იგი თქუა რაჲ, ვითარმედ: „დაჰჴსენით ტაძარი ესე, და მესამესა დღესა აღვაშენო“, და მათ ტაძრისა მისთჳს გულისხმა-ყვეს, ხოლო მახარებელმან თქუა, ვითარმედ: „იესუ ტაძრისათჳს ჴორცთა მისთაჲსა იტყოდა“. და აქაცა უკუეთუმცა ესრეთ იყო, არამცა ეთქუაა, თუ ჰურიანი ამას გულისხმა-ჰყოფდეს, ხოლო ქრისტე არა ესრეთ იტყოდა? გარნა არასადა არს ესე ესრეთ.

ხოლო სიტყუაჲ ესე, რომელ თქუა უფალმან, ვითარმედ: „არა ძალუც ძესა თავით თჳსით საქმჱ არცა ერთი რაჲ“, არა თუ სწორებისა დამჴსნელი არს, ჵ კაცო, არამედ უფროჲსად დამამტკიცებელი. გარნა ისმინეთ განკრძალულად, რამეთუ არა მცირე საძიებელ არს სიტყუაჲ ესე, თუ: „თავით თჳსით ვერ ძალ-უც“, მრავალსა ადგილსა არს ძისათჳსცა და სულისა წმიდისა, და ჯერ-არს, რაჲთა კეთილად ვისწავოთ სიტყჳსა ამის ძალი, რაჲთა არავინ შთავარდებოდის ამის მიერ ცოდვასა. რამეთუ ვი-თარცა არს, და ესრეთ ვინ გულისხმა-ყოს იგი ლიტონად, იხილე, რაბამი ბოროტი იქმნას, რამეთუ არა თუ ესრეთ თქუა, თუ:...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამისა შემდგომად შთავიდეს კაფარნაუმდ იგი და დედაჲ მისი და ძმანი მისნი და მოწაფენი მის თანა, და მუნ დაადგრა არა მრავალ დღე. და მოახლებულ იყო პასექი ჰურიათაჲ. და აღვიდა იერუსალჱმდ და პოვა ტაძარსა მას შინა მოფარდული ზროხათა და ცხოვართა და ტრედთაჲ და მეკერმენი მსხდომარენი. და შექმნა შოლტი საბლისაჲ და ყოველი გამოასხა ტაძრისაგან“ (2,12-15).:

...ულისხმოებაჲ!

რამეთუ სასწაულსა ეძიებდეს დაცხრომად ბოროტისა მის საქმისა და ფრიადი იგი შური კეთილისაჲ არა აქუნდა სახედ მისისა დიდებულებისა და სათნოებისა. ხოლო მოწაფეთა მისთა, რომელნი სულისა სიკეთითა და სიწრფოებითა სავსე იყვნეს, მათ მოიჴსენეს წერილისაჲ, რომელი იტყჳს, ვითარმედ: „შურმან სახლისა შენისამან შემჭამა მე“, ; არამედ მათ არა მოიჴსენეს წინაჲსწარმეტყუელებაჲ იგი და ეტყოდეს: „რასა სასწაულსა მიჩუენებ ჩუენ?“ რამეთუ მწუხარე იქმნნეს, რომელ ანგაჰრებისა მათისა მიზეზი დაჴსნად ენება, რაჲთამცა სიტყუათა მათთა მიერ დააყენეს იგი. ამისთჳსცა უფალმან არა მისცა მათ სასწაული, ვითარცა-იგი პირველ, რაჟამს ითხოვდეს სასწაულსა. და უფალმან ჰრქუა მათ, ვითარმედ: „ნა-თესავი ბოროტი და მემრუშჱ სასწაულსა ეძიებს, და სასწაული არა ეცეს მას, გარნა სასწაული იონა წინაჲსწარმეტყუელისაჲ“. ; (16,4); და მაშინ ცხადად ჰრქუა მათ სიტყუაჲ იგი, ხოლო აქა - იგავითრე. და ამას იქმს მათისა მის უკუანაჲსკნელისა უგულისხმოებისათჳს, რამეთუ ხედვიდა სიბოროტესა გონებისა მათისასა; თუ არა, უკუეთუმცა არ ესრეთ იყო, არცამცა დააყენა ჩუენებად...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო იესუ კუალად ჴმა-ყო ჴმითა დიდითა და განუტევა სული“ (27,50).:

...ოკუდა და ჴმამან მისმან კრეტსაბმელი იგი განაპო და ქუეყანაჲ შეძრა და საფლავნი აღახუნა და მკუდარნი აღადგინნა.

ხოლო განპებაჲ იგი კრეტსაბმელისაჲ რაჲსათჳს იქმნა? არა თუ ტაძარი იგი შეურაცხ-ყო, რამეთუ თავადი იტყოდა: „ნუ ჰყოფთ სახლსა მამისა ჩემისასა სახლ სავაჭრო“, არამედ იგინი უღირსად გამოაჩინნა მას შინა ყოფისა. ამისთჳს განპებითა მით კრეტსაბმელისაჲთა მოასწავა სრულიადი იგი მოოჴრებაჲ მისი და უაღრესისა მიმართ შეცვალებაჲ საქმეთაჲ.

ეჰა საკჳრველი! ელისეს ზე მკუდარი ერთი შეეხო ძუალთა მისთა და აღდგა, და ყოველთა უკჳრდა. და აწ ჯუარსა ზედა დამოკიდებულმან ჴმი-თა თჳსითა ურიცხუნი მკუდარნი აღადგინნა არა ესრეთ ლიტონად, არამედ „ქუეყანაჲ შეიძრა, და კლდენი განსთქდეს“ (27,51), რაჲთამცა გულისჴმაყვეს ბრმათა მათ, ვითარმედ ჴელ-ეწიფებოდა მათიცა დადნობაჲ და წარწყმედაჲ. რომელმან კლდენი განაპნა და ქუეყანაჲ შეარყია და მზე დააბნელა, არამცა იგინი უადვილესად მოსწყჳდნაა, უკუეთუმცა ენება? გარნა არა ინება მათი განლევაჲ, არამედ ნივთთა მათ ზედა უსულოთა აჩუენა რისხვაჲ თჳსი, რაჲთა იგინი შეშინდენ და მოიქცენ. არამედ არა ინებეს შეგონებად.

რამეთუ ესრეთ არს შური. არა იცის უმჯობესისა გულისჴმის-ყოფაჲ, ვითარ-იგი მათ შეემთხჳა. და ამ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ერთმან იესუჲსთანამან მიყო ჴელი და იჴადა მახჳლი მისი და სცა მონასა მღდელთმოძღურისასა და წარჰკუეთა ყური მისი. მაშინ ჰრქუა მას იესუ: მიაქციე მახჳლი ადგილსავე თჳსსა, რამეთუ ყოველთა რომელთა აღიღონ მახჳლი, მახჳლითა წარწყმდენ. ანუ ჰგონებ, ვითარმედ ვერ ძალ-მიც ვედრებად მამისა ჩემისა, და წარმომიდგინოს მე აწ აქა უმრავლესი ათორმეტთა გუნდთა ანგელოზთაჲ? და ვითარ-მე აღესრულნენ წერილნი, რამეთუ ესრეთ ჯერ-არს ყოფად?“ (26,51-54).:

...-ეყოფოდა; ვინაჲთგან უკუე არა ამისთჳს იყო სიტყუაჲ მისი, ამისთჳს ორნიცა იგი მეტ იყვნეს. გარნა არა გამოუცხადა უფალმან სიტყუაჲ იგი, რამეთუ მრავალგზის ქმნის ესე: ოდეს ვერ გულისჴმა-ყვიან სიტყუაჲ მისი, თანაწარჰჴდის, რაჲთა საქმემან გულისჴმა-უყოს. ვითარცა-იგი ოდეს თქუა: „დაჰჴსენით ტაძარი ესე, და მესამესა დღესა აღვაშენო“, და მაშინ ვერ გულისჴმა-ყვეს, ხოლო ოდეს იგი აღდგა მკუდრეთით, მოეჴსენა, ვითარმედ ამისთჳს იტყოდა, ეგრეთვე აწ ზედამოსლვასა მას იუდაჲსსა და ჰურიათასა მოასწავებდა მახჳლისა ჴსენებითა, და მათ ვერ გულისჴმა-ყვეს.

ხოლო ვინაჲ აქუნდა მახჳლი მათ, ანუ რაჲ იყო მახჳლი იგი? დანაკები იყო, რომელ-იგი აქუნდა კრავისა მისთჳს პასექისა, რომელსა აღასრულებდეს წესისა მისებრ შჯულისა; და ესმა რაჲ ზედამოსლვაჲ იგი, აღიღეს ესე დანაკები, რაჲთა ჰბრძოდინ მოძღურისა თჳსისათჳს, სიყუარულისა მისთჳს, რომელ აქუნდა მისა მიმართ. იგი იჴადა პეტრე და სცა მონასა მას, ხოლო უფალმან აბრალა ფრიად და არა შეუნდო ვნებად მისა, არამედ მყის განკურნა საკჳრველად და გამოაჩინა ძალიცა თჳსი და სახიერებაჲ.

ეგრეთვე პეტრე აჩუენა სიყუარულიცა თჳსი და მორჩილებაჲცა, რამეთუ ჰბრძოდა მჴურვალედ უფლისათჳს, ხოლო უბრძანა რაჲ უფალმან მიქცევად მახჳლი ადგილსავე...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და შევიდა იესუ ტაძარსა მას და გამოასხა ყოველი განმსყიდელი და ყოველი, რომელი იყიდდა ტაძარსა მას შინა, და ტაბლები იგი მეკერმეთაჲ მათ დაამჴუა. და ჰრქუა მათ: წერილ არს: სახლსა ჩემსა სახლ სალოცველ ეწოდოს; ხოლო თქუენ გიყოფიეს იგი ქუაბ ავაზაკთა“ (21,12-13).:

...ყებასა მას სახარებისასასა იტყჳს, ხოლო მათე - აღსასრულსა. ამისთჳს საცნაურ არს, ვითარმედ ორგზის ქმნა ესე უფალმან სხუასა და სხუასა ჟამსა.

რამეთუ რომელსა იოვანე იტყჳს, დღეთა მათ პასექისათა იყო, ხოლო ესე, რომელსა მათე გჳთხრობს, უწინარეს პასექისა. მაშინ ჰრქუეს ჰურიათა: „რასა სასწაულსა მიჩუენებ ჩუენ, რამეთუ ამას იქმ?“ ხოლო აქა არარას ეტყჳან ესევითარსა. ესე უკუე უმეტესისა მის ჰურიათა გულფიცხელობისა სასწაული არს, რომელ ორგზის ამხილა, და არა დასცხრესვე ცუდთა მათ ვაჭრობათაგან. ხედვიდეს სასწაულთა მათ ურიცხუთა და წინააღმდგომად ღმრთისა ეტყოდეს წინააღმდგომნი იგი ჭეშმარიტებისანი; ესმოდეს სიტყუანი წინაჲსწარმეტყუელთანი და ყრმათა ღაღადებაჲ, და უფიცხეს ქვათა იყვნეს გულნი მათნი.

ამისთჳს უფალმან სიტყუანი ესაიაჲსნი აღუჴსენნა: „წერილ არსო: სახლსა ჩემსა სახლ სალოცველ ეწოდოს; ხოლო თქუენ გიყოფიეს იგი ქუაბ ავაზაკთა“ .

და არა ამათ ხოლო სიტყუათა მიერ აჩუენა ჴელმწიფებაჲ თჳსი, არამედ კურნებითაცა თითოფერთა სენთაჲთა, ვითარცა იტყჳს მახარებელი:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და მოუჴდეს მას ბრმანი და მკელობელნი ტაძარსა მას შინა, და განკურნნა იგინი“ (21,14).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ძალი და ჴელმწიფებაჲ თჳსი უჩუენა, რაჲთა ყოვლით კერძო უ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვითარცა აღვიდოდა იერუსალჱმდ, წარიყვანნა ათორმეტნი იგი მოწაფენი თჳსაგან და მგზავრ ეტყოდა მათ: აჰა ესერა აღვალ იერუსალჱმდ, და ძე კაცისაჲ მიეცეს მღდელთმოძღუართა და მწიგნობართა, და დასაჯონ იგი სიკუდილდ. და მისცენ იგი წარმართთა კიცხევად და ჯუარ-ცუმად, და მესამესა დღესა აღდგეს“ (20,17-19).:

...სა მას, და არა მოულოდებელად მოწევნამან მისმან უმეტესად შეაშფოთნეს იგინი. ხოლო თჳსაგან წარიყვანნა იგინი და იწყო სიტყუასა მას, რამეთუ არა ჯერ-იყო ერისა მიმართ ჯერეთ ვნებისა მისისათჳს სიტყუად. მიუთხრა ერსაცა ამის ჯერისათჳს, არამედ მიფარულადრე, ვითარ-იგი თქუა: „დაჰჴსენით ტაძარი ესე, და მესამესა დღესა აღვადგინო იგი“. და კუალად: „სასწაულსა ეძიებსო ნათესავი ესე, და სასწაული არა მიეცეს მას, გარნა სასწაული იონა წინაჲსწარმეტყუელისაჲ“. და ესევითართა სიტყუათა ეტყოდა იგავით და დაფარულად, ხოლო მოწაფეთა ვითარცა სხუასა ყოველსა გამოუცხადებდა, ეგრეთვე ვნებისა თჳსისათჳს ცხადად ეტყოდა.

ხოლო რაჲსათჳს ეტყოდა ერსა, ვინაჲთგან ვერ გულისჴმა-ჰყოფდეს? ამისთჳს, რაჲთა უკუანაჲსკნელ, ოდეს გულისჴმა-ყონ, ცნან, ვი-თარმედ წინაჲთვე იცოდა ყოველივე და ნეფსით მივიდოდა ვნებად, არა თუ იძულებით ანუ უმეცრებით. ხოლო მოწაფეთა პირველითგან სიკუდილსა ოდენ აუწყებდა, და რაჟამს ფრიად აუწყა სიტყუაჲ იგი და დააჩჳნა გონებანი მათნი, მერმე სხუაჲცა ყოველი მიუთხრა, ვითარმედ: „მისცენ იგი წარმართთა კიცხევად და ტანჯვად“. ხოლო ესე პირველითგან არა უთხრა, რაჲთა არა შეაშფოთნეს, არამედ იხილეს რაჲ ძლიერებანი და დიდებულებანი მისნი, და მისცნა მათ აღთქუმა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი მგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარცა-იგი იყო იონა მუცელსა ვეშაპისასა სამ დღე და სამ ღამე, ეგრეთ იყოს ძე კაცისაჲ გულსა ქუეყანისასა სამ დღე და სამ ღამე“ (12,40).:

...ვითარმედ შემდგომად სამისა დღისა აღვდგეო“.

ხოლო მოწაფეთა ვერ გულისჴმა-ეყვნეს სიტყუანი ესევითარნი აღდგომისათჳს, არამედ ოდეს მკუდრეთით აღდგა, მოეჴსენა მოწაფეთა, ვითარცა იოვანე იტყჳს სიტყჳსა მისთჳს, ვითარმედ: „დაჰჴსენით ტაძარი ესე, და მესამესა დღესა აღვადგინო იგი“. ეგრეთვე ესე არს. ხოლო აწ არა იცოდეს, არამედ მათ უკეთურთა აგრძნეს ძალი სიტყჳსა მისისაჲ, ამისთჳს უმეტესი სასჯელი მიეჴადოს მათ, რამეთუ არა უმეცრებით, არამედ ნეფსითი იყო უკეთურებაჲ მათი.

ხოლო იხილე, ვითარ გამოწულილვით თქუა: „ეგრეთ იყოსო ძე კაცისაჲ გულსა ქუეყანისასა“, რაჲთა დაფლვაჲ მოასწავოს, და ვერვინ უძლოს თქუმად, თუ: უცნებაჲ რაჲმე იყო; რამეთუ ამისთჳს სამ დღე განაგო საფლავსა შინა ყოფაჲ, რაჲთა ვერვინ ურწმუნო იქმნას სიკუდილსა მისსა; და არა ჯუარ-ცუმითა ხოლო დაამტკიცა ესე, არამედ სამ დღე დაფლვითაცა. რამეთუ აღდგომისა მოწამე-ყოფად იყო ყოველივე იგი შემდგომი ჟამი, ხოლო სიკუდილისა მისისა სამი იგი დღე იყო დამამტკიცებელ, რაჲთა აღდგომაჲცა სარწმუნო იქმნას და ჭეშმარიტ.

ხოლო ამასცა ვიეთნიმე გამოეძიებენ, თუ ვითარ არს სიტყუაჲ ესე, რამეთუ თქუა უფალმან: „ვითარცა-იგი იყო იონა მუცელსა ვეშაპისასა სამ დღე და სამ ღამე, ეგრე იყოს ძე კაცისაჲ გულსა ქუეყან...

სრულად ნახვა