მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 19:4

3. და მოვიდიან მისა და ეტყჳედ მას: გიხაროდენ, მეუფეო ჰურიათაო! და სცემდეს ყურიმალსა.4. გამოვიდა უკუე კუალად გარე პილატე და ჰრქუა მათ: აჰა გამოვიყვანო იგი გარე თქუენდა, რაჲთა სცნათ, რამეთუ მის თანა არცა ერთი ბრალი ვპოე.5. გამოვიდა იესუ გარე, და ედგა ეკლისა იგი გჳრგჳნი და ძოწეული სამოსელი. და ჰრქუა მათ პილატე: აჰა კაცი იგი!
სახარებაჲ იოვანესი თავი 19
4. გამოვიდა უკუე კუალად გარე პილატე და ჰრქუა მათ: აჰა გამოვიყვანო იგი გარე თქუენდა, რაჲთა სცნათ, რამეთუ მის თანა არცა ერთი ბრალი ვპოე.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პდ
წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მე ამისთჳს შობილ ვარ და ამისთჳს მოვივლინე სოფლად, რაჲთა ვწამო ჭეშმარიტი. და ყოველი რომელი იყოს ჭეშმარიტებისაგან, ისმინოს ჴმისა ჩემისაჲ“ (18,37).

თ ა რ გ მ ა ნ ი: საკჳრველ არს სულგრძელებაჲ, და ვითარცა ნავთსაყუდელად მიიყვანებს სულსა დაწყნარებად და განათავისუფლებს ღელვათაგან და სულთაგან ბოროტთა. და ესე ქრისტემან მრავალგან გუასწავა, ხოლო უფროჲსად, რაჟამს-იგი შეიპყრეს ჰურიათა, რამეთუ ანასცა ფრიადითა დაწყნარებულებითა მიუგო და მონასა მას, რომელმან სცა ყურიმალსა, ჰრქუნა სიტყუანი ფრიადისა სულგრძელებისა და ურისხველობისანი; და კუალად კაიაფაჲსა და მერმე პილატესა მივიდა და ესეზომსა ჟამსა ფრიადი აჩუენა სიმშჳდე. და იტყოდეს იგინი, ვითარმედ: ბოროტისმოქმედი არს, და მხილებაჲ ვერ ძალ-ედვა, და იგი დუმნავე. ხოლო რაჟამს ჰკითხა პილატე მეუფებისათჳს, მაშინ ჰრქუა მას, რაჲთამცა ასწავა და აღიყვანა გონებაჲ მისი სიმაღლედ. ხოლო პილატე რაჲსათჳს თჳსაგან შეიყვანებს და არა ჰკითხავს მათ წინაშე? ამისთჳს, რამეთუ აქუნდა მისთჳს დიდი რაჲმე გულისსიტყუაჲ, და რაჲთა არა დაუხრწევდეს ამბოხებაჲ მათი, ამისთჳს თჳსაგან ჰკითხა, რაჲთამცა ცნა ყოველივე...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამისა შემდგომად ჰკითხა პილატეს იოსებ არიმა-თიელმან, რამეთუ იყო იგიცა მოწაფჱ იესუჲსი“ (19,38).:

...ვითარცა დაშჯილი, არამედ ვითარცა წეს არს ჰურიათა, ვითარცა დიდი რაჲმე და საკჳრველი. და ვინაჲთგან მიმწუხრ იყო, დადვეს მახლობელსა მას საფლავსა. და ესეცა განგებულებით იქმნა, რომელ ახალსა საფლავსა დაიდვა, ; ; რაჲთა არავისი სხჳსაჲ საგონებელ იყოს აღდგომაჲ, არამედ მისი, და რაჲთა მოწაფენი ადვილად მივიდოდიან, რამეთუ ახლოს იყო ადგილი იგი, და დაფლვისაცა რაჲთა მოწამე იყვნენ არა იგინი ოდენ, არამედ თჳთ მტერნიცა, რაჲთა ვერვინ თქუას, თუ: არა დაეფლა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ერთსა მას შაბათსა მარიამ მაგდანელი მოვიდა გან-თიად, ვიდრე ბნელღა იყო, საფლავსა მას და იხილა ლოდი იგი აღებული კარისა მისგან საფლავისა“ (20,1).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ერთსა მას შაბათსა, რომელ არს კჳრიაკჱ, მოვიდა იგი; ხოლო იესუ აღდგა, იდვა რაჲ ლოდი ზედა საფლავსა, და ბეჭედნი იყვნეს მას ზედა, და ვინაჲთგან ჯერ-იყო, რაჲთამცა სხუათაცა ყოველ-თა იხილეს იგი, შემდგომად აღდგომისა მისისა აღეღო ლოდი იგი, რომლისათჳს, გარდაჴდა რაჲ შაბათი, მოვიდა მუნ მარიამ, რამეთუ ფრიადი მოსწრაფებაჲ აქუნდა უფლისათჳს, და იხილა რაჲ აღებული ლოდი, მირბიოდა თხრობად...

სრულად ნახვა