მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 19:11

10. ჰრქუა მას პილატე: მე არას მეტყჳა? ანუ არა უწყია, რამეთუ ჴელმწიფებაჲ მაქუს ჯუარს-ცუმად შენდა და ჴელმწიფებაჲ მაქუს განტევებად შენდა?11. ჰრქუა მას იესუ: არა გაქუს ჴელმწიფებაჲ ჩემი არცა ერთი, უკუეთუმცა არა მოცემულ იყო შენდა ზეგარდამო. ამისათჳს მიმცემელსა ჩემსა შენდა უდიდესი ცოდვაჲ აქუს.12. ამის გამო პილატეს უნდა განტევებაჲ მისი, ხოლო ჰურიანი იგი ღაღადებდეს და იტყოდეს: უკუეთუ ეგე განუტეო, არა ხარ მოყუარე კეისრისაჲ, რამეთუ ყოველი, რომელი მეუფედ იტყჳნ თავსა თჳსსა, სიტყუას-უგებნ კეისარსა.
სახარებაჲ იოვანესი თავი 19
11. ჰრქუა მას იესუ: არა გაქუს ჴელმწიფებაჲ ჩემი არცა ერთი, უკუეთუმცა არა მოცემულ იყო შენდა ზეგარდამო. ამისათჳს მიმცემელსა ჩემსა შენდა უდიდესი ცოდვაჲ აქუს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა ჯდა პილატე საყდართა ზედა, მოუვლინა მას ცოლმან თჳსმან და ჰრქუა: არარაჲ ძეს შენი და მართლისა მაგის კაცისაჲ, რამეთუ მრავალი მევნო მე ჩუენებით მაგისთჳს დღეს“ (27,19).:

...და, უკუეთუ საფასეთა იუნჯებდა, უკუეთუ საჭურველთა ჭედდა ანუ სხუასა რასმე ესევითარსა იქმოდა. ხოლო მან არარაჲ გამოიკულია, არამედ ესრეთ უგუნურებითა და სიცოფით მიჰყვებოდა ნებასა ბოროტისა მის ერისასა.

ამისთჳს არა ყო იგი ქრისტემან გარეგან ბრალისა, არამედ ჰრქუა, ვი-თარმედ: „მიმცემელსა ჩემსა შენდა უდიდესი ცოდვაჲ აქუს“, და გამოაჩინა, ვითარმედ: დაღაცათუ მიმცემელსა მას უდიდესი ცოდვაჲ აქუს (გინა თუ იუდას იტყჳს, გინა თუ მღდელთმოძღუართა, რამეთუ მათ მისცეს პილატეს), გარნა არცა უგუნური იგი მთავარი გარეგან ცოდვისა არს, რამე-თუ მუნ ეშინოდა მას შიში, სადა-იგი არა იყო შიშ. უგუნურებითა სავსე იყო იგი და დაჴსნილებითა, ხოლო მღდელთმოძღუარნი იგი - უკეთურებითა, შურითა, ზაკუვითა და ბოროტებითა. ამისთჳსცა დაარწმუნეს ერსა მას, რაჲთა მოითხოონ ბარაბა.

ჰხედავთა, რავდენი ღონე აჩუენა ქრისტემან, რაჲთამცა მოდრიკნა ფიცხელნი იგი გულნი მათნი, და რაჲზომ ისწრაფეს მათ, რაჲთა სრულიად უსიტყუელ-ყვნენ თავნი თჳსნი?

ჵ უშჯულონო! ჵ ნაწილნო ეშმაკისანო! ჵ შვილნო წარწყმედისანო! ვისი უმჯობეს იყო გამოთხოვაჲ და განტეობაჲ: განცხადებულისა მის კაცისმკლველისა და შესწავებულისა მის ავაზაკისა, რომელსა ურიცხჳ კაცის-კლვაჲ ექმნა, ანუ უფლისა იესუჲსი, რომლისა თანა ბრალი არცა ერთი იპოვა?

ვაჲ სულისა თქ...

სრულად ნახვა