მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 19:39

38. ამისა შემდგომად ჰკითხა პილატეს იოსებ, რომელი იყო არიმათიაჲთ, რამეთუ იყო იგი მოწაფე იესუჲსი ფარულად, შიშისათჳს ჰურიათაჲსა რაჲთა აღიღოს გუამი იესუჲსი. და უბრძანა მას პილატე, მოვიდა და აღიღო გუამი მისი.39. მოვიდა ნიკოდიმოსცა, რომელი-იგი მოსრულ იყო იესუჲსა ღამე პირველ, და მოიღო აღრეული მურისა და ალოჲსაჲ ვითარ ასი ლიტრაჲ.40. და მოიღეს გუამი იესუჲსი და შეგრაგნეს იგი ტილოებითა სულნელთა მათ თანა, ვითარცა ჩუეულებაჲ არს ჰურიათა დაფლვისაჲ.
სახარებაჲ იოვანესი თავი 19
39. მოვიდა ნიკოდიმოსცა, რომელი-იგი მოსრულ იყო იესუჲსა ღამე პირველ, და მოიღო აღრეული მურისა და ალოჲსაჲ ვითარ ასი ლიტრაჲ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ერთსა მას შაბათსა მარიამ მაგდანელი მოვიდა გან-თიად, ვიდრე ბნელღა იყო, საფლავსა მას და იხილა ლოდი იგი აღებული კარისა მისგან საფლავისა“ (20,1).:

...ცა ვის სხუასა ადგილსა მიეცვალა, რადმცა განეშიშულა გუამი მისი? და უკუე-თუმცა ვის მოეპარა, რადმცა დაეტევა მუნ ესე ყოველი? ანუ რადმცა ზრუნვიდა შეკეცასა და თჳსაგან დადებასა სუდარისასა? არამედ ვითარცა პოვა, აღიღომცა. რამეთუ ამისთჳს პირველვე თქუა მახარებელმან, ვი-თარმედ: „მოიღეს აღრეული მურისა და ალოჲსა ასი ლიტრაჲ“, რომელიიგი უფროჲს ტყჳვისა შეჰკრავს ტილოსა და გუამსა; რაჲთა ოდეს გესმეს, ვითარმედ ტილონი ისხნეს თჳსაგან, არა ისმინო მათი, რომელნი იტყჳან, ვითარმედ: „წარიპარეს“. რამეთუ ვინმცა იყო უგუნური იგი მპარავი, რომელიმცა ესეოდენსა შრომასა შეიმთხუევდა, მურითა დაწებულისა მის აღჴდასა? ანუ ვითარმცა დაეფარა, ვიდრემცა მას ყოველსა იქმოდა? ხოლო რაჲსათჳს, რამეთუ ტილონი კიდე ისხნეს, და სუდარი იგი თჳსაგან შეკეცილი? რაჲთა სცნა, ვითარმედ არა მოსწრაფედ და შიშით ქმნილი რაჲმე იყო საქმჱ იგი, რამეთუ ესრეთ დაწყნარებულად იგი თჳსაგან და იგი თჳსაგან შეეკეცა და დაედვა დაწესებულად, რომლისათჳს მოწაფეთა იხილეს ესე ყოველი და ცნეს, ვითარმედ არცა წარპარულ არს და არცა სხუასა ადგილსა დადებულ არს, და ჰრწმენა აღდგომაჲ. ხოლო იხილე აქაცა მახარებელისა სიმდაბლჱ, ვითარ იტყჳს თავისა თჳსისათჳს, ვითარმედ პირველ მივიდა და არა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „იყო ვინმე კაცი ფარისეველთაგანი, ნიკოდემოს სახელი მისი, მთავარი ჰურიათაჲ. ესე მოვიდა მისა ღამე“ (3,1-2).:

...ცა სახარებასა ჩანს, ვითარმედ იღუწიდა ქრისტესათჳს, რამეთუ ეტყოდა მათ, ვითარმედ: „შჯული ჩუენი არავის შჯის, უკუეთუ არა პირველად ისმინოს მისგან“. და კუალად ჟამსა ვნებისასა ფრიადი მოღუაწებაჲ აჩუენა, რამეთუ მოვიდა ღამით ნიკოდემოსცა და მოიღო მური და ალოჲ ასი ლიტრაჲ, და აწცა ქრისტეს მიმართ აქუნდა სარწმუნოებაჲ, არამედ არა ვითარცა ჯერ-არს; ამისთჳსცა ღამით მოვიდა მისა, რამეთუ დღისი ეშინოდა, არამედ კაცთმოყუარემან უფალმან არავე გარემიაქცია, არცა გამოაჴუა თჳსისა სწავლისაგან, არამედ ასწავნა სწავლანი მაღალნი და დიდნი. ხოლო ისმინე, რასა იტყჳს ნიკოდემოს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაბი, ვიცი, რამეთუ ღმრთისა მიერ მოსრულ ხარ შენ მოძღურად, რამეთუ ვერვის ჴელ-ეწიფების სასწაულთა ამათ საქმედ, რომელთა შენ იქმ, უკუეთუ არა ღმერთი იყოს მის თანა“ (3,2).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჯერეთ კაცობრივი გულისსიტყუაჲ აქუნდა ნიკოდემოსს და ვითარცა წინაჲსწარმეტყუელსა ვისმე, ესრეთ ეტყოდა: „ვიცი, რამეთუ ღმრთისა მიერ მოვლინებულ ხარ მოძღურად“. არამედ ქრისტემან არარაჲ ამხილა, თუ: რად კაცობრივი გულისსიტყუაჲ გაქუს ჩემთჳს? რამეთუ თჳთ უფალი იტყჳს, ვითარმედ: „არა მოვედ, რაჲთა დავსაჯო სოფელი, არამედ რაჲთა ვაცხოვნო სოფელი“....

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა შემწუხრდა, მოვიდა კაცი მდიდარი არიმათიაჲთ, სახელით იოსებ, რომელ იგიცა მოწაფე ყოფილ იყო იესუჲსა. ესე მოვიდა პილატესა და გამოითხოვა გუამი იესუჲსი. მაშინ პილატე უბრძანა მიცემად გუამი იგი მისი. და მოიღო გუამი იგი მისი იოსებ და შეჰგრაგნა იგი ამრენაკსა წმიდასა და დადვა იგი ახალსა მისსა საფლავსა, რომელი გამოეკუეთა კლდისა მისგან, და მოაგორვა ლოდი დიდი კარსა მას საფლავისასა და წარვიდა“ (27,57-60).:

...ეხო რაჲ ფესუსა სამოსლისა მისისასა, განიკურნა, მე შეხებითა წმიდისა ამის გუამისაჲთა არამცა წმიდა ვიქმენა? მოვიდა ნიკოდემოსცა, ვითარცა იოვანე გუასწავებს, და წარგრაგნეს იგი ამრენაკსა წმიდასა მურითა და ალოჲთა, ლმობიერად და ცრემლითა მჴურვალითა, და დადვა იგი იოსებ საფლავსა თჳსსა ახალსა, სადა არავინ დადებულ იყო. და ესეცა სასწაული ქმნა იოსებ თჳსისა მის სიყუარულისა და სიმჴნისა. ხოლო იქმნა ახალსა მას საფლავსა დადებაჲ განგებულებით, რაჲთა ვერვინ უძლოს იჭჳსა შემოღებად, ნუუკუე სხუაჲ ვინმე აღდგა; არამედ გამობრწყინდეს, ვითარმედ ქრისტესი დაიდვა გუამი, და იგივე აღდგა მესამესა დღესა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „იყო მუნ მარიამ მაგდანელი და სხუაჲ იგი მარიამ, და სხდეს წინაშე საფლავსა მას“ (27,61).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ამათიცა გული მჴურვალე იყო და უშიშ. ამისთჳსცა განუშორებელ იყვნეს საფლავისაგან და ეძიებდეს ჟამსა მიღებად ნელსაცხებელი და ცხებად გუამსა უფლისასა, არამედ ვერ ეძლო, რამეთუ ჯერეთ მცველნი დგეს მუნ და ერი მრავალი იქცეოდა.

სწავლაჲ პჱ მოწყალებისათჳს

და აწ ჩუენ, ძმანო, ვჰბაძვიდეთ მენელსაცხებლეთა მათ დედათა; ნუ დაუტეობთ იესუს ჟამსა განსაცდელისასა. მათ სული თჳსი დადვეს მის-თჳს და შემდგომად აღსრულებისაცა ჰმსახურებდეს, ხოლო ჩუენ არცა თუ მშიერი რაჲ ვიხილ...

სრულად ნახვა