...და კეისრისაჲ დაიდვეს თავთა თჳსთა ზედა. ამისთჳსცა უფალმან მისცა მათ მეუფჱ მათისა სიტყჳსაებრ. ხოლო ესე ესმა რაჲ პილატეს, მისცა, რაჲთა ჯუარს-აცუან ფრიად უჯეროდ. რამეთუ ჯერ-იყო, რაჲთამცა ეკითხა, თუ ოდეს-ძი ინება მან მეფობისა მის, რამეთუ პირველვე ბრძანა ქრისტემან, ვითარმედ: „ჩემი მეუფებაჲ არა არს ამის სოფლისაგან“, არამედ მან უბადრუკმან არა ინება მცირედისაცა სიბრძნისა ჴმარებაჲ და ჩუენებასაცა ზედა ცოლისა თჳსისასა, რომელი კმა იყო შეშინებად, ამას ყოველსა ზედა არა შეიკდიმა, არცა აღიხილნა ზეცად, არამედ მისცა მათ იგი. ხოლო მათ აღჰკიდეს ჯუარი, და ვითარცა დაშჯილსა, რამეთუ ძელისა მისცა შეხებად იზმნიდეს, ამისთჳსცა თავადსა აღჰკიდეს, და ვი-თარცა წარვლესრე, პოვეს სჳმონ კჳრინელი, რომლისათჳს იტყჳან სხუანი მახარებელნი, და მერმე აღიღეს უფლისაგან და მას ზედა დადვეს იგი. ; ; არამედ აქა იოვანე უფლისათჳს იტყჳს, რომელსა ზედა დადვეს ჯუარი, გან-რაჲ-იყვანებდეს სამშჯავროჲთ. ეგრეთვე იყო სახესა მას ზედა, რამეთ...
სახარებაჲ იოვანესი 18:3
განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის
...ვინაჲთგან ჰრცხუენა, ამისთჳს ჰრქუეს:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ჩუენ შჯული გუაქუს, და შჯულისა ჩუენისაებრ თანააც სიკუდილი, რამეთუ თავი თჳსი ძედ ღმრთისა ყო“ (19,7).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარ უკუე, თქუა რაჲ მსაჯულმან: „წარიყვანეთ ეგე და შჯულისა თქუენისაებრ საჯეთ“, იტყოდეთ, ვითარმედ: „არა ჯერ-არს ჩუენდა მოკლვაჲ ვისიმე“, და აწ შჯულისა მიმართ მიივლტით? და იხილე შესმენაჲ იგი: „ძე ღმრთისა ყო თავი თჳსიო“. და ესე ბრალობაჲ არსა? რამეთუ ძჱ ღმრთისაჲ იყო და ძისა ღმრთისა საქმეთა იქმოდა და იტყოდა, ვითარმედ: „ძჱ ღმრთისაჲ ვარი“. ; ხოლო ამას ყოველსა რაჲ იტყოდეს, ქრისტე დუმნა აღსრულებად სიტყუასა მას წინაჲსწარმეტყუელისასა, ვი-თარმედ: „იგი არა აღაღებს პირსა. სიმდაბლითა თჳსითა საშჯელი მისი მიეღო“. ; ხოლო პილატე შეშინდა, ესმა რაჲ, ვითარმედ: „ძე ღმრთისა ჰყოფს თავსა თჳსსა“, ნუუკუე ჭეშმარიტად იყოსო და ქმნას მან უჯეროებაჲ. ხოლო რომელთა-იგი ცნეს საქმით და სიტყჳთ ჭეშმარიტებაჲ, ვითარმედ ეგრეთ არს,...
...მოდ მოვიდეს ღამით.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „განვიდა და ჰრქუა მათ: ვის ეძიებთ? ხოლო მათ ჰრქუეს მას: იესუ ნაზარეველსა“ (18,4-5).
თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეა ძალი უძლეველი, ვითარ იყო მათ შორის და დააბნელნა თუალნი მათნი, რამეთუ არა ღამე იყო მიზეზი? ამისთჳს მოასწავა მახარებელმან და თქუა, ვითარმედ: „ლამპრები აქუნდა“. და-ღაცათუმცა ლამპრები არა აქუნდა, ჴმისაგან ჯერ-იყო ცნობაჲ მისი. და უკუეთუ მათ ვერ იცნეს, იუდა ვითარღა ვერ იცნა, რამეთუ მათ თანა იყო, რომელი-იგი მის თანა ყოფილ იყო მარადის? და მანცა ვერ იცნა, არამედ დაეცა პირსა ზედა. ხოლო ესე ამისთჳს ქმნა იესუ, რაჲთა გჳჩუენოს, ვითარმედ არა თუ ოდენ შეპყრობად ვერ ძალ-ედვა, არამედ ვერცა იცნობდეს, უკუეთუმცა არა თჳთ შეუნდო.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მერმე კუალად ჰკითხა მათ: ვის ეძიებთ?“ (18,7).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ჵ უგულისხმოებაჲ! სიტყუამან მან პირველმან დასცნა პირსა ზედა, და არავე შეიგონეს, რაჲთამცა ცნეს ძალი მისი. ხოლო უფალმან, ვინაჲთგან რომელი მისა ჯერ-იყო, ქმნა, და მათ არა გულისხმა-ყვეს, ამისთჳს მისცემს თავსა თჳსსა და ეტყჳს:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „გარქუ თქუენ, ვითარმედ: მე ვარ (18,8). დგა იუდაცა მ...
...მედ მეუფჱ არს, გარნა მეუფჱ ზეცათაჲ, ვითარცა იოვანე უმეტესად გუასწავებს სიტყუასა მისსა პილატეს მიმართ და იტყჳს: „ჰრქუა მას იესუ: მეუფებაჲ ჩემი არა არს ამის სოფლისაგან. უკუეთუმცა ამის სოფლისაგანი იყო მეუფებაჲ ჩემი, მსახურნიმცა ჩემნი იღუწიდეს ჩემთჳს, რაჲთა არა მივეცი ჰურიათა. ხოლო აწ მეუფებაჲ ჩემი არა არს ამიერ“.
ამისთჳსცა, რაჲთა სრულიად ესე იჭჳ განუქარვოს და გულისჴმა-უყოს, ვითარმედ მეუფებაჲ მისი არა ამის სოფლისაჲ არს, ხარკი მისცა და სხუა-თა უბრძანა მიცემად კეისრისაჲ კეისარსა, და ოდეს ენება ერსა მას მეფედ დადგინებაჲ, ივლტოდა.
ხოლო ვინაჲთგან ესრეთ მძლავრებისა შესმენასა მოიღებდეს მის ზედა, რად არა თქუა ესე ყოველი? არა ჯერ-იჩინა თქუმად ამისთჳს, რამეთუ ბევრეულნი სახენი აქუნდეს მათ ძლიერებისა და სახიერებისა და ჭეშმარიტებისა მისისანი, და ნეფსით დაბრმობილ იყვნეს, არა თუ უმეცრებისაგან სცთებოდეს. ამისთჳს არარაჲ მიუგო ესევითარი, გარნა მცირედი ოდენ, რაჟამს-იგი აფუცა მღდელთმოძღუარმან, და ოდეს-იგი ჰკითხა მთავარმან. ხოლო შესმენათა მათთა მიმართ არცა ერთი რაჲ მიუგო, რამეთუ იცოდა, ვითარმედ არა ჰნებავს მათ სმენაჲ ჭეშმარიტებისაჲ.
და ამას პირველვე ღაღადებდა ესაია და იტყოდა: „ვითარცა ცხოვარი კლვად მიიგუარა, და ვითარცა ტარიგი წინაშე მრისუველისა უჴმობელად...
...(შდრ. იოან. 11,48) და ვინაჲთგან მოკლეს, აღესრულა მოსლვაჲ იგი ჰრომთაჲ; ეგრეთვე აქა, ამისთჳს ენება განცხადებულად ჯუარ-ცუმაჲ მისი, რაჲთა სახელსა დიდებისა მისისასა ავნონ, ხოლო იქმნა წინააღმდგომი ნებისა მათისაჲ.
ამისთჳს, ოდეს ჰრქუა მათ პილატე: „მიიყვანეთ ეგე თქუენ და შჯულისაებრ თქუენისა განიკითხეთ“, და კუალად ჰრქუა: „მიიყვანეთ ეგე თქუენ და ჯუარს-აცჳთ“, არა ინებეს, რამეთუ ესე იყო ხარკებაჲ მათი, რაჲთამცა ვითარცა მძლავრი და ძჳრისმოქმედი მოიკლა. და ამისთჳს ავაზაკნიცა ჯუარს-აცუნეს მის თანა, რაჲთამცა ესრეთ შეჰრაცხა იგი ერმან, ვითარცა ერ-თი მათგანი. ამისთჳს ეტყოდეს პილატეს: „ნუ დასწერ: მეუფჱ ჰურიათაჲ, არამედ - მან თქუა: მეუფე ვარ ჰურიათაჲ“. ეჰა რაოდენ მრავალ იყო და აურაცხელ მათი იგი უკეთურებაჲ და სიცბილი, გარნა ყოველივე იგი უფროჲსად თანაშემწედ ჭეშმარიტებისა იქმნა, რაჲთა სრულიად დაიყვნენ ურცხჳნონი იგი პირნი მათნი, და ყოველივე სიტყუაჲ მიეღოს.
და კუალად საფლავსა ზედა ბეჭედნი იგი და მცველნი უფროჲსად განმაბრწყინვებელ ჭეშმარიტებისა იქმნეს, და კიცხევანი იგი და ყუედრებანი და ძჳრის-ზრახვანი უმეტესად ქადაგ სახიერებისა და სულგრძელებისა მისისა იქ...
...ისწავეს მოგუთა მათ ვარსკულავისა მისგან? შობაჲ მეუფისა ჰურიათაჲსა ისწავესა სიტყჳსაებრ თქუენისა? ჵ ვარსკულავთმრაცხელნო, აწ უკუე გულისჴმა-ყავთ, ვითარმედ უგულისჴმოებითა აღსავსე ხართ. რამეთუ არა ამის წარმავალისა მეფობისა მეუფე იყო იგი, ვითარცა ეტყჳს თავადი პილატეს, ვითარმედ: „მეუფებაჲ ჩემი არა არს ამის სოფლისაგან“. ამისთჳსცა არარაჲ ესევითარი აჩუენა, არცა მსახურნი მოიგნა მრავალნი, არცა მეჴრმლენი და ლახუროსანნი წინაუვიდოდეს; არა ჰყვეს სიმრავლენი ჰუნეთა და ცხენთა და ეტლებისანი, არცა სხუაჲ რაჲმე ესევითარი, არამედ მოქალაქობაჲ მოიგო ლიტონი და მდაბალი და სავსე გლახაკებითა და მოწაფედ შეიწყნარნა ათორმეტნი კაცნი გლახაკნი.
და უკუეთუ მეუფეცა ეუწყა მათ შობადი და მისთჳს მოვიდეს, არავე არს ესე საქმე ვარსკულავთმრაცხელობისაჲ, რაჲთამცა ვარსკულავთა ხილვითა ეუწყა საქმე შობადთაჲ მათ; არამედ ჟამისა მისგან შობისაჲსა იტყჳან საქმისათჳს შობილთაჲსა, ვითარ-ეგე თქუენვე იტყჳთ. ხოლო ესენი არცა შობასა მას თანა იყვნეს, არცა ჟამი შობისაჲ მის უწყოდეს, რაჲთამცა მისგან აღრაცხეს და პოეს, თუ ვითარ იყო წამსა მას შობისასა ქცევაჲ იგი ვარსკულავთაჲ, და განაწესესმცა საქმე იგი შობადისაჲ მის; არამედ პირველ მრავლისა ჟამისა გამოუჩნდა მათ ვარსკულავი სოფელსა მათსა და მოვიდეს ხილვად შობილ...