...ე-ჰყოფს თავსა თჳსსა, სიტყუას-უგებს კეისარსა“ (19,12). და სადა გამოჩნდა მისი მძლავრებაჲ, ჵ ურწმუნონო? ანუ სადაჲთ ამხილებთ ამას: ძოწეულისაგან, ანუ გჳრგჳნისა, ანუ მჴედართაგან? არა მარადის ათორმეტთა თანა მოწაფეთა უდაბნოს იქცევინა? არამედ ჵ უგუნურებაჲ და ამაოჲ შიში! ამისთჳს შეშინდა პილატე და გამოვიდა და დაჯდა, რაჲ-თამცა საჯა, და არა საჯა, არამედ მისცა ჯუარს-ცუმად და ჰგონებდაცა, თუ ნუუკუე მოდრკენ. ამისთჳსცა ჰრქუა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „აჰა მეუფჱ თქუენი! ხოლო მათ ღაღად-ყვეს: აღიღე ეგე და ჯუარს-აცუ! ჰრქუა მათ პილატე: მეუფჱ თქუენი ჯუარს-ვაცუაა? მიუგეს მღდელთმოძღუართა მათ და ჰრქუეს: არა გჳვის ჩუენ მეუფჱ, გარნა კეისარი“ (19,14-15).
თ ა რ გ მ ა ნ ი: აჰა ესერა ნებსით თჳსით, თჳსითა პირითა განვარდეს ღმრთისა მეუფებისაგან და კეისარი აღირჩიეს მეუფედ. და ამისთჳს უფალმან მათისა სიტყჳსაებრ მისცნა კეისარსა, და ვინაჲთგან მისი მეუფებაჲ უარ-ყვეს, დაუტევნა იგინი, რომელნი ღაღადებდეს ჯუარსცუმად მისა. რამეთუ სიკუდილი იგი ჯუარს-ცუმისაჲ ბოროტ იყო და წყევასა ქუეშე, ამისთჳს ინებეს მით მოკლვაჲ, რაჲთამცა სრულიად აღჴოცეს მისი საჴსენებელი, და არა გულისხმა-ყვეს, თუ ვითარ გამოჩნდების ჭეშმარიტებაჲ და მისი იგი დიდებაჲ.