მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 18:28

27. და კუალად უვარ-ყო პეტრე. და მეყსეულად ქათამმან იყივლა.28. და მოიყვანეს იესუ კაიაფაჲსით ტაძრად. და იყო განთიად. და იგინი არა შევიდეს ტაძრად, რაჲთა არა შეიგინნენ, არამედ რაჲთა ჭამონ პასექი.29. გამოვიდა პილატე მათა გარე და ჰრქუა მათ: რასა შესმენასა მოიღებთ კაცისა ამისა ზედა?
სახარებაჲ იოვანესი თავი 18
28. და მოიყვანეს იესუ კაიაფაჲსით ტაძრად. და იყო განთიად. და იგინი არა შევიდეს ტაძრად, რაჲთა არა შეიგინნენ, არამედ რაჲთა ჭამონ პასექი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ მოწაფეთა ყოველთა დაუტევეს და ივლტოდეს. ხოლო მათ შეიპყრეს იესუ და მიიყვანეს კაიაფაჲსა მღდელთმოძღურისა, სადა-იგი მწიგნობარნი და მოხუცებულნი ერისანი შეკრებულ იყვნეს. ხოლო პეტრე მისდევდა მას შორით, ვიდრე ეზოდმდე მღდელთმოძღურისა, და შევიდა შინა და დაჯდა მსახურთა თანა ხილვად აღსასრულისა“ (26,56-58).:

...ულ იყვნეს ყოველნი იგი წინამძღუარნი უღმრთოებისანი; მუნ იღჳძებდეს და მოელოდეს ბოროტისა მის ზრახვისა სრულ-ყოფად, რამეთუ არცა თუ პასექი ჭამეს მაშინ, ვითარცა იტყჳს იოვანე, ვითარმედ: „მოიყვანეს იესუ კაიაფაჲსით ტაძრად. და იყო განთიად. და იგინი არა შევიდეს ტაძრად, რაჲთა არა შეიგინნენ, არამედ რაჲთა შეჭამონ პასექი იგი“. რაჲ არს ესე?

გუასწავა მახარებელმან, ვითარმედ სხუასა დღესა ჭამეს და შჯული დაჰჴსნეს წადიერებისა მისგან, რომელ აქუნდა მოკლვად იესუჲსა. ხოლო ქრისტე არა გარდაჰჴდა შჯულსა, არამედ ჟამსა მას განწესებულსა აღასრულა პასექი; არამედ იგინი გარდაჰჴდეს, რომელნი ბევრეულგზის გარდაჰჴდებოდეს შჯულსა. ვინაჲთგან ბორგდეს გულისწყრომითა და მრავალგზის ჴელ-ყვეს შეპყრობად უფლისა და ვერ უძლეს, მაშინ მოულოდებელად ჴელად-იგდეს და აღირჩიეს პასექისა მის დატეობად, რაჲთამცა გულისთქუმაჲ ოდენ მკლველობისა თჳსისაჲ აღასრულეს. ამისთჳსცა ყოველნი ერთად შეკრბეს და ეძიებენ მიზეზსა, რაჲთამცა პოეს მის ზედა, ვი-თარცა ესერა იტყჳს მახარებელი:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო მღდელთმოძღუარნი იგი ეძიებდეს ცრუმოწამეთა იესუჲსთჳს, რაჲთამცა მოკლეს იგი, და არა ჰპოებდეს, რამეთუ მრავალნი მოსრულ იყვნეს ცრუმოწამენი. უკუანაჲსკნელ მო-ვინმე-ვიდეს ორნი და თქუეს, ვითარმედ: ამან ეგრე თქუა: ძალ-მიც...

სრულად ნახვა