მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 19:27

26. ხოლო იესუ ვითარცა იხილა დედაჲ თჳსი და მოწაფე იგი, რომელი უყუარდა, წინაშე მდგომარენი, ჰრქუა დედასა თჳსსა: დედაკაცო, აჰა ძე შენი!27. და მერმე მოწაფესა მას ჰრქუა: აჰა დედაჲ შენი! და მიერითგან წარიყვანა იგი მოწაფემან მან თჳსთა თანა.28. ამისა შემდგომად იხილა იესუ, რამეთუ ყოველივე აღსრულებულ არს. და რაჲთა აღესრულოს წერილი იგი, თქუა: მწყურის.
სახარებაჲ იოვანესი თავი 19
27. და მერმე მოწაფესა მას ჰრქუა: აჰა დედაჲ შენი! და მიერითგან წარიყვანა იგი მოწაფემან მან თჳსთა თანა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „დედაკაცო, აჰა ძჱ შენი! მერმე ჰრქუა მოწაფესა მას: აჰა დედაჲ შენი!“ (19,26-27).:

...ქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „დედაკაცო, აჰა ძჱ შენი! მერმე ჰრქუა მოწაფესა მას: აჰა დედაჲ შენი!“ (19,26-27).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ეჰა პატივი იგი! რაბამითა პატივითა პატივ-სცა მოწაფესა მას, რამეთუ ვინაჲთგან წარვიდოდა, ნაცვალად თჳსა მოწაფესა შეჰვედრა და ჰრქუა: „აჰა დედაჲ შენი!“ რომლისათჳსცა „წარიყვანა მან თჳსთა თანა“. ხოლო ესე ქმნა, რაჲთამცა გუასწავა უფროჲს ყოვლისა მშობელთათჳს ზრუნვაჲ. ხოლო უკუეთუ სულისა სარგებელსა დაგჳხრწევდენ, არა ჯერ-არს მათი შერაცხაჲ, და უკუეთუ არა გუავნებდენ სულსა, უფროჲს ყოვლისა მათი ჯერ-არს ზრუნვაჲ.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამისა შემდგომად იხილა იესუ, რამეთუ ყოველივე აღესრულა, და რაჲთა აღესრულოს წერილი, თქუა: მწყურის“ (19,28).

თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილა, რამეთუ ყოველივე განგებულებაჲ მისი აღესრულა, რამეთუ მისსა ჴელმწიფებასა შინა იყო სიკუდილი და არასიკუდილი. და ამისთჳს, ვიდრემდის აღესრულა ჟამი, არა ინება სიკუდილისა გემოჲსხილვაჲ. ხოლო თქუა, ვითარმედ: „მწყურის“, რაჲთამცა იგიცა წინაჲსწარმეტყუელებაჲ აღასრულა. ხოლო შენ მათი ბილწებაჲ იხილე, რამეთუ დაღაცათუ ბევრეულნი მტერნი გუესხნენ და ვიხილნეთ იგინი სიკუდილსა შინა, მოვდრკებით, ხოლო იგინი არავე მოდრკეს ყოველსა მას ზედა, არამედ უფროჲსად განფიცხნებოდეს და კიცხევასა განადიდებდეს; და...

სრულად ნახვა