მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 19:7

6. და ვითარცა იხილეს იგი მღდელთ-მოძღუართა მათ და მსახურთა, ღაღად-ყვეს და თქუეს: ჯუარს-აცუ, ჯუარს-აცუ ეგე! ჰრქუა მათ პილატე: მიიყვანეთ ეგე თქუენ და ჯუარს-აცუთ, რამეთუ მე მაგის თანა ბრალსა არარას ვჰპოებ.7. მიუგეს ჰურიათა და ჰრქუეს მას: ჩუენ სჯული გუაქუს და, სჯულისა ჩუენისაებრ თანა-აც სიკუდილი, რამეთუ თავი თჳსი ძედ ღმრთისა ყო.8. ვითარცა ესმა სიტყუაჲ ესე პილატეს, უფროჲს შეეშინა.
სახარებაჲ იოვანესი თავი 19
7. მიუგეს ჰურიათა და ჰრქუეს მას: ჩუენ სჯული გუაქუს და, სჯულისა ჩუენისაებრ თანა-აც სიკუდილი, რამეთუ თავი თჳსი ძედ ღმრთისა ყო.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ჩუენ შჯული გუაქუს, და შჯულისა ჩუენისაებრ თანააც სიკუდილი, რამეთუ თავი თჳსი ძედ ღმრთისა ყო“ (19,7).:

...მნა აღსრულებად სიტყუასა მას წინაჲსწარმეტყუელისასა, ვი-თარმედ: „იგი არა აღაღებს პირსა. სიმდაბლითა თჳსითა საშჯელი მისი მიეღო“. ; ხოლო პილატე შეშინდა, ესმა რაჲ, ვითარმედ: „ძე ღმრთისა ჰყოფს თავსა თჳსსა“, ნუუკუე ჭეშმარიტად იყოსო და ქმნას მან უჯეროებაჲ. ხოლო რომელთა-იგი ცნეს საქმით და სიტყჳთ ჭეშმარიტებაჲ, ვითარმედ ეგრეთ არს, და არა ეშინის, არამედ შემოიღეს სიტყუაჲ, ვი-თარმედ: „რომელი მეფედ ჰყოფს თავსა თჳსსა, იგი სიტყუას-უგებს კეისარსა“ (19,12), ამისთჳს კუალად ჰკითხა პილატე, ხოლო იესუ არარაჲ მიუგო, რამეთუ რომელსა-იგი ჰრქუა, ვითარმედ: „მე ამისთჳს შობილ ვარ და მოსრულ ვარ, და მეუფებაჲ ჩემი არა ამის სოფლისაგან არს“, და ამას ყოველსა ზედა კუალად ჰურიათაჲ ჰრწმენა, რადღამცა მიუგო მას? და რამეთუ უჴმდა, რაჲთამცა კეთილად გამოიძია, თუ ოდეს გამოაჩინა მან მძლავრებაჲ კეისარსა ზედა, და არა გამოიძია ჭეშმარიტებით, ამისთჳს უფალმან არარაჲ მიუგო, რამეთუ იცოდა, ვითარმედ ამაოდ ჰკითხავს ყოველსა, და ამისთჳსცა, რამეთუ ვინაჲთგან საქმენი წამებდეს, არა ინება სიტყჳთა ძლევაჲ, და გამოაჩინებსცა, ვითარმედ ნებსით მ...

სრულად ნახვა