მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 19:9

8. ვითარცა ესმა სიტყუაჲ ესე პილატეს, უფროჲს შეეშინა.9. და შევიდა კუალად მუნვე ტაძრად და ჰრქუა იესუს: ვინაჲ ხარ შენ? ხოლო იესუ სიტყუაჲ არა მიუგო მას.10. ჰრქუა მას პილატე: მე არას მეტყჳა? ანუ არა უწყია, რამეთუ ჴელმწიფებაჲ მაქუს ჯუარს-ცუმად შენდა და ჴელმწიფებაჲ მაქუს განტევებად შენდა?
სახარებაჲ იოვანესი თავი 19
9. და შევიდა კუალად მუნვე ტაძრად და ჰრქუა იესუს: ვინაჲ ხარ შენ? ხოლო იესუ სიტყუაჲ არა მიუგო მას.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ჩუენ შჯული გუაქუს, და შჯულისა ჩუენისაებრ თანააც სიკუდილი, რამეთუ თავი თჳსი ძედ ღმრთისა ყო“ (19,7).:

...,7-8) ნუუკუე ჭეშმარიტად იყოსო და ქმნას მან უჯეროებაჲ. ხოლო რომელთა-იგი ცნეს საქმით და სიტყჳთ ჭეშმარიტებაჲ, ვითარმედ ეგრეთ არს, და არა ეშინის, არამედ შემოიღეს სიტყუაჲ, ვი-თარმედ: „რომელი მეფედ ჰყოფს თავსა თჳსსა, იგი სიტყუას-უგებს კეისარსა“ (19,12), ამისთჳს კუალად ჰკითხა პილატე, ხოლო იესუ არარაჲ მიუგო, რამეთუ რომელსა-იგი ჰრქუა, ვითარმედ: „მე ამისთჳს შობილ ვარ და მოსრულ ვარ, და მეუფებაჲ ჩემი არა ამის სოფლისაგან არს“, და ამას ყოველსა ზედა კუალად ჰურიათაჲ ჰრწმენა, რადღამცა მიუგო მას? და რამეთუ უჴმდა, რაჲთამცა კეთილად გამოიძია, თუ ოდეს გამოაჩინა მან მძლავრებაჲ კეისარსა ზედა, და არა გამოიძია ჭეშმარიტებით, ამისთჳს უფალმან არარაჲ მიუგო, რამეთუ იცოდა, ვითარმედ ამაოდ ჰკითხავს ყოველსა, და ამისთჳსცა, რამეთუ ვინაჲთგან საქმენი წამებდეს, არა ინება სიტყჳთა ძლევაჲ, და გამოაჩინებსცა, ვითარმედ ნებსით მივალს ვნებად. ხოლო რაჟამს დადუმნა და არღარას იტყოდა, ჰრქუა მას პილატე:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მე არას მეტყჳა? არ იცია, რამეთუ ჴელმწიფებაჲ მაქუს ჯუარს-ცუმად შენდა და ჴელმწიფებაჲ მაქუს განტევებად შენდა?“ (19,10).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, ვითარ თავი თჳსი დასაჯა თჳთვე? რამეთუ უკუეთუ შენ გაქუს ყოვლისავე ჴელმწიფებაჲ, უბადრუკო და ამაოო, რამეთუ მიზეზს...

სრულად ნახვა