მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 19:2

1. მაშინ მოიყვანა პილატე იესუ და ტანჯა იგი.2. და ერისაგანთა მათ შეთხზეს გჳრგჳნი ეკალთაგან და დაადგეს თავსა მისსა და სამოსელი ძოწეული შეჰმოსეს მას.3. და მოვიდიან მისა და ეტყჳედ მას: გიხაროდენ, მეუფეო ჰურიათაო! და სცემდეს ყურიმალსა.
სახარებაჲ იოვანესი თავი 19
2. და ერისაგანთა მათ შეთხზეს გჳრგჳნი ეკალთაგან და დაადგეს თავსა მისსა და სამოსელი ძოწეული შეჰმოსეს მას.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და დაწერა პილატე ფიცარი“ (19,19).:

...ა ყოველნი რომელნი იკითხვიდენ, ცნან, ვითარმედ თჳსსა ზედა მეუფესა აღდგეს. და ამისთჳს დააწესა წერილი იგი, რომელი ქადაგებდა მათსა უკეთურებასა და მისსა მეუფებასა, დაღაცათუ არა სრულიად და ვითარცა ჯერ-არს. და იყო წერილი იგი არა ებრაელებრ ოდენ, არამედ სამითა ენითა, ; რამეთუ ვინაჲთგან დღესასწაულისა მისთჳს სხუანიცა მრავალნი იყვნეს მუნ, ამისთჳს, რაჲთა ყოველთა ცნან საქმჱ იგი, ქმნა ესრეთ და განაქიქა უკეთურებაჲ ჰურიათაჲ. ხოლო იგინი განრისხნეს ამას ზედა, რამეთუ ჯუარსცუმულსაცა ეშურებოდეს. არამედ ჵ უშჯულონო, რასა გავნებდეს წერილნი იგი? რამეთუ უკუეთუ მოკუდავი არს და უძლური, ასონი იგი რასა გავნებენ? და რად გეშინის, რამეთუ იტყჳან, ვითარმედ: „მეუფჱ ჰურიათაჲ“?3 არამედ არა უჯერო იყო საქმჱ იგი, გარნა ვინაჲთგან დაიფლვოდეს ჯუარნი და ეგულებოდა შემდგომად ჟამთა მრავალთა ძიებაჲ მათი და პოვნაჲ, რამეთუ სამნივე ერთბამად ყოფად იყვნეს, რაჲთა არა უცნაურ იყოს ჯუარი იგი მეუფისაჲ, ამისთჳს განგებულებით დაადგრა ფიცარი იგი, რაჲთა მის მიერ იცნან იგი, რამეთუ ავაზაკთა თანა ფიცარნი არა იყვნეს. და ამისთჳს პილატეცა არა უსმინა მათ, რომელნი იტყოდეს, ვითარმედ: „ნუ დასწერ მეუფედ ჰურიათა, არამედ მან თქუაო, თუ: მეუფჱ ვარ ჰურიათაჲ“ (19,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჟ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო იგინი შეუვრდეს ფერჴთა მისთა და თაყუანისსცეს მას. მაშინ ჰრქუა მათ იესუ: ნუ გეშინინ; წარვედით და უთხართ ძმათა ჩემთა, რაჲთა წარვიდენ გალილეას და მუნ მიხილონ მე“ (28,9-10).:

...დიდი იგი საიდუმლოჲ აღდგომისა თჳსისა დიდებულისაჲ.

ხოლო ვინაჲთგან მრავალთა მარიამთა ჴსენებაჲ ითქუმის სახარებათა შინა, უწყებაჲ ჯერ-არს, ვითარმედ ყოველნივე იგი სამნი არიან, რომელნიცა იოვანე ერთბამად თქუა, ვითარმედ: „დგეს ჯუარსა თანა იესუჲსსა დედაჲ მისი და დაჲ დედისა მისისაჲ, მარიამ კლეოპაჲსი და მარიამ მაგდანელი“.

ხოლო რომელ იტყჳან სხუანი მახარებელნი, თუ: „მარიამ იაკობისი“, ვითარცა ზემო ვთქუთ, ღმრთისმშობელი არს, წმიდაჲ ქალწული მარიამ, და სხუაჲ არავინ. რამეთუ ვითარცა-იგი დაფარვისათჳს უშჯულოთა ჰურიათაგან უთესლოჲსა მის და უხრწნელისა შობისა, რომელი-იგი სულისა მიერ იქმნა წმიდისა, ესრეთ განაგო უფალმან, რაჲთა მითხოილ იყოს ქალწული იგი იოსებისა, და ამით წესითა სახელ-სდებს მას მახარებელი ქმრად მარიამისა, და ჰურიანი უწოდდეს მას მამად იესუჲსა; და ძეთა მათ მისთა, რომელნი ჭეშმარიტისა მის ცოლისა მისისაგან იყვნეს, რომელიცა აღსრულებულ იყო, უწოდდეს ძმად უფლისა.

ამისთჳსცა, ოდეს-იგი გმობდეს მაცხოვრისათჳს ჰურიანი, იტყოდეს, ვითარცა წერილ არს სახარებასა: „ვინაჲ არსო ამისა სიბრძნე ესე და ძალი? ანუ არა ესე არსა ხუროჲსა მის ძე? ანუ არა დედასა ამისსა ჰქჳან მარიამ? და ძმანი მისნი იაკობ და იოსე და სიმონ და იუდა? და დანი მისნი არა ყოველნი ჩუენ შორის არიანა?“ 2 იოვა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და მოვიდეს ადგილსა მას თხემისასა, რომელსა ჰრქჳან გოლგოთა, რომელ არს თხემისა ადგილი. და მისცეს მას ძმარი ნავღლითა შეზავებული. და მი-რაჲ-იღო, არა უნდა სუმის. და ვითარცა ჯუარს-აცუეს იგი, განიყვეს სამოსელი მისი და განიგდეს წილი, რაჲთა აღესრულოს თქუმული წინაჲსწარმეტყუელისა მიერ: განიყვეს სამოსელი ჩემი და კუართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი. და სხდეს მუნ და სცვიდეს მას“ (27,33-36).:

...-გდებისასა გუაუწყებს და იტყჳს:

„ხოლო ერისაგანთა მათ, რომელთა ჯუარს-აცუეს იესუ, მოიღეს სამოსელი მისი და განიყვეს ოთხად ნაწილად, თითოეულმან ერისაგანმან ნაწილი. ხოლო კუართი იგი იყო უკერველ, ზემოჲთ ქსოვილ ყოვლად, და თქუეს ურთიერთას: არა განვხიოთ ესე, არამედ წილ-ვიგდოთ ამას ზედა, რაჲთა აღესრულოს წერილი იგი“.

საცნაურ არს ამათ სიტყუათაგან, ვითარმედ ოთხნი სადმე ხოლო ერისაგანნი მთავრისანი მივიდეს მუნ ასისთავისა მის თანა, და სხუაჲ იგი ერი ჰურიათაჲ იყო. იგინი იყვნეს მტარვალ, იგინი იყვნეს მტანჯველ, იგინი იყვნეს მოქმედნი ყოვლისა ბოროტისანი, და უსჯულონი იგი მღდელთმოძ-ღუარნი და მწიგნობარნი თანაჰყვებოდეს, რაჲთა აღასრულონ ბოროტი იგი ნებაჲ თჳსი.

ხოლო ფრიადი სიმრავლე ერისაჲ მწუხარე იყო საქმესა მას ზედა, რომელნიმე ჰრომთა და ბერძენთაგანნი და მრავალნი ჰურიათაგანნიცა, ვითარცა ლუკა იტყჳს, ვითარმედ: „შეუდგა მას სიმრავლე ერისაჲ და დედათაჲ, რომელნი ჰგოდებდეს მას“. არამედ მჴეცნი იგი მძჳნვარენი, მღდელნი იგი სირცხჳლისანი, მჴეცნი იგი სისხლისმჭამელნი ყოვლადვე არა ლმობიერ იქმნეს. ამისთჳსცა უფალმან დედათა მათ და ერსა მიუგო სიტყუაჲ, ხოლო იგინი არღარა ღირს-ყვნა სიტყჳსა, რამეთუ უკურნებელ იყო სენი მათი. რამეთუ ნება...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ ვითარცა იხილა იუდა, რომელმან მისცა იგი, რამეთუ დაისაჯა, შეინანა და მიაქცია ოცდაათი იგი ვეცხლი მღდელთმოძ-ღუართა მიმართ და ხუცესთა და თქუა: ვცოდე, რამეთუ მიგეც სისხლი მართალი. ხოლო მათ ჰრქუეს: ჩუენდა რაჲ? შენ უწყი! და დააბნია ვეცხლი იგი ტაძარსა მას შინა და განეშორა და წარვიდა მიერ და შიშთვილ-იბა“ (27,3-5).:

...ს, ვიდრემდის აღასრულეს მათცა ცოდვაჲ თჳსი; რამეთუ იუდაჲსი აღსრულებულ იყო - მიცემაჲ იგი, ხოლო მათი ჯერეთ არა აღსრულებულ იყო - ქრისტეს მკლველობაჲ. არამედ აღასრულეს რაჲ და დამოჰკიდეს იგი ჯუარსა, მაშინ იგინიცა იწერტებოდეს გონებისაგან და შეშფოთებულ იყვნეს; ამისთჳს ოდესმე ეტყოდეს პილატეს: „ნუ დასწერ: მეუფჱ ჰურიათაჲ“.

ჰრქუამცა ვინ მაშინ: და რასა გეშინის, უბადრუკნო, მკუდრისაგან, ძელსა დამოკიდულისა?

კუალად ამბოხებდეს, დაცვად საფლავისა განემზადებოდეს, „ნუუკუე მოვიდენო მოწაფენი და წარიპარონ იგი და უთხრან ერსა, ვითარმედ: აღდგა მკუდრეთით“. და სადა ქმნილ არს ესემლევანი საქმე, ჵ ცოფნო და უგუნურნო? ოდეს ვინ მოიპარა მკუდარი და თქუა, ვითარმედ აღდგა?

ვიდრე ცხოელღა იყო, დაუტევეს იგი და ივლტოდეს, და თავმან მოწაფეთა მისთამან სამგზის უარ-ყო, და აწ ვინ არს მათგანი, რომელი გუამსამცა მკუდარსა წარიპარვიდა და აღდგომასა სწამებდა? არამედ ამხილებდა მათ გონებაჲ და ამისთჳს ამას ყოველსა ზრახვიდეს, ვითარცა უცნობონი.

ისმინეთ, ვეცხლისმოყუარენო, რაჲ-იგი შეემთხჳა იუდას. ცოდვაჲ იგი საშინელი ქმნა და ვეცხლი იგი დააბნია და სული თჳსი წარწყმიდა, ესეცა საწუთროჲ დასჭირდა და საუკუნოჲ ცხორებაჲცა, და შიშთვილ-იბა, რაჲთა იყოს საქიქ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ ჰნერწყჳდეს პირსა მისსა და ჴურთითა სცემდეს თავსა მისსა, და რომელნიმე ყურიმალსა სცემდეს და ეტყოდეს: გჳწინაჲსწარმეტყუელებდ ჩუენ, ქრისტე, ვინ არს, რომელმან გცა შენ?“ (26,67-68).:

...(იოან. 19,6) არა ინებეს, რამეთუ ესე იყო ხარკებაჲ მათი, რაჲთამცა ვითარცა მძლავრი და ძჳრისმოქმედი მოიკლა. და ამისთჳს ავაზაკნიცა ჯუარს-აცუნეს მის თანა, რაჲთამცა ესრეთ შეჰრაცხა იგი ერმან, ვითარცა ერ-თი მათგანი. ამისთჳს ეტყოდეს პილატეს: „ნუ დასწერ: მეუფჱ ჰურიათაჲ, არამედ - მან თქუა: მეუფე ვარ ჰურიათაჲ“. ეჰა რაოდენ მრავალ იყო და აურაცხელ მათი იგი უკეთურებაჲ და სიცბილი, გარნა ყოველივე იგი უფროჲსად თანაშემწედ ჭეშმარიტებისა იქმნა, რაჲთა სრულიად დაიყვნენ ურცხჳნონი იგი პირნი მათნი, და ყოველივე სიტყუაჲ მიეღოს.

და კუალად საფლავსა ზედა ბეჭედნი იგი და მცველნი უფროჲსად განმაბრწყინვებელ ჭეშმარიტებისა იქმნეს, და კიცხევანი იგი და ყუედრებანი და ძჳრის-ზრახვანი უმეტესად ქადაგ სახიერებისა და სულგრძელებისა მისისა იქმნეს და არა თუ სავნებელ. და რომელთა ეგონა, თუ მძლედ გამოჩნდეს, იგინი სირცხჳლეულ იქმნეს და წარწყმდეს; ხოლო რომელი ძლეულად და დასჯილად შერაცხილ იყო მათ მიერ, მძლედ სიკუდილისა გამოჩნდა, და დიდებითა მისითა და მადლითა სავსე არს ცაჲ და ქუეყანაჲ.

სწავლაჲ პდ ძჳრუჴსენებლობისათჳს

აწ უკუე ჩუენცა, ძმანო, ნუ მარადის ძლევასა ვეძიებთ, რამეთუ მრავალგზის ძლევაჲ ვნებისა მომატყუებელ იქმნების, და ძლეულებაჲ - სარგებელისა. რამეთუ იხილენით კაცნი, ურთი...

სრულად ნახვა