მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 19:38

37. და სხუაჲ წერილი იტყჳს: იხილონ, რომელსა-იგი უგმირეს.38. ამისა შემდგომად ჰკითხა პილატეს იოსებ, რომელი იყო არიმათიაჲთ, რამეთუ იყო იგი მოწაფე იესუჲსი ფარულად, შიშისათჳს ჰურიათაჲსა რაჲთა აღიღოს გუამი იესუჲსი. და უბრძანა მას პილატე, მოვიდა და აღიღო გუამი მისი.39. მოვიდა ნიკოდიმოსცა, რომელი-იგი მოსრულ იყო იესუჲსა ღამე პირველ, და მოიღო აღრეული მურისა და ალოჲსაჲ ვითარ ასი ლიტრაჲ.
სახარებაჲ იოვანესი თავი 19
38. ამისა შემდგომად ჰკითხა პილატეს იოსებ, რომელი იყო არიმათიაჲთ, რამეთუ იყო იგი მოწაფე იესუჲსი ფარულად, შიშისათჳს ჰურიათაჲსა რაჲთა აღიღოს გუამი იესუჲსი. და უბრძანა მას პილატე, მოვიდა და აღიღო გუამი მისი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამისა შემდგომად ჰკითხა პილატეს იოსებ არიმა-თიელმან, რამეთუ იყო იგიცა მოწაფჱ იესუჲსი“ (19,38).:

...ფჱ იყო იგი სამეოცდაათთაგანი, და სთხოვა პილატეს გუამი უფლისაჲ, ხოლო მან მისცა, რამეთუ რადმცა ჰშურდა, ვინაჲთგან მოეკლა? და შეეწია იოსებს ნიკოდემოსცა და პატივით დაჰმარხეს. რამეთუ ვითარცა ლიტონი კაცი შეერაცხა, ამისთჳს მიეხუნეს ესე სულნელებანი, რომელნი დასცვიდეს გუამსა მკუდრისასა განუხრწნელად მრავალ ჟამ. და ამის მიერ საცნაურ არს, ვითარმედ ვითარცა კაცსა ჰხედვიდეს და დიდი სიყუარული და პატივი აჩუენეს მათ, დაღაცათუ არა ვითარცა სრულსა ღმერთსა ჰხედვიდეს. იხილე, ვითარ არავინ ათორმეტთაგანი მივიდა: არცა პეტრე, არცა იოვანე, არცა ვინ სხუათა წარჩინებულთაგანი, და ამასცა არა დაჰფარავს მახარებელი. რამეთუ უკუეთუ შიშისათჳს ვინ თქუას ჰურიათაჲსა, მათცა ეშინოდა და მოვიდესვე. ხოლო იოვანე მუნ დგა, განუტევა რაჲ სული, და არარაჲ ქმნა ესევითარი. არამედ მე ვჰგონებ, ვითარმედ ამისთჳს იქმნა ესე, რამეთუ ესენი კაცნი იყვნეს ფრიად საჩინონი, და პილატჱსიცა მეცნიერი იყო იოსებ, და ითხოვა მისგან და აღიღო, და დაჰმარხეს არა ვითარცა დაშჯილი, არამედ ვითარცა წეს არს ჰურიათა, ვითარცა დიდი რაჲმე და საკჳრველი. და ვინაჲთგან მიმწუხრ იყო, დადვეს მახლობელსა მას საფლავსა. და ესეცა განგებულებით იქმნა, რომელ ახალსა საფლავსა დაიდვა,

სრულად ნახვა