მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 19:24

23. და ერისაგანთა მათ, რომელთა ჯუარს-აცუეს იესუ, მოიღეს სამოსელი მისი და განიყვეს ოთხად ნაწილად, თითოეულმან ერისაგანმან ნაწილი. ხოლო კუართი იგი, რომელი იყო უკერველ, ზეით გამოქსოვილ ყოვლად.24. თქუეს უკუე ურთიერთას: არა განვხიოთ ესე, არამედ წილ-ვიგდოთ ამას ზედა, ვისაცა იყოს, რაჲთა აღესრულოს წერილი იგი: განიყვეს სამოსელი ჩემი თავისა მათისა და კუართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი. ერისაგანთა მათ ესე ყვეს.25. ხოლო დგეს ჯუარსა მას თანა იესუჲსსა დედაჲ მისი დაჲ დედისა მისისაჲ, მარიამ კლეოპაჲსი, და მარიამ მაგდალენელი.
სახარებაჲ იოვანესი თავი 19
24. თქუეს უკუე ურთიერთას: არა განვხიოთ ესე, არამედ წილ-ვიგდოთ ამას ზედა, ვისაცა იყოს, რაჲთა აღესრულოს წერილი იგი: განიყვეს სამოსელი ჩემი თავისა მათისა და კუართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი. ერისაგანთა მათ ესე ყვეს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და დაწერა პილატე ფიცარი“ (19,19).:

...მეტყუელებანი აღესრულებოდეს, და ესე პირველითგან თქუმულ იყო. ხოლო შენ გიკჳრდინ წინაჲსწარმეტყუელისა სიბრძნით თქუმაჲ ყოვლისაჲვე, არა თუ, ვითარმედ: „განიყვეს“ ოდენ, არამედ ვითარმედ: „წილი განიგდეს კუართსა ზედა“. ; ; ხოლო სიტყუაჲ იგი, თუ: „ზეით მოქსოვილ“, არა ცუდად არს, არამედ ვჰგონებ, თუ იგავი არს, რომელი მოასწავებს, ვითარმედ არა ლიტონი ოდენ კაცი იყო ჯუარს-ცუმით, არამედ ზეცითცა ღმრთეებაჲ აქუნდა, რომელ-იგი ბუნებაჲ ღმრთეებისაჲ უვნებელად ეგო და განუკუეთელად, ხოლო ჴორცთა ბუნებამან ივნო და მოიწყლა. და კუალად ვიეთნიმე იტყჳან, ვითარმედ სახესა მასცა სამოსლისასა მოასწავებს მახარებელი, რამეთუ პალესტინეს ორთა სამოსელთა შეაერთებენ და მოჰქსოვენ ერთად და შეიქმან მას კუართად და უწოდენ მას ზეით მოქსოილად. და თქუა იგი მახარებელმან, რაჲთამცა მოასწავა უნდოებაჲ იგი მისი, რამეთუ ეგევი-თარი იგი კუართი უნდოჲ არს, რომელი-იგი სახჱ იყო პირველთქუმულისა მის სიტყჳსაჲ, რომელი ვთქუთ ამისთჳს ზეით მოქსოვილისა.

და მჴედარნი ამას იქმოდეს, ხოლო თავადი ჯუარსაცა ზედა შეჰვედრებდა დედასა მოწაფესა მას საყუარელსა, რაჲთამცა ჩუენცა გუ...

სრულად ნახვა