მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 18:36

35. მიუგო პილატე და ჰრქუა მას: ნუუკუე მე ჰურიაჲ ვარა? ნათესავთა შენთა და მღდელთ-მოძღუართა მოუცემიხარ შენ ჩემდა. რაჲ გიქმნიეს?36. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: მეუფებაჲ ჩემი არა ამის სოფლისაგანი არს. უკუეთუმცა ამის სოფლისაგანი იყო მეუფებაჲ ჩემი, მსახურნიმცა ჩემნი იღუწიდეს ჩემთჳს, რაჲთა არამცა მივეცი ჰურიათა. ხოლო აწ მეუფებაჲ ჩემი არა არს ამიერ სოფლით.37. ჰრქუა მას პილატე: უკუეთუ მეუფჱ ხარ შენ? ჰრქუა მას იესუ: შენ იტყჳ, რამეთუ მეუფე ვარ მე. ამისთჳს შობილ ვარ და ამისათჳს მოვივლინე სოფლად, რაჲთა ვწამო ჭეშმარიტი. ყოველი რომელი ჭეშმარიტებისგან იყოს, ისმინოს ჴმისა ჩემისაჲ.
სახარებაჲ იოვანესი თავი 18
36. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: მეუფებაჲ ჩემი არა ამის სოფლისაგანი არს. უკუეთუმცა ამის სოფლისაგანი იყო მეუფებაჲ ჩემი, მსახურნიმცა ჩემნი იღუწიდეს ჩემთჳს, რაჲთა არამცა მივეცი ჰურიათა. ხოლო აწ მეუფებაჲ ჩემი არა არს ამიერ სოფლით.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მაშინ მისცა იგი მათ პილატე, რაჲთა ჯუარს-აცუან, ხოლო მათ წარიყვანეს იგი. და ეკიდა მას ჯუარი თჳსი, და აღვიდოდა იგი ადგილსა მას თხემისასა“ (19,16-17).:

...და კეისრისაჲ დაიდვეს თავთა თჳსთა ზედა. ამისთჳსცა უფალმან მისცა მათ მეუფჱ მათისა სიტყჳსაებრ. ხოლო ესე ესმა რაჲ პილატეს, მისცა, რაჲთა ჯუარს-აცუან ფრიად უჯეროდ. რამეთუ ჯერ-იყო, რაჲთამცა ეკითხა, თუ ოდეს-ძი ინება მან მეფობისა მის, რამეთუ პირველვე ბრძანა ქრისტემან, ვითარმედ: „ჩემი მეუფებაჲ არა არს ამის სოფლისაგან“, არამედ მან უბადრუკმან არა ინება მცირედისაცა სიბრძნისა ჴმარებაჲ და ჩუენებასაცა ზედა ცოლისა თჳსისასა, რომელი კმა იყო შეშინებად, ამას ყოველსა ზედა არა შეიკდიმა, არცა აღიხილნა ზეცად, არამედ მისცა მათ იგი. ხოლო მათ აღჰკიდეს ჯუარი, და ვითარცა დაშჯილსა, რამეთუ ძელისა მისცა შეხებად იზმნიდეს, ამისთჳსცა თავადსა აღჰკიდეს, და ვი-თარცა წარვლესრე, პოვეს სჳმონ კჳრინელი, რომლისათჳს იტყჳან სხუანი მახარებელნი, და მერმე აღიღეს უფლისაგან და მას ზედა დადვეს იგი. ; ; არამედ აქა იოვანე უფლისათჳს იტყჳს, რომელსა ზედა დადვეს ჯუარი, გან-რაჲ-იყვანებდეს სამშჯავროჲთ. ეგრეთვე იყო სახესა მას ზედა, რამეთ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხოლო იესუ დადგა წინაშე მთავრისა მის. და ჰკითხა მას მთავარმან მან: შენ ხარა მეუფჱ ჰურიათაჲ? ხოლო იესუ ჰრქუა: შენ იტყჳ. და შესმენასა მას მღდელთმოძღუართასა და მოხუცებულთასა არარაჲ მიუგო“ (27,11-12).:

...მედ მეუფჱ არს, გარნა მეუფჱ ზეცათაჲ, ვითარცა იოვანე უმეტესად გუასწავებს სიტყუასა მისსა პილატეს მიმართ და იტყჳს: „ჰრქუა მას იესუ: მეუფებაჲ ჩემი არა არს ამის სოფლისაგან. უკუეთუმცა ამის სოფლისაგანი იყო მეუფებაჲ ჩემი, მსახურნიმცა ჩემნი იღუწიდეს ჩემთჳს, რაჲთა არა მივეცი ჰურიათა. ხოლო აწ მეუფებაჲ ჩემი არა არს ამიერ“.

ამისთჳსცა, რაჲთა სრულიად ესე იჭჳ განუქარვოს და გულისჴმა-უყოს, ვითარმედ მეუფებაჲ მისი არა ამის სოფლისაჲ არს, ხარკი მისცა და სხუა-თა უბრძანა მიცემად კეისრისაჲ კეისარსა, და ოდეს ენება ერსა მას მეფედ დადგინებაჲ, ივლტოდა.

ხოლო ვინაჲთგან ესრეთ მძლავრებისა შესმენასა მოიღებდეს მის ზედა, რად არა თქუა ესე ყოველი? არა ჯერ-იჩინა თქუმად ამისთჳს, რამეთუ ბევრეულნი სახენი აქუნდეს მათ ძლიერებისა და სახიერებისა და ჭეშმარიტებისა მისისანი, და ნეფსით დაბრმობილ იყვნეს, არა თუ უმეცრებისაგან სცთებოდეს. ამისთჳს არარაჲ მიუგო ესევითარი, გარნა მცირედი ოდენ, რაჟამს-იგი აფუცა მღდელთმოძღუარმან, და ოდეს-იგი ჰკითხა მთავარმან. ხოლო შესმენათა მათთა მიმართ არცა ერთი რაჲ მიუგო, რამეთუ იცოდა, ვითარმედ არა ჰნებავს მათ სმენაჲ ჭეშმარიტებისაჲ.

და ამას პირველვე ღაღადებდა ესაია და იტყოდა: „ვითარცა ცხოვარი კლვად მიიგუარა, და ვითარცა ტარიგი წინაშე მრისუველისა უჴმობელად...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხოლო იესუ ქრისტეს შობასა ბეთლემს ჰურიასტანისასა, დღეთა ჰეროდე მეფისათა, აჰა მოგუნი აღმოსავალით მოვიდეს იერუსალჱმდ და იტყოდეს: სადა არს, რომელი-იგი იშვა მეუფე ჰურიათაჲ? რამეთუ ვიხილეთ ვარსკულავი მისი აღმოსავალით და მოვედით თაყუანისცემად მისა“ (2,1-2).:

...ისწავეს მოგუთა მათ ვარსკულავისა მისგან? შობაჲ მეუფისა ჰურიათაჲსა ისწავესა სიტყჳსაებრ თქუენისა? ჵ ვარსკულავთმრაცხელნო, აწ უკუე გულისჴმა-ყავთ, ვითარმედ უგულისჴმოებითა აღსავსე ხართ. რამეთუ არა ამის წარმავალისა მეფობისა მეუფე იყო იგი, ვითარცა ეტყჳს თავადი პილატეს, ვითარმედ: „მეუფებაჲ ჩემი არა არს ამის სოფლისაგან“. ამისთჳსცა არარაჲ ესევითარი აჩუენა, არცა მსახურნი მოიგნა მრავალნი, არცა მეჴრმლენი და ლახუროსანნი წინაუვიდოდეს; არა ჰყვეს სიმრავლენი ჰუნეთა და ცხენთა და ეტლებისანი, არცა სხუაჲ რაჲმე ესევითარი, არამედ მოქალაქობაჲ მოიგო ლიტონი და მდაბალი და სავსე გლახაკებითა და მოწაფედ შეიწყნარნა ათორმეტნი კაცნი გლახაკნი.

და უკუეთუ მეუფეცა ეუწყა მათ შობადი და მისთჳს მოვიდეს, არავე არს ესე საქმე ვარსკულავთმრაცხელობისაჲ, რაჲთამცა ვარსკულავთა ხილვითა ეუწყა საქმე შობადთაჲ მათ; არამედ ჟამისა მისგან შობისაჲსა იტყჳან საქმისათჳს შობილთაჲსა, ვითარ-ეგე თქუენვე იტყჳთ. ხოლო ესენი არცა შობასა მას თანა იყვნეს, არცა ჟამი შობისაჲ მის უწყოდეს, რაჲთამცა მისგან აღრაცხეს და პოეს, თუ ვითარ იყო წამსა მას შობისასა ქცევაჲ იგი ვარსკულავთაჲ, და განაწესესმცა საქმე იგი შობადისაჲ მის; არამედ პირველ მრავლისა ჟამისა გამოუჩნდა მათ ვარსკულავი სოფელსა მათსა და მოვიდეს ხილვად შობილ...

სრულად ნახვა