თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, არა თუ მათისა მოსლვისა უჴმდა ცნობაჲ, არამედ თჳთ პირველითგან ყოველივე იცოდა. ამისთჳს შეუშფოთებელად იქმოდა და იტყოდა ყოველსავე. ხოლო იგინი რად საჭურველითა მოვიდეს? რამეთუ ეშინოდა ერთა მათგან, რომელნი შეუდგეს მას, და ამისთჳს უჟამოდ მოვიდეს ღამით.
სახარებაჲ იოვანესი 18:4
...რამეთუ ვერვინ იტყჳს ამას, დაღაცათუ განცოფებულ იყოს, ვითარმედ ვერ ძალ-ედვა შეწევნად თავისა თჳსისა, არამედ ანგელოზნი უჴმდეს. რამეთუ ვინაჲთგან აქუნდა მისთჳს გულისსიტყუაჲ, ვითარცა კაცისათჳს, ამისთჳს აჴსენნა ანგელოზნი, რამეთუ იგი ოდენ ჰკითხა, ვითარმედ: „ვის ეძიებთ?“ და მეყსეულად დასცნა იგინი ქუეყანასა ზედა. ხოლო რომელსა იტყჳს, ესევითარი არს, ვითარმედ: ვიდრემდის აქა ვიყო, ჰგონებდეთ, ვითარმედ განცდად ვართ, ხოლო უკუეთუ წარვიდე, მინდობილ იყვენით, რამეთუ ვერღარავინ შეუძლოს ძლევად. და ამას ყოველსა უძლურებისაებრ მოწაფეთაჲსა იტყოდა, რამეთუ: მე მინდობილ ვარო და არა მეშინის, რამეთუ ამისთჳს პირველვე გარქუ თქუენ, ხოლო ვინაჲთგან თქუენ სიტყუასა ამას ვერ გულისხმაჰყოფთ, ამისთჳს მამისაგან, რომელი თქუენ დიდად გაქუს, მის მიერ შემოვიღებ ნუგეშინის-ცემასა. ხოლო რაჟამს ნუგეშინის-სცა, კუალად ეტყჳს შესაწუხებელად:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არღარა მრავალსა ვიტყოდი თქუენ თანა, რამე-თუ მოვალს მთავარი იგი ამის სოფლისაჲ, და ჩემ თანა არარაჲ პოვოს“ (14,30).
თ ა რ გ მ ა ნ ი: „მთავრად სოფლისა“ იტყჳს ეშმაკსა და უკეთურთა კაცთა, რამეთუ არა არს იგი უფალი კაცთა, ანუ ცისა, ანუ ქუეყანისა, - ნუ იყოფინ! - არამედ რომელთა ნეფსით მისცენ მას თავი თჳსი; ამისთჳს „მთავრად ბნელისა“...
..., რაჲთამცა უჩუენნა, ვითარმედ და-ჴსნაჲ შაბათისაჲ სათნო არს მამისა. ეგრეთვე უკუე ჯუარ-ცუმისა მისისა ჟამსა იტყოდა, ვითარმედ: „ჰგონებთ, თუ ვერ ძალ-მიცა ვედრებად მამისა ჩემისა?“ რომელმან-იგი ოდენ ჰრქუა, ვითარმედ: „ვის ეძიებთ?“ და დასცნა იგინი ქუეყანასა ზედა. ხოლო თუ იტყოდი შენ, ვითარმედ: და რად არა თქუა, თუ: ჰგონებთ, ვითარმედ არა ძალ-მიცა წარწყმედად თქუენდა? არამედ გულისხმა-ყავ, ვითარმედ მან საქმჱ ესე საქმით ქმნა, ხოლო სიტყჳთ დაიდუმა უძლურებისა მისთჳს მათისა ფრიადისა, რამეთუ მარადის ესე იყო მოსწრაფებაჲ მისი, რაჲთამცა გულსავსე-ყვნა, ვითარმედ არა წინააღმდგომი არს მამისაჲ, არცა რას იქმს გარეგანსა მისისა ნებისა, და ამისთჳს აქა კაცობრივსა მას სიტყუასა იტყჳს. ხოლო ვითარცა თქუა, თუ: „არა დამიტევა მე მარტოჲ“, მითვე სახითა თქუა შემდგომიცა იგი სიტყუაჲ, ვითარმედ: „მე სათნოებათა მისთა ვიქმ მარადის“.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამას რაჲ იტყოდა იგი, მრავალთა ჰრწმენა მისი“ (8,30).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჟამს ესრეთ სიმდაბლისა კერძო მოიყვანა სიტყუაჲ თჳსი, მაშინ მრავალთა ჰრწმენა მისი. და შენ ჯერეთ მკითხავ, თუ: რაჲსათჳს ესრეთ სიმდაბლით იტყოდა? რამეთუ ესე ცხადად გამოაცხადა მახარებელმან და თქუა, ვითარმედ: „ამ...
...ს მახარებელი:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამისა შემდგომად იქცეოდა იესუ გალილეას და არა ჴელ-ეწიფებოდა ჰურიასტანს სლვად, რამეთუ ეძიებდეს მას ჰურიანი მოკლვად“ (7,1).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რასა იტყჳ, ჵ ნეტარო იოვანე? არა ჴელ-ეწიფებოდაა ამას, რომელსა ძალ-ედვა ყოველივე, რაჲცა ენება, ქმნად? რამეთუ თქუა, ვითარმედ: „ვის ეძიებთ?“ და მეყსეულად დასცნა იგინი მართლუკუნ. რომელი მრავალგზის არნ მათ შორის, და ვერ ხედვიდიან, ამას ვერ ჴელ-ეწიფებოდაა? და ვითარ უკუანაჲსკნელცა შორის მათსა განვლო შორის ტაძარსა, რაჟამს კრებაჲ იყო, და მკლველნი იგი მუნ იყვნეს? და ფიცხელთა სიტყუათა ეტყოდა, ვიდრეღა მათცა უკჳრდა, ვითარმედ: „არა ესე არსა, რომელსა ეძიებდეს მოკლვად? და აჰა ესერა კადნიერებით ეტყჳს მათ, და არარას ეტყჳან მას“. რანი არიან უკუე იგავნი ესე? გარნა არა იგავნი არიან. ნუ იყოფინ! არამედ ესრეთ ვიტყჳ, თუ ღმრთეებისაცა საქმეთა აჩუენებდა და კაცებისათაცა; და რაჟამს თქუას, თუ: „ჴელმწიფებაჲ არა აქუნდა“, ვითარცა კაცისათჳს იტყჳს და კაცობრივთა მათ საქმეთა მოქმედისა, ხოლო ოდეს იტყოდის, თუ: შორის მათსა დგა, და ვერ შეიპყრობდეს, მაშინ ღმრთეებისა მისისა საქმეთა გჳჩუენებს და ძალსა მა...
...ა, ხოლო ერსა მას ეტყოდა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარცა ავაზაკსა ზედა გამოხუედით მახჳლითა და წათებითა შეპყრობად ჩემდა; დღითი-დღედ თქუენ თანა ტაძარსა მას შინა ვჯედ და გასწავებდ, და არა შემიპყართ მე“ (26,55).
თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეთ, რავდენი საქმე უჩუენა შემძლებელი მოდრეკად გულთა მათთა: ჰკითხა რაჲ: „ვის ეძიებთ“, დაცჳვეს ქუეყანასა, და კუალად აღადგინნა; ყური მონისაჲ მის განკურნა; თქუა, ვითარმედ მახჳლითა წარწყმედად არიან. ყოვლით კერძო უჩუენა, ვითარმედ არა მათისა ძალისაგან იქმნა შეპყრობაჲ მისი, არამედ მისითა მიშუებითა.
და აწ ეტყჳს: „დღითი-დღედ თქუენ თანა ტაძარსა მას შინა ვჯედ და გასწავებდ, და არა შემიპყართ“; რაჲთა მოიჴსენონ, ვითარმედ: რავდენგზისცა ჴელ-ყვეს, ვერ უძლეს, და ვერცამცა აწ უძლეს, უკუეთუმცა არა თავადსა ჯერ-უჩნდა. არამედ არა ინებეს მათ ამის ყოვლისაგან შეგონებად. ხოლო გუასწავებს, თუ რომლისათჳს ესრეთ იქმნა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესე ყოველი იყო, რაჲთა აღესრულნენ წიგნნი წინაჲსწარმეტყუელთანი“ (26,56).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ამისთჳს თავს-იდვა ყოველივე უფალმან, ამისთჳს მისცა თავი თჳსი, რაჲთა აცხოვნოს სოფელიო, ვითარცა მოასწავეს პირველითგან წინაჲსწარმეტყუელთა. ხოლო უკუეთუმცა არა ენება მას, ვერ ჴელ-ეწიფებოდა მათ შეპყრობად მისა.
ხოლო რაჲსათჳს...
...ა აწ ჴელ-ეწიფა შეპყრობად მისა. და რაჲთა ცნან, ვითარმედ ესე ესრეთ არს, ამისთჳს დაუბრმნა თუალნი მათნი. და ოდესიგი ჰრქუა მათ: „ვის ეძიებთ? და მათ ჰრქუეს: იესუს ნაზარეველსა. ჰრქუა მათ იესუ: მე ვარ. დგა იუდაცა, მიმცემელი მისი, მათ თანა. და ვითარცა ჰრქუა მათ, ვითარმედ: მე ვარ, უკუნიქცეს გარე და დაეცნეს ქუეყანასა“. და ლამპრები აქუნდა, და იუდა მათ თანა იყო, არამედ ვერ ხედვიდეს მას, ვიდრემდის მან თავადმან გამოუცხადა თავი თჳსი და ჰრქუა: „მე ვარ“. არა ერთგზის, არამედ ორგზისცა; რამეთუ ვინაჲთგან უჩუენა ძალი თჳსი და არა შეიგონეს, მერმე შეუნდო შეპყრობად თავისა თჳსისა და ჰრქუა იუდას სახიერებით და სიმშჳდით: „მოყუასო, რომლისათჳსცა მოსრულ ხარ?“
ხოლო ლუკა იტყჳს: „იუდა, ამბორის-ყოფით მისცემა ძესა კაცისასა?“ არცა თუ სახისა ამისგან გრცხუენისა? ამას ყოველსა ზედა არავე შეიგონა. ამისთჳს მისცა უფალმან ნეფსით თავი თჳსი. „და დაასხნეს ჴელნი მას ზედა და შეიპყრეს იგი“ მას მებრ ღამესა, რომელსა პასექსა ჭამდეს, და დღესასწაულთა მათთა თავი იყო. ესრეთ დუღდეს და ბორგდეს შურითა და მტერობითა უღმრთონი იგი, გარნა უკუეთუმცა არა თავადსა ენება, ვერ ეძლო მათ შეპყრობად.
ხოლო არა თუ ესემცა ულხენდა რას იუდას ანუ ჰურიათა სატანჯველ-თ...