თ ა რ გ მ ა ნ ი: ჵ უგულისხმოებაჲ! სიტყუამან მან პირველმან დასცნა პირსა ზედა, და არავე შეიგონეს, რაჲთამცა ცნეს ძალი მისი. ხოლო უფალმან, ვინაჲთგან რომელი მისა ჯერ-იყო, ქმნა, და მათ არა გულისხმა-ყვეს, ამისთჳს მისცემს თავსა თჳსსა და ეტყჳს:
სახარებაჲ იოვანესი 18:7
6. და ვითარცა ჰრქუა მათ: მე ვარ, გარეუკუნიქცეს და დაეცნეს ქუეყანასა.7. მერმე კუალად ჰკითხა მათ: ვის ეძიებთ? და მათ ჰრქუეს მას: იესუს ნაზარეველსა.8. ჰრქუა მათ იესუ: გარქუ თქუენ, ვითარმედ: მე ვარ. უკუეთუ მე მეძიებთ, უტევენით ესენი, წარვიდენ.
სახარებაჲ იოვანესი თავი 18