...რიათაჲ“ (19,21). იხილეთ უკეთურებაჲ, რამეთუ ენება, რაჲთამცა უფროჲსად შესმენაჲ იყო მისი წერილი იგი, რამეთუ მან თქუა, თუ: „მეუფჱ ვარ“. ხოლო ერისაგანთა მათ განიყვეს სამოსელი მისი და კუართი არა განიყვეს. ; ; იხილე, ვითარ ყოვლით კერძო წინაჲსწარმეტყუელებანი აღესრულებოდეს, და ესე პირველითგან თქუმულ იყო. ხოლო შენ გიკჳრდინ წინაჲსწარმეტყუელისა სიბრძნით თქუმაჲ ყოვლისაჲვე, არა თუ, ვითარმედ: „განიყვეს“ ოდენ, არამედ ვითარმედ: „წილი განიგდეს კუართსა ზედა“. ; ; ხოლო სიტყუაჲ იგი, თუ: „ზეით მოქსოვილ“, არა ცუდად არს, არამედ ვჰგონებ, თუ იგავი არს, რომელი მოასწავებს, ვითარმედ არა ლიტონი ოდენ კაცი იყო ჯუარს-ცუმით, არამედ ზეცითცა ღმრთეებაჲ აქუნდა, რომელ-იგი ბუნებაჲ ღმრთეებისაჲ უვნებელად ეგო და განუკუეთელად, ხოლო ჴორცთა ბუნებამან ივნო და მოიწყლა. და კუალად ვიეთნიმე იტყჳან, ვითარმედ სახესა მასცა სამოსლისასა მოასწავებს მახარებელი, რამეთუ პალესტინეს ორთა სამო...
სახარებაჲ იოვანესი 19:23
22. ჰრქუა მათ პილატე: რომელი დავწერე, დავწერე.23. და ერისაგანთა მათ, რომელთა ჯუარს-აცუეს იესუ, მოიღეს სამოსელი მისი და განიყვეს ოთხად ნაწილად, თითოეულმან ერისაგანმან ნაწილი. ხოლო კუართი იგი, რომელი იყო უკერველ, ზეით გამოქსოვილ ყოვლად.24. თქუეს უკუე ურთიერთას: არა განვხიოთ ესე, არამედ წილ-ვიგდოთ ამას ზედა, ვისაცა იყოს, რაჲთა აღესრულოს წერილი იგი: განიყვეს სამოსელი ჩემი თავისა მათისა და კუართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი. ერისაგანთა მათ ესე ყვეს.
სახარებაჲ იოვანესი თავი 19