...დიდი იგი საიდუმლოჲ აღდგომისა თჳსისა დიდებულისაჲ.
ხოლო ვინაჲთგან მრავალთა მარიამთა ჴსენებაჲ ითქუმის სახარებათა შინა, უწყებაჲ ჯერ-არს, ვითარმედ ყოველნივე იგი სამნი არიან, რომელნიცა იოვანე ერთბამად თქუა, ვითარმედ: „დგეს ჯუარსა თანა იესუჲსსა დედაჲ მისი და დაჲ დედისა მისისაჲ, მარიამ კლეოპაჲსი და მარიამ მაგდანელი“.
ხოლო რომელ იტყჳან სხუანი მახარებელნი, თუ: „მარიამ იაკობისი“, ვითარცა ზემო ვთქუთ, ღმრთისმშობელი არს, წმიდაჲ ქალწული მარიამ, და სხუაჲ არავინ. რამეთუ ვითარცა-იგი დაფარვისათჳს უშჯულოთა ჰურიათაგან უთესლოჲსა მის და უხრწნელისა შობისა, რომელი-იგი სულისა მიერ იქმნა წმიდისა, ესრეთ განაგო უფალმან, რაჲთა მითხოილ იყოს ქალწული იგი იოსებისა, და ამით წესითა სახელ-სდებს მას მახარებელი ქმრად მარიამისა, და ჰურიანი უწოდდეს მას მამად იესუჲსა; და ძეთა მათ მისთა, რომელნი ჭეშმარიტისა მის ცოლისა მისისაგან იყვნეს, რომელიცა აღსრულებულ იყო, უწოდდეს ძმად უფლისა.
ამისთჳსცა, ოდეს-იგი გმობდეს მაცხოვრისათჳს ჰურიანი, იტყოდეს, ვითარცა წერილ არს სახარებასა: „ვინაჲ არსო ამისა სიბრძნე ესე და ძალი? ანუ არა ესე არსა ხუროჲსა მის ძე? ანუ არა დედასა ამისსა ჰქჳან მარიამ? და ძმანი მისნი იაკობ და იოსე და სიმონ და იუდა? და დანი მისნი არა ყოველნი ჩუენ შორის არიანა?“ 2 იოვა...