...თარმედ: "ნუ დღესასწაულსა ამას" (), ესე იგი არს, რაჲთა არა ყოველთა წინაშე სიკუდილითა ჭეშმარიტითა მათ ყოველთავე ეუწყოს, ვითარმედ ჭეშმარიტებით მოკუდა, და კუალად დიდებით აღდგომითა მძლე ექმნა სიკუდილსა. ხოლო პილატეს მიერ ჰუარიათა ეტყოდა: "მიიყვანეთ ეგე თქუენ და ჯუარს-აცუთ" (). ესე იგი არს —თჳსაგან დაფარულად. გარნა ვერ აღისრულა ნებაჲ თჳსი, არამედ დღესასწაულსა მსოფლიოსა, წინაშე ყოველთა თესლთა და შორის ყოვლისა ქუეყანისა ჯუარსა დამოეკიდა განჩინებითა მთავრისაჲთა და ზედა-წერილითა სამთა ენათაჲთა, და ესრეთ, კადნიერებით სიკუდილითა თჳსითა განაქიქნა ყოველნი ძალნი საეშმაკონი, რამეთუ ვითარ არა უზეშთაეს იყო საკჳრველებათა, რაჟამს ჴელით და ფერჴით დამშჭუალულმან მხოლომან დასცნა ბევრეულნი იგი, რომელნი ეკუეთნეს მას, რაჟამს სანადიროჲთა ჴორცთა თჳსთაჲთა განაწონა შთანთქმად მისსა მოსრულსა მას და მოითრია ვეშაპი სამჭედურითა; და ესრეთ მიუხუნა მას, რომელნი ჰქონდეს საუკუნითგან, რაჟამს სიკუდილსა შინა მკლველ იქმნა სიკუდილისა. გარნა შესაძლებელ იყო მეყსა შინა აღდგინებაჲ ჴორცთა მათ საუფლოთაჲ, არამედ რაჲთა არა საოცარ იქმნეს ჴორცთა შესხმაჲ, ამისთჳს ყოველივე სრულ იქმნა მის ზედა წინაშე ყოველთასა — ჯუარცუმაჲ და სიკუდილი, დაფლვაჲ და დაცვა...
სახარებაჲ იოვანესი 19:6
5. გამოვიდა იესუ გარე, და ედგა ეკლისა იგი გჳრგჳნი და ძოწეული სამოსელი. და ჰრქუა მათ პილატე: აჰა კაცი იგი!6. და ვითარცა იხილეს იგი მღდელთ-მოძღუართა მათ და მსახურთა, ღაღად-ყვეს და თქუეს: ჯუარს-აცუ, ჯუარს-აცუ ეგე! ჰრქუა მათ პილატე: მიიყვანეთ ეგე თქუენ და ჯუარს-აცუთ, რამეთუ მე მაგის თანა ბრალსა არარას ვჰპოებ.7. მიუგეს ჰურიათა და ჰრქუეს მას: ჩუენ სჯული გუაქუს და, სჯულისა ჩუენისაებრ თანა-აც სიკუდილი, რამეთუ თავი თჳსი ძედ ღმრთისა ყო.
სახარებაჲ იოვანესი თავი 19