მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 18:31

30. მიუგეს და ჰრქუეს მას: უკუეთუმცა არა ბოროტის-მოქმედი იყო, არამცა მიგეცით შენ ეგე.31. ჰრქუა მათ პილატე: მიიყვანეთ ეგე თქუენ და სჯულისა თქუენისაებრ განიკითხეთ ეგე. ჰრქუეს მას ჰურიათა მათ: ჩუენდა არავისი ჯერ-არს მოკლვაჲ.32. რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი იესუჲსი, რომელ თქუა და აუწყებდა, რომლითა სიკუდილითა ეგულებოდა მოსიკუდიდ.
სახარებაჲ იოვანესი თავი 18
31. ჰრქუა მათ პილატე: მიიყვანეთ ეგე თქუენ და სჯულისა თქუენისაებრ განიკითხეთ ეგე. ჰრქუეს მას ჰურიათა მათ: ჩუენდა არავისი ჯერ-არს მოკლვაჲ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ჩუენ შჯული გუაქუს, და შჯულისა ჩუენისაებრ თანააც სიკუდილი, რამეთუ თავი თჳსი ძედ ღმრთისა ყო“ (19,7).:

...ვინაჲთგან ჰრცხუენა, ამისთჳს ჰრქუეს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ჩუენ შჯული გუაქუს, და შჯულისა ჩუენისაებრ თანააც სიკუდილი, რამეთუ თავი თჳსი ძედ ღმრთისა ყო“ (19,7).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარ უკუე, თქუა რაჲ მსაჯულმან: „წარიყვანეთ ეგე და შჯულისა თქუენისაებრ საჯეთ“, იტყოდეთ, ვითარმედ: „არა ჯერ-არს ჩუენდა მოკლვაჲ ვისიმე“, და აწ შჯულისა მიმართ მიივლტით? და იხილე შესმენაჲ იგი: „ძე ღმრთისა ყო თავი თჳსიო“. და ესე ბრალობაჲ არსა? რამეთუ ძჱ ღმრთისაჲ იყო და ძისა ღმრთისა საქმეთა იქმოდა და იტყოდა, ვითარმედ: „ძჱ ღმრთისაჲ ვარი“. ; ხოლო ამას ყოველსა რაჲ იტყოდეს, ქრისტე დუმნა აღსრულებად სიტყუასა მას წინაჲსწარმეტყუელისასა, ვი-თარმედ: „იგი არა აღაღებს პირსა. სიმდაბლითა თჳსითა საშჯელი მისი მიეღო“. ; ხოლო პილატე შეშინდა, ესმა რაჲ, ვითარმედ: „ძე ღმრთისა ჰყოფს თავსა თჳსსა“, ნუუკუე ჭეშმარიტად იყოსო და ქმნას მან უჯეროებაჲ. ხოლო რომელთა-იგი ცნეს საქმით და სიტყჳთ ჭეშმარიტებაჲ, ვითარმედ ეგრეთ არს,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მიიყვანეს იგი კაიაფაჲსით პილატესა“ (18,28).:

...(შდრ. მათ. 23,24) უსამართლოდ მოკლვაჲ უფლისაჲ არა აქუნდა ბრალად და სამშჯავროდ მოსლვაჲ ბრალად შეერაცხა. ხოლო მათ რაჲსათჳს არა მოკლეს, არამედ პილატესა მიავლინეს? გარნა რამეთუ ფრიადი ჴელმწიფებაჲ მათი დაჴსნილ იყო, რაჟამს საქმენი ჰრომთა ჴელმწიფებისანი იყვნეს, და ეშინოდა, ნუუკუე საჯნენ იგინი. ; (19,6-7)

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „გამოვიდა მათა პილატე გარე და ჰრქუა: რასა შესმენასა მოიღებთ კაცისა ამისთჳს?“ (18,29).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა ჭეშმარიტებასა, ვითარ ბრწყინვალე არს? რამეთუ მანცა ცნა, ვითარმედ ამაოდ შეასმენდეს. ამისთჳს ჰკითხვიდა, რამეთუ ბოროტად უჩნდა, უკუეთუმცა საშჯელი მათი საჯეს და ტანჯვაჲმცა მას მისცეს. ხოლო ისმინენ სიტყუანიცა მათნი:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუმცა არა იყო ესე ბოროტისმოქმედი, არამცა მიგუეცა შენდაო“ (18,30).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჵ უგუნურებაჲ! და რად არა ამხილებთ ბოროტსა მას, არამედ ოდენ იტყჳთ, ვითარმედ ბოროტისმოქმედი არს, და საქმესა მას ბოროტსა ვერ შესწამებთ? ჰხედავა, რამეთუ ვერარას სადა ჰპოებდეს? ანა ჰკითხა სწავლისა მისისა და ვერარაჲ პოვა ბრალი, მიავლინა კაიაფაჲსა, და კაიაფა ვერარაჲვე პოვა, და მიიყვანა პილატესა;...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ ჰნერწყჳდეს პირსა მისსა და ჴურთითა სცემდეს თავსა მისსა, და რომელნიმე ყურიმალსა სცემდეს და ეტყოდეს: გჳწინაჲსწარმეტყუელებდ ჩუენ, ქრისტე, ვინ არს, რომელმან გცა შენ?“ (26,67-68).:

...(შდრ. იოან. 11,48) და ვინაჲთგან მოკლეს, აღესრულა მოსლვაჲ იგი ჰრომთაჲ; ეგრეთვე აქა, ამისთჳს ენება განცხადებულად ჯუარ-ცუმაჲ მისი, რაჲთა სახელსა დიდებისა მისისასა ავნონ, ხოლო იქმნა წინააღმდგომი ნებისა მათისაჲ.

ამისთჳს, ოდეს ჰრქუა მათ პილატე: „მიიყვანეთ ეგე თქუენ და შჯულისაებრ თქუენისა განიკითხეთ“, და კუალად ჰრქუა: „მიიყვანეთ ეგე თქუენ და ჯუარს-აცჳთ“, არა ინებეს, რამეთუ ესე იყო ხარკებაჲ მათი, რაჲთამცა ვითარცა მძლავრი და ძჳრისმოქმედი მოიკლა. და ამისთჳს ავაზაკნიცა ჯუარს-აცუნეს მის თანა, რაჲთამცა ესრეთ შეჰრაცხა იგი ერმან, ვითარცა ერ-თი მათგანი. ამისთჳს ეტყოდეს პილატეს: „ნუ დასწერ: მეუფჱ ჰურიათაჲ, არამედ - მან თქუა: მეუფე ვარ ჰურიათაჲ“. ეჰა რაოდენ მრავალ იყო და აურაცხელ მათი იგი უკეთურებაჲ და სიცბილი, გარნა ყოველივე იგი უფროჲსად თანაშემწედ ჭეშმარიტებისა იქმნა, რაჲთა სრულიად დაიყვნენ ურცხჳნონი იგი პირნი მათნი, და ყოველივე სიტყუაჲ მიეღოს.

და კუალად საფლავსა ზედა ბეჭედნი იგი და მცველნი უფროჲსად განმაბრწყინვებელ ჭეშმარიტებისა იქმნეს, და კიცხევანი იგი და ყუედრებანი და ძჳრის-ზრახვანი უმეტესად ქადაგ სახიერებისა და სულგრძელებისა მისისა იქ...

სრულად ნახვა