მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 19:42

41. იყო ადგილსა მას, სადა ჯუარს-ეცუა, მტილი, და მტილსა მას შინა საფლავი ახალი, რომელსა არავინ დადებულ იყო.42. მუნ დადვეს გუამი იესუჲსი პარასკევისათჳს ჰურიათაჲსა, რამეთუ მახლობელ იყო საფლავი იგი.
სახარებაჲ იოვანესი თავი 19
42. მუნ დადვეს გუამი იესუჲსი პარასკევისათჳს ჰურიათაჲსა, რამეთუ მახლობელ იყო საფლავი იგი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამისა შემდგომად ჰკითხა პილატეს იოსებ არიმა-თიელმან, რამეთუ იყო იგიცა მოწაფჱ იესუჲსი“ (19,38).:

...სა საფლავსა დაიდვა, ; ; რაჲთა არავისი სხჳსაჲ საგონებელ იყოს აღდგომაჲ, არამედ მისი, და რაჲთა მოწაფენი ადვილად მივიდოდიან, რამეთუ ახლოს იყო ადგილი იგი, და დაფლვისაცა რაჲთა მოწამე იყვნენ არა იგინი ოდენ, არამედ თჳთ მტერნიცა, რაჲთა ვერვინ თქუას, თუ: არა დაეფლა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ერთსა მას შაბათსა მარიამ მაგდანელი მოვიდა გან-თიად, ვიდრე ბნელღა იყო, საფლავსა მას და იხილა ლოდი იგი აღებული კარისა მისგან საფლავისა“ (20,1).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ერთსა მას შაბათსა, რომელ არს კჳრიაკჱ, მოვიდა იგი; ხოლო იესუ აღდგა, იდვა რაჲ ლოდი ზედა საფლავსა, და ბეჭედნი იყვნეს მას ზედა, და ვინაჲთგან ჯერ-იყო, რაჲთამცა სხუათაცა ყოველ-თა იხილეს იგი, შემდგომად აღდგომისა მისისა აღეღო ლოდი იგი, რომლისათჳს, გარდაჴდა რაჲ შაბათი, მოვიდა მუნ მარიამ, რამეთუ ფრიადი მოსწრაფებაჲ აქუნდა უფლისათჳს, და იხილა რაჲ აღებული ლოდი, მირბიოდა თხრობად მოწაფეთა, რაჲთამცა ცნა, თუ სადა არს გუამი მისი. რამეთუ ამისთჳს თქუა, ვითარმედ: „აღიღეს უფალი ჩემი საფლავისაგან, და არა უწყი, სადა დადვეს იგი“ (20,2). ჰხედავა, რამეთუ არარაჲ იცოდა მ...

სრულად ნახვა