მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 19:21

20. ესე ფიცარი მრავალთა ჰურიათა აღმოიკითხეს, რამეთუ მახლობელ იყო ქალაქსა ადგილი იგი, სადა ჯუარს-აცუეს იესუ. და იყო წერილი ებრაელებრ და ჰრომაელებრ და ბერძლ.21. ეტყოდეს უკუე პილატეს მღდელთ-მოძღუარნი იგი ჰურიათანი: ნუ დასწერ მეუფედ ჰურიათა, არამედ ვითარმედ მან თქუა: მეუფჱ ჰურიათაჲ ვარი მე.22. ჰრქუა მათ პილატე: რომელი დავწერე, დავწერე.
სახარებაჲ იოვანესი თავი 19
21. ეტყოდეს უკუე პილატეს მღდელთ-მოძღუარნი იგი ჰურიათანი: ნუ დასწერ მეუფედ ჰურიათა, არამედ ვითარმედ მან თქუა: მეუფჱ ჰურიათაჲ ვარი მე.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ ვითარცა იხილა იუდა, რომელმან მისცა იგი, რამეთუ დაისაჯა, შეინანა და მიაქცია ოცდაათი იგი ვეცხლი მღდელთმოძ-ღუართა მიმართ და ხუცესთა და თქუა: ვცოდე, რამეთუ მიგეც სისხლი მართალი. ხოლო მათ ჰრქუეს: ჩუენდა რაჲ? შენ უწყი! და დააბნია ვეცხლი იგი ტაძარსა მას შინა და განეშორა და წარვიდა მიერ და შიშთვილ-იბა“ (27,3-5).:

...ს, ვიდრემდის აღასრულეს მათცა ცოდვაჲ თჳსი; რამეთუ იუდაჲსი აღსრულებულ იყო - მიცემაჲ იგი, ხოლო მათი ჯერეთ არა აღსრულებულ იყო - ქრისტეს მკლველობაჲ. არამედ აღასრულეს რაჲ და დამოჰკიდეს იგი ჯუარსა, მაშინ იგინიცა იწერტებოდეს გონებისაგან და შეშფოთებულ იყვნეს; ამისთჳს ოდესმე ეტყოდეს პილატეს: „ნუ დასწერ: მეუფჱ ჰურიათაჲ“.

ჰრქუამცა ვინ მაშინ: და რასა გეშინის, უბადრუკნო, მკუდრისაგან, ძელსა დამოკიდულისა?

კუალად ამბოხებდეს, დაცვად საფლავისა განემზადებოდეს, „ნუუკუე მოვიდენო მოწაფენი და წარიპარონ იგი და უთხრან ერსა, ვითარმედ: აღდგა მკუდრეთით“. და სადა ქმნილ არს ესემლევანი საქმე, ჵ ცოფნო და უგუნურნო? ოდეს ვინ მოიპარა მკუდარი და თქუა, ვითარმედ აღდგა?

ვიდრე ცხოელღა იყო, დაუტევეს იგი და ივლტოდეს, და თავმან მოწაფეთა მისთამან სამგზის უარ-ყო, და აწ ვინ არს მათგანი, რომელი გუამსამცა მკუდარსა წარიპარვიდა და აღდგომასა სწამებდა? არამედ ამხილებდა მათ გონებაჲ და ამისთჳს ამას ყოველსა ზრახვიდეს, ვითარცა უცნობონი.

ისმინეთ, ვეცხლისმოყუარენო, რაჲ-იგი შეემთხჳა იუდას. ცოდვაჲ იგი საშინელი ქმნა და ვეცხლი იგი დააბნია და სული თჳსი წარწყმიდა, ესეცა საწუთროჲ დასჭირდა და საუკუნოჲ ცხორებაჲცა, და შიშთვილ-იბა, რაჲთა იყოს საქიქ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ ჰნერწყჳდეს პირსა მისსა და ჴურთითა სცემდეს თავსა მისსა, და რომელნიმე ყურიმალსა სცემდეს და ეტყოდეს: გჳწინაჲსწარმეტყუელებდ ჩუენ, ქრისტე, ვინ არს, რომელმან გცა შენ?“ (26,67-68).:

...(იოან. 19,6) არა ინებეს, რამეთუ ესე იყო ხარკებაჲ მათი, რაჲთამცა ვითარცა მძლავრი და ძჳრისმოქმედი მოიკლა. და ამისთჳს ავაზაკნიცა ჯუარს-აცუნეს მის თანა, რაჲთამცა ესრეთ შეჰრაცხა იგი ერმან, ვითარცა ერ-თი მათგანი. ამისთჳს ეტყოდეს პილატეს: „ნუ დასწერ: მეუფჱ ჰურიათაჲ, არამედ - მან თქუა: მეუფე ვარ ჰურიათაჲ“. ეჰა რაოდენ მრავალ იყო და აურაცხელ მათი იგი უკეთურებაჲ და სიცბილი, გარნა ყოველივე იგი უფროჲსად თანაშემწედ ჭეშმარიტებისა იქმნა, რაჲთა სრულიად დაიყვნენ ურცხჳნონი იგი პირნი მათნი, და ყოველივე სიტყუაჲ მიეღოს.

და კუალად საფლავსა ზედა ბეჭედნი იგი და მცველნი უფროჲსად განმაბრწყინვებელ ჭეშმარიტებისა იქმნეს, და კიცხევანი იგი და ყუედრებანი და ძჳრის-ზრახვანი უმეტესად ქადაგ სახიერებისა და სულგრძელებისა მისისა იქმნეს და არა თუ სავნებელ. და რომელთა ეგონა, თუ მძლედ გამოჩნდეს, იგინი სირცხჳლეულ იქმნეს და წარწყმდეს; ხოლო რომელი ძლეულად და დასჯილად შერაცხილ იყო მათ მიერ, მძლედ სიკუდილისა გამოჩნდა, და დიდებითა მისითა და მადლითა სავსე არს ცაჲ და ქუეყანაჲ.

სწავლაჲ პდ ძჳრუჴსენებლობისათჳს

აწ უკუე ჩუენცა, ძმანო, ნუ მარადის ძლევასა ვეძიებთ, რამეთუ მრავალგზის ძლევაჲ ვნებისა მომატყუებელ იქმნების, და ძლეულებაჲ - სარგებელისა. რამეთუ იხილენით კაცნი, ურთი...

სრულად ნახვა