თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო „წარწყმედად“ აქა არა ამას სიკუდილსა იტყჳს, არამედ საუკუნესა მას, ხოლო მახარებელმან ამას ზედაცა მოიღო იგი სიტყუაჲ; ხოლო ვითარ არა შეიპყრნეს მის თანა და მოსწყჳდნეს იგინიცა? და უფროჲსად, ვინაჲთგან პეტრე განარისხნა, ვინ იყო დამაყენებელ მათა? არავინ იყო სხუაჲ, არამედ ძალი იგი, რომელმან დასცნა პირსა ზედა, რომლისათჳსცა მახარებელმან თქუა, ვითარმედ: „რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი, რომელი თქუა იესუ, ვითარმედ: არა წარვწყმიდე მათგანი ერითცა“. ხოლო პეტრე მინდობითა ამის სიტყჳსაჲთა და საქმეთა მათ, რომელნი იქმნებოდეს, შეიჭურა წინააღმდგომთა მათ ზედა. ხოლო უკუეთუ ვინ თქუას: და ვითარ, რომლისადა ბრძანებულ იყო არაქონებად კუერთხისა, ; მახჳლი აქუნდა მას? ხოლო მე ვჰგონებ, ვი-თარმედ თჳთ ამის საქმისათჳს განემზადა პირველითგანვე. და უკუეთუ სთქუა, ვითარმედ: რომლისადა ბრძანებულ იყო არა ყურიმლის-ცემაჲცა, ;
სახარებაჲ იოვანესი 18:9
8. ჰრქუა მათ იესუ: გარქუ თქუენ, ვითარმედ: მე ვარ. უკუეთუ მე მეძიებთ, უტევენით ესენი, წარვიდენ.9. რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი, რომელი თქუა, ვითარმედ: რომელნი მომცენ მე, არა წარვწყმიდე მათგანი არცა ერთი.10. ხოლო სიმონ-პეტრეს აქუნდა მახჳლი, აღმოიჴადა იგი და სცა მონასა მღდელთ-მოძღურისასა და წარჰკუეთა ყური მისი მარჯუენე. ხოლო იყო სახელი მონისაჲ მის მალქოზ.
სახარებაჲ იოვანესი თავი 18