მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 19:30

29. დგა მუნ ჭურჭელი ძმრითა სავსე. და მათ ღრუბელი აღავსეს ძმრითა მით უსუპსა თანა და დაადგეს ლერწამი და მიუპყრეს პირსა მისსა.30. და ოდეს მიიღო ძმარი იგი იესუ, თქუა: ესეცა წერილი აღსრულებულ არს. და მიიდრიკა თავი და განუტევა სული.31. ხოლო ჰურიათა მათ, რამეთუ პარასკევი იყო, რაჲთა არა დაადგრეს გუამი მისი ჯუარსა ზედა შაბათადმდე, რამეთუ იყო დიდ დღე იგი შაბათისაჲ მის, ჰკითხეს პილატეს, რაჲთა წჳვნი მათნი განუტეხნენ და გარდამოიხუნენ.
სახარებაჲ იოვანესი თავი 19
30. და ოდეს მიიღო ძმარი იგი იესუ, თქუა: ესეცა წერილი აღსრულებულ არს. და მიიდრიკა თავი და განუტევა სული.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პე
წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მაშინ მისცა იგი მათ პილატე, რაჲთა ჯუარს-აცუან, ხოლო მათ წარიყვანეს იგი. და ეკიდა მას ჯუარი თჳსი, და აღვიდოდა იგი ადგილსა მას თხემისასა“ (19,16-17).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ქველისმოქმედებანი უკეთურთა და უგუნურთა მავნებელ ექმნებიან, რამეთუ ჰურიათაცა პირველ აქუნდა მადლი ღმრთისაჲ და შეწევნაჲ, და მოიძიეს მონებაჲ წარმართთაჲ და უდაბნოს მანანაჲსა წილ ნიორისა გული უთქუმიდა, და აწ მეუფებაჲ ქრისტესი უარ-ყვეს და კეისრისაჲ დაიდვეს თავთა თჳსთა ზედა. ამისთჳსცა უფალმან მისცა მათ მეუფჱ მათისა სიტყჳსაებრ. ხოლო ესე ესმა რაჲ პილატეს, მისცა, რაჲთა ჯუარს-აცუან ფრიად უჯეროდ. რამეთუ ჯერ-იყო, რაჲთამცა ეკითხა, თუ ოდეს-ძი ინება მან მეფობისა მის, რამეთუ პირველვე ბრძანა ქრისტემან, ვითარმედ: „ჩემი მეუფებაჲ არა არს ამის სოფლისაგან“, არამედ მან უბადრუკმან არა ინება მცირედისაცა სიბრძნისა ჴმარებაჲ და ჩუენებასაცა ზედა ცოლისა თჳსისასა, რომელი კმა იყო შეშინებად, ამას ყოველსა ზედა არა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და მოვიდეს ადგილსა მას თხემისასა, რომელსა ჰრქჳან გოლგოთა, რომელ არს თხემისა ადგილი. და მისცეს მას ძმარი ნავღლითა შეზავებული. და მი-რაჲ-იღო, არა უნდა სუმის. და ვითარცა ჯუარს-აცუეს იგი, განიყვეს სამოსელი მისი და განიგდეს წილი, რაჲთა აღესრულოს თქუმული წინაჲსწარმეტყუელისა მიერ: განიყვეს სამოსელი ჩემი და კუართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი. და სხდეს მუნ და სცვიდეს მას“ (27,33-36).:

...ავაზაკთა მათ არარაჲ ესევითარი უყვეს მათ, არამედ ქრისტეს ოდენ ჰკადრეს. და შორის ორთა მათ ძჳრისმოქმედთა ჯუარს-აცუეს, რაჲთა მათ თანა შეჰრაცხონ. „და მისცეს მას ძმარი ნავ-ღლითა შეზავებული“ შეურაცხებით, „და მი-რაჲ-იღო, არა უნდა სუმის“. ხოლო სხუაჲ მახარებელი იტყჳს: „და ოდეს მიიღო, თქუა: აღსრულებულ არს ესეცა წერილი“. - წერილი იგი, რომელი იტყჳს: „მცეს მე საჭმლად ჩემდა ნავღელი და წყურილსა ჩემსა მასუეს მე ძმარი“. ხოლო ერთ არს ამათ ორთავე მახარებელთა სიტყუაჲ, რამეთუ ამანცა თქუა, ვითარმედ: „მიიღო“, და მანცა ესევე თქუა, ვითარმედ: „მიიღო“.

გარნა სიტყუათა მათ წერილისათა ვიეთნიმე ვერ კეთილად გულისჴმაჰყოფენ; რამეთუ იტყჳს მახარებელი მრავალგზის, ვითარმედ: „ესე იქმნა, რაჲთა აღესრულოს თქუმული წინაჲსწარმეტყუელისა მიერ“, ვითარცა ესერა წინამდებარესა მას სიტყუასა შინა შემოიღო წამებაჲ წინაჲსწარმეტყუელისაგან, ვითარმედ: „განიყვეს სამოსელი ჩემი და კუართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი“; და „მცეს მე საჭმლად ჩემდა ნავღელი და წყურილსა ჩემსა მასუეს მე ძმარი“.

ვიეთნიმე უკუე, ვითარცა ვთქუ, უმეცრად გულისჴმა-ჰყოფენ და ჰგონებენ, თუ ამისთჳს იქმნნეს საქმენი იგი, რაჲთა წერილ...

სრულად ნახვა