მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 19:35

34. არამედ ერთმან ერისაგანმან ლახურითა უგუმირა გუერდსა მისსა, და მეყსეულად გარდამოჴდა სისხლი და წყალი.35. და რომელმან იხილა, წამა, და ჭეშმარიტ არს წამებაჲ მისი, და მან უწყის, რამეთუ ჭეშმარიტსა იტყჳს, რაჲთა თქუენცა გრწმენეს.36. რამეთუ იყო ესე, რაჲთა წერილი აღესრულოს, ვითარმედ: ძუალი მისი არა შეიმუსროს.
სახარებაჲ იოვანესი თავი 19
35. და რომელმან იხილა, წამა, და ჭეშმარიტ არს წამებაჲ მისი, და მან უწყის, რამეთუ ჭეშმარიტსა იტყჳს, რაჲთა თქუენცა გრწმენეს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და რომელმან იხილა, წამა, და ჭეშმარიტ არს წამებაჲ მისი“ (19,35).:

...თქუმულ არს, არამედ სახჱ იგი ამის ჭეშმარიტებისათჳს იყო. ჰხედავა, ვითარ ისწრაფის დამტკიცებად სიტყუათა ამათ და სარწმუნო-ყოფად შეურაცხისა მის საქმისა? რამე-თუ ჯუარ-ცუმისა უმეტესი შეურაცხებაჲ იყო გუამისა მის მომკუდრისა მოწყლვაჲ. არამედ იტყჳს მახარებელი, ვითარმედ: „ესე ყოველი ვთქუ მოსწრაფებით, რაჲთა გრწმენეს“. ნუმცა ვინ უკუე ურწმუნო არს, ნუცა ჰრცხუენის და დაჰფარავს ჩუენთა ამათ საქმეთა, რამეთუ უფროჲსად რომელნი ვითარცა შეურაცხებისა და ყუედრებისა მიზეზად ჩანან, იგინი არიან ჩუენნი კეთილნი და პატიოსნებანი.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამისა შემდგომად ჰკითხა პილატეს იოსებ არიმა-თიელმან, რამეთუ იყო იგიცა მოწაფჱ იესუჲსი“ (19,38).

თ ა რ გ მ ა ნ ი: მოწაფჱ იყო იგი სამეოცდაათთაგანი, და სთხოვა პილატეს გუამი უფლისაჲ, ხოლო მან მისცა, რამეთუ რადმცა ჰშურდა, ვინაჲთგან მოეკლა? და შეეწია იოსებს ნიკოდემოსცა და პატივით დაჰმარხეს. რამეთუ ვითარცა ლიტონი კაცი შეერაცხა, ამისთჳს მიეხუნეს ესე სულნელებანი, რომელნი დასცვიდეს გუამსა მკუდრისასა განუხრწნელად მრავალ ჟამ. და ამის მიერ საცნაურ არს, ვითარმედ ვითარცა კაცსა ჰხედვიდეს და დიდი სიყუარული და პატივი აჩუენეს მათ, დაღაცათუ არა ვითარცა სრულსა ღმერთსა ჰხედვიდ...

სრულად ნახვა